ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღება ნაადრევია

📍ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღება ნაადრევია.

🔷 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე უკრაინის საკითხთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტის განხილვისას დეპუტატებს კიდევ ერთხელ მოუწოდა არ იჩქარონ დოკუმენტის მიღება, რომელიც შესაძლოა, საქართველოს ინტერესებისთვის საზიანო აღმოჩნდეს.

👉 „მიგვაჩნია, რომ ეს რეზოლუცია ნაადრევია. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ნუ გავრბივართ ორთქლმავლის წინ, ისე გავაკეთოთ, რომ ზიანი არ მივაყენოთ ჩვენს ქვეყანას. მე მაინტერესებს ჩემი ქვეყანა, რომ აქ ომი არ იყოს, და ჩვენ იმ ქარტეხილებში არ მოვყვეთ. ამ კვირას იწყება მოლაპარაკებები, რომელშიც ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ, და არც არავინ მიგვაღებინებს. სამწუხაროდ, არც უკრაინას მიაღებინებენ მონაწილეობას. ამის შესაძლებლობა, რომ იყოს, ჩვენს სიტყვას ვიტყოდით, და შესაძლოა, ჩვენდა სასიკეთოთ ვინმეს რამე გაეთვალისწინებინა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის დარბაზში ყველა მსხდომი მხარს უჭერს უკრაინის ერთიანობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა, ზოგიერთის განცხადებებში უკრაინაში ომის მიუღებლობის შესახებ, მას ეჭვი ეპარება.

🔷 „რა თქმა უნდა, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გაცილებით მაღლა უნდა დავაყენოთ. ერთი ქვეყანა, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციით, და ჯერ არ ვიცით რა არის ტექსტში, პოლონეთია, სხვა ქვეყნები ჯერჯერობით თავს იკავებენ, რატომ? იმიტომ, რომ მათზე ეს დამოკიდებული არ არის, მით უმეტეს ჩვენზე, გადამწყვეტია ორი სახელმწიფო – აშშ და რუსეთის ფედერაცია. ჩინეთის რესპუბლიკამაც კი განცხადებებისგან თავი შეიკავა და განზე გადგა. უკრაინის საკითხის გაეროში განხილვაც მხოლოდ 18 რიცხვში, თითქმის ოლიმპიადის დამთავრების შემდეგ იქნება. ამ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 მისი თქმით, რატომ უნდა ზოგიერთს ჩართოს საქართველო ამ დიდ ბრძოლაში მაშინ, როდესაც აშშ-მ მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოხატა, რასაც წინ უძღოდა დახურული წერილი რუსეთის მისამართით.

👉 „თუ განხილვაა ე.ი. რაღაც კომპრომისებზე უნდა წავიდეს ერთი მხარეც და მეორეც. რა შეიძლება იყოს აშშ-ს კომპრომისი? ეს დასაფიქრებელია, უკრაინა ხომ არ იქნება პირველი ან ჩვენ? საქმე ძალიან სერიოზულად დგას, მნიშვნელოვანი რაღაცეები შეიძლება გადაწყდეს ამ 1-2 თვის განმავლობაში. როგორ დაასრულებენ ისინი მოლაპარაკებას, და რა იქნება შედეგი, დამერწმუნეთ, ჩვენ ამას არავინ შეგვეკითხება. ამიტომ, წინასწარ ნურც თვალებს დავითხრით და ნურც ვაშა-ვაშას ძახილს დავიწყებთ“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*