ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო თუ არ მიიღებს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან მიმართებაში კანონის პროექტის ამერიკულ მოდელს, ესე იგი ჩვენ არ ვიქნებით ღირსი ვიყოთ პარლამენტარები და ვიყოთ იმ ხალხის წარმომადგენლები, ვისი ინტერსებიც ჩვენ უნდა დავიცვათ.

📍 ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო თუ არ მიიღებს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასთან მიმართებაში კანონის პროექტის ამერიკულ მოდელს, ესე იგი ჩვენ არ ვიქნებით ღირსი ვიყოთ პარლამენტარები და ვიყოთ იმ ხალხის წარმომადგენლები, ვისი ინტერსებიც ჩვენ უნდა დავიცვათ.

📍 ეს არის ის კანონი, რომელიც ნამდვილად სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, რაც ამყარებს პრინციპს – კანონის უზენაესობის შესახებ და ხაზს უსვამს, რომ ადამიანის უფლებების დაცვას შეფარებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ უნდა ჰქონდეთ იმედი შეცვალონ ქვეყნის ხელისფლება, რისი სამწუხარო მაგალითები უახლოეს ისტორიაში არსებობს.

📍 არასამთავრობო ორგანიზაციები რომლებმაც მხოლოდ ერთ წელიწადში დახარჯეს 200 მილიონი, არის თუ არა მათი საქმიანობა საქართველოს, როგორც ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერსებიდან გამომდინარე?

🔶 ამის შესახებ პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარალმენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც „ხალხის ძალის“ მიერ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროქტის დარეგისტრირება მოხდა.

🔶 „კანონპროექტის პირველი ვარიანტი, რომელიც „ხალხის ძალამ“ წარმოადგინა, უნდა ითქვას, რომ იყო ნახევრად კანონი და იგი ჩემთვის თავშივე მიუღებელი გახდა, რადგანაც იყო ლიბერალური კანონი და ქვეყნისთვის არაფრის მომცემი. ასეთი კანონი კი, არ სჭირდება ჩვენს საზოგადოებას.

🔶 რაც შეეხება კანონის პროექტის მეორე ვარიანტს, რომელიც გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების კანონის ანალოგი, ამ პროექტზე შეიძლება ითქვას, რომ მისი ყოველი პუნქტი არის მნიშვნელოვანი. ეს არის ის კანონი, რომელიც ნამდვილად სჭირდება ჩვენს საზოგადოებას. რაც ამყარებს პრინციპს – კანონის უზენაესობის შესახებ და ხაზს უსვამს, რომ ადამიანის უფლებების დაცვას შეფარებული არასამთავრობო ორგანიზაციებს არ უნდა ჰქონდეთ იმედი შეცვალონ ქვეყნის ხელისფლება.

🔶 მარტო გასულ წელს, საქათველოში მოქმედმა არასამათავრობო ორგანიზაციებმა 200 მილიონი რომ მიიღეს. აქედან 88 მილიონი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, და დანარჩენი კიდევ სხვა ქვეყნებიდან.

🔶 მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რას ხმარდება ეს თანხები და ემსახურება თუ არა იგი ქვეყნის ინტერსებს? ამიტომ, აუცილებელია მივიღოთ სწორედ კანონის პროექტის ამერიკული მოდელი და თუ ჩვენ არ მივიღებთ მას, ესე იგი ჩვენ არ ვიქნებით ღირსი ვიყოთ პარლამენტარები და ვიყოთ იმ ხალხის წარმომადგენლები საქართველოში, ვისი ინტერსებიც ჩვენ უნდა დავიცვათ“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე მიჩნევს, რომ საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, კანონი კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს, რადგანაც საქართველო ჯერ დასაწყისშია, განვითარების გზაზეა, ხოლო ამერიკას 200 წლიანი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით.

🔶 „თუ ჩვენ გვინდა რომ კანონი კანონობდეს, სწორედ კანონის ამერიკული ვარიანტია მისაღები და არა ის პირველი ვარიანტი, ნახევრად მკვდარი პროექტი. მე ჯერ კიდევ 2022 წლის 23 ივნისს განვაცხადე, რომ კანონის ჩარჩოში უნდა მოექცეს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, რადგან მათ აქვთ სტრუქტურა, როგორც პოლიტიკურ პარტიას და ფინანსდებიან უცხო ქვეყნიდან; ჰყავთ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც შტურმზე მიდიან, აკეთებენ განცხადებებს როგორც პოლიტიკური პარტიები. ისინი როგორც პოლიტიკური პარტიები, მთავრობისგან ითხოვენ სხვადასხვა თანამდებობის პირების დანიშვნას, თუ გათავისუფლებას. ესე იგი, ისინი ერევიან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. აი, სანამდე მივდივართ ჩვენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მიღებული იყოს ეს კანონი, წინააღმდეგ შემთხევაში, ეს ვითარება მომავალშიც გაგრძელდება“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 დეპუტატმა უარყოფითად შეაფასა პარლამენტის შენობაში, ბიუროს სხდომათა დარბაზის წინ ონლაინ მედიის ნაწილის წარმომადგენელთა მხრიდან გამართული აქცია, სადაც ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა გამოხატეს პროტესტი “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტებთან დაკავშირებით.

🔶 დეპუტატის განცხადებით, ამ ფაქტთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა საქართველოს პარლამენტის თამჯდომარეს ეკუთვნის, რადგანაც დაუშვებელია საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მსგავსი საპროტესტო აქციები იმართებოდეს.

🔶 „რას დაემსგავსება პარლამენტის მუშაობა, თუკი ყველა პოლიტიკური ჯგუფი თავის მომხრეებს მოიყვანს პარლამენტში და ამ გზით გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში პროტესტს გამოთქვამს. ასეთი რამ დაუშვებელია და აუცილებლად მისაღებია მკაცრი ზომები პარლამენტის ხელმძღვანელობის მხრიდან.“ – განცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*