ფრიდონ ინჯია მთავრობისგან ქართველი ემიგრანტების სამშობლოში ღირსეულად დაბრუნების საქმეში გააქტიურებას ითხოვს

📍 ფრიდონ ინჯია მთავრობისგან ქართველი ემიგრანტების სამშობლოში ღირსეულად დაბრუნების საქმეში გააქტიურებას ითხოვს.

🔹 “ქართულ დიასპორასთან მუშაობისას უმთავრესია ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი გაკეთდეს ადამიანების ღირსეულად დასაბრუნებლად.”

🔹 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ კონსტანტინიდის მოხსენება მოისმინეს ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის კუთხით გაწეული სამუშაოს შესახებ.

🔹 „მიმაჩნია, რომ დიასპორასთან მუშაობისას უმთავრესია ყველაფერი გაკეთდეს ადამიანების ღირსეულად დასაბრუნებლად სამშობლოში. ამასთანავე, მათ, ვინც იქ დარჩება საქართველოს შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს. ძალიან მცირე დაფინანსებაა გათვალისწინებული ნებაყოფლობით დაბრუნების პროგრამაში, მაშინ, როცა სხვადასხვა მიმართულებით მილიონებზეა საუბარი“, – განაცხადა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მისი თქმით, აუცილებელია, ქართულ დიასპორებთან მუშაობის გააქტიურება და მათი სამშობლოში დაბრუნების ხელშემწყობი პროგრამების გაფართოება.

🔹 „ადამიანმა, რომელმაც გადაწყვიტა დაბრუნება, უნდა იგრძნოს, რომ მას თავისი სამშობლო ხვდება, რომ მთლად ღატაკი არ არის ეს ქვეყანა, და მისი დახმარების უნარი შესწევს“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ და ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა, სხვადასხვა ქვეყანაში შესაბამისი რეკლამების გაშვება იმის შესახებ, რომ არსებობს შესაბამისი პროგრამა, რაც ადამიანს, რომელიც უცხოეთშია და ორჭოფობს დაბრუნებაზე, გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*