ფრიდონ ინჯია – ჩემი დამოკიდებულება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის პროექტთან დაკავშირებით არის მკვეთრად რადიკალური

🔹„ჩემი დამოკიდებულება „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის“ პროექტთან დაკავშირებით, არის მკვეთრად უარყოფითი“.

ამის შესახებ საპარლამნტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა საქართველოს კანონის პროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ წარმოადგინა.

❓. ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე არის ანტიკონსტიტუციური;

❓ხომ არ აჯობებდა დავლოდებოდით ვენეციის კომისიის დასკვნას და მერე მიგვეღო შესაბამისი გადაწყვეტილება?

❓ადამიანს, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც კონსტიტუციით გარანტირებული აქვს შეკრების თავისუფლება, ამ კანონით (21-ე მუხლი) ეს ეზღუდება;

❓ განმარტება თვითონ ოლიგარქის შესახებ, ბუნდოვანია. მე ვერ გავიგე, ეს კარგია, თუ ცუდი.

❓ ილონ მასკი, რომელიც შეიძლება წამოაყენონ პრეზიდენტობის კანდიდატად 2024 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასეთი კანონის მიღების შემთხვევაში, მას მოხსნიან და აღარ იქნება?

❓ რომელიმე წარმატებულ ქვეყანაში, არსებობს მსგავსი კანონი?

❓ ვენეციის კომისია განიხილავს უკრაინის კანონს, და ალბათ ის იქნება უკრაინის კონსტიტუციასთან მიმართებაში თანხვედრაში. ჩვენი კონსტიტუცია განსხვავდება უკრაინის კონსტიტუციისგან, ამიტომაც პარლამენტმა შეიტანა მასში მთელი რიგი ცვლილებები. რა გამოდის? კანონი, რომელიც მიღებულია უკრაინაში და ეყრდნობა უკრაინის კონსტიტუციის დებულებებს, და ეს კანონი რასთან მიმართებაში იქნება შესაბამისობაში, უკრაინის კონსტიტუციასთან, თუ საქართველოს კონსტიტუციასთან?

❓ მოქალაქეს ეზღუდება სამართლიანი საპროცესო უფლებებები (კონსტიტუციის 31-ე მუხლი), გასაჩივრება, ესე იგი, შეგვყავს პიროვნება რაღაც რეესტრში, არ ვიცით კარგია თუ ცუდია, ვისთვის კარგია და ვისთვის ცუდი, და მას არ აქვს უფლება გაასაჩივროს ეს ფაქტი;

❓ კიდევ ერთი საკითხი – მაგალითად, ჩვენ დავიწყეთ განხილვა, შემოვიდა სხვადასხვა წინადადება და აღმოჩნდა ერთერთი ოლიგარქი (რომელიც არ ვიცი კარგია, ცუდია), რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ, რა უნდა მოიმოქმედოს ამ კანონმა იმ მოქალაქის მიმართ, რომელიც საზღვარგარეთიდან ფლობს კომპანიას, ხმის უფლებას, მედია საშუალებებს, აფინანსებს მათ და ა.შ. ამ კანონმა როგორ შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ამ ადამიანზე, რამე შეიცვლება?

❓ ასევე წვრილმანი საკითხები – მამის სახელის არსებობის შემთხვევა. მაგალითად, ჩემთვის ეს არის შეურაცხყოფა. ყველა ქართველს აქვს და ნებისმიერ ადამიანს აქვს მამის სახელი …

❓ „მნიშვნელოვანი გავლენის ქონა“; აი, ასეთი ტერმინებია და წინადადებებია ამ კანონში. ვინ გადაწყვიტა, რომელია მნიშვნელოვანი და რომელი არა? აი, მაგალითად, გვაქვს ოქროს აქცია 1% -ი, ის შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი გავლენის მქონე? შეიძლება 51%-ი სჭირდებოდეს? ან ვინ განსაზღვრავს ამას ამ ქმედებებში? რომელია ის ქმედითი ან მნიშვნელოვანი გავლენა? გინდაც ეს – ‘უნდა შეისყიდოს და მიიღოს მონაწილეობა აუქციონზე”, ან პრივატიზაციის პროცესში ფართომასშტაბიანი ობიექტის. რომელია ეს ფართომასშტაბიანი ობიექტი? ვინ განსაზღვრა ეს და ვისი განსაზღვრით ვწერთ ჩვენ აქ ფართომასშტაბიან ობიექტს? უკრაინისთვის შეიძლება ერთი იყოს, თურქეთისთვის მეორე, ჩვენთვის რომელია?

❓ აქ არის მთელი რიგი წინადადებები, რომელიც გაუგებარია. გვინდა ასეთი რამ? რა არის მიზანი? ამიტომ ჩემი დამოკიდებულება „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის“ პროექტთან დაკავშირებით, არის მკვეთრად უარყოფითი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*