ფრიდონ ინჯია ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ პირდაპირ ეთერში

🔷 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან ანონსდება აქციები ქვეყნის პრემიერ – მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ, განაცხადა, რომ ეს სწორედ ის ხალხია, ვინც საქართველოში 2008 წლის მოვლენებს მხარს უჭერდა.

🔷 „უფრო მეტიც, 2008 წლის მოვლენები, ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას თუ პოლიტიკურ პერსონაჟს მიაჩნდა გამარჯვებად, მაშინ, როდესაც 2008 წელს საქართველომ დაკარგა თავისი ტერიტორიების 20% -ი, დაიღუპა ხალხი, ნაწილი წავიდა ემიგრაციაში, ნაწილი გაიფანტა მთელს საქართველოში, დავკარგეთ სოფლები, ქალაქები. ეს იყო სწორედ იმ პოლიტიკოსების, იმ ლიბერალების მხრიდან გაკეთებული საქმე, რითაც ქვეყანას დააკარგვინეს ტერიტორიები. დღესაც ეს ის ხალხია, რომლებსაც 2008 წლის მოვლენები საქართველოს გამარჯვებად მიაჩნდათ“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 მისი აზრით, მათი მიზანია, რომ საქართვლოში იყოს ომი და არეულობა და ამ არეულობისას ხელი გამოკრან თავის სასარგებლოდ, სხვა მიზანი მათ არ აქვთ.

🔷 „სხვა მიზანი მათ არ აქვთ. მათ არ აქვთ არც ბერკეტები, არც ძალა და არც ხალხის მხარდაჭერა“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*