ფრიდონ ინჯია მიმართავს მმართველ პოლიტიკურ ძალას, გადახედოს საქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტის არსებობის აუცილებლობის საკითხს

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიმართავს მმართველ პოლიტიკურ ძალას, გადახედოს საქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტის არსებობის აუცილებლობის საკითხს.

🔹 ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც საშემოდგომო სესიის დღის წესრიგის ფარგლებში, სახალხო დამცველის არჩევის საკითზე იმსჯელეს.

🔹 „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული აქვს, რომ ისინი არ წარადგენენ სახალხო დამცველის კანდიდატურას.

🔹 ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ არ მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა. კონსტიტუციაში, ჩვენ გვაქვს სახალხო დამცველის ინსტიტუტი. მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანაა, სადაც არის ასეთი ინსტიტუტი, მაგრამ ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიც არიან ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე გერმანია მსგავსი ინსტიტუტი არ არის“, – განაცხადა ბიუროს სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მისივე თქმით, თუ, ეს ინსტიტუტი არ არის საჭირო, მაშინ უნდა მოხდეს შესაბამისი ცვლილებების განხორციელება.

🔹 „შევიტანოთ ცვლილებები და ამოვიღოთ ეს ინსტიტუტი კონსტიტუციიდან, ან შევეკითხოთ ხალხს და ჩავატაროთ რეფერენდუმი. ხოლო, როცა მიღწეული იქნება კონსესუსი კონკრეტულ კანდიდატურასთან დაკავშირებით, რომელიც მისაღები იქნება ყველასთვის, მაშინ შესაძლებელია კანონის მიღებაც. ვფიქრობ, ქვეყნის ცხოვრებაში ეს საკითხი ყველაზე მთავარი არ არის. შევასრულოთ და აღვასრულოთ ყველამ კანონი და შეიძლება ეს ინსტიტუტი არც იყოს საჭირო“,- დასძინა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*