ფრიდონ ინჯია – მიმაჩნია რომ საქართველოში დღეს ეს კანონი უფრო მკაცრი უნდა იყოს

📍 საქართველოს პარალმენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროეტები განიხილეს, პროექტის მომხსენებელს, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს შეკითხვებით მიმართა.

🔴 პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული ორი სხვადასხვა კანონის პროექტი. კერძოდ: „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით და კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ასევე პირველი მოსმენით.

🔴 „შემოტანილია ორი კანონპროექტი, ერთი ეგრეთ წოდებული რუსული კანონი, რომელიც ძალიან ლიბერალურია, არაფრის მომცემია და ნახევრად კანონია და მეც ვუერთდები კოლეგების განცხადებას – „არა რუსულ კანონს!

🔴 მიმაჩნია, რომ საქართველოში დღეს ეს კანონი უფრო მკაცრი უნდა იყოს.

🔴 რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისეთი დიდი ქვეყანა როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, თავისი ცენტრალური სადაზვერვო სამსახურით და ცენტრალური საგამოძიებო ბიუროთი და სისტემებით, მას ეს კანონი მიღებული აქვს 1938 წლიდან, და ეს კანონი მუშაობს.

🔴 ეს კანონი მოქმედებს ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების, ინტერსებიდან გამომდინარე.

🔴 ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, შეიძლება ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება ასეთი კანონი, თუ სჭირდება იმისათვის, რომ დამოუკიდებლობის ხარისხი უფრო ავამაღლოთ.

🔴 დღეს საუბარია კონსტიტუციაზე და კონსტიტუციის 78-ე მუხლზე, როგორ ფიქრობთ, ის ჩანაწერი როგორიც არის ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში, არის თუ არა ეს ინტეგრაცია, თუ ჩვენ ევროპულ ან ამერიკულ კანონს მივიღებთ?! ან მივიღებთ კანონს, რომლის შინაარსი და სულისკვეთება იქნება ევროპული ან ამერიკული?!“ – განაცხადა სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*