ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტების”თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას, პარლამენტის ვიცე-სპიკერის ავთანდილ ენუქიძისა და პოლიტიკური ჯგუფის წევრების შეხვედრა გაიმართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰ.ე. ჟოუ ციანთან

📍 ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ავთანდილ ენუქიძე და პოლიტიკური ჯგუფის წევრები შეხვდნენ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჰ.ე. ჟოუ ციანს.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჰ.ე. ჟოუ ციანს მიულოცა ჩინეთის „კომუნისტური პარტიის“ მე-20 ყრილობის ჩატარება და მადლობა გადაუხადა პარლამენტში სტუმრობისთვის.

🔹 „ჩვენი პარტია სრულად იზიარებს იმ კონცეფციას და ქვეყნის მმართველობის იმ პოლიტიკას, რომელსაც ჩინეთის „კომუნისტური პარტია“ ახორციელებს თქვენს სახელმწიფოში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გამოცდილება ქვეყნის მართვის საქმეში, რომელიც მან დააგროვა წლების მანძილზე, ნამდვილად სამაგალითო და მისაბაძია“. – განაცხადა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე, რომელიც დღესდღეობით იძლევა უდიდეს შესაძლებლობებს ამიერკავკასიაში სახვადასხვა უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური პროექტების განხორციელების თავლსაზრისით, კერძოდ, როგორიცაა: ენერგომატარებლები, ალტერნატიული მზის ენერგიის წარმოება, საავიაციო თუ სატრანზიტო მიმოსვლა, საზღვაო პორტების განვითარება და ტვირთბრუნვის გაძლიერება, სოფლის მეურნეობის დარგში გამოცდილების გაზიარება, რაც „აბრეშუმის გზის“ პროექტის ნაწილია.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ წინადადებით მიმართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, რომ ჩინეთის სახელმწიფოს მმართველობის მოდელის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს რომელიმე რეგიონში, რაიონში თუ უბანში დაინერგოს ჩინური მოდელი და მოხდეს მისი მოდერნიზაცია, ეკონომიკური თუ სოციალური პროექტების განხორციელების თავლსაზრისით.

🔹 „კარგი იქნება, შემუშავდეს კონკრეტული გეგმა, თუ კონცეფცია, აუცილებლად დემოკრატიულ საწყისებზე, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის მოტივაციას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კონკრეტული რეგიონის ეკონომიკური თუ სოციალური განვითრების კუთხით“, – აღნიშნა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, ასევე, მნიშვნელოვანია ორ პარტიას შორის ურთიერთობის გაღრმავების მიზნით მომზადდეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ორ პარტიას შორის, ასევე ორ ქვეყანას, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების უფრო გაღრმავებას და გაძლიერებას.

🔹 პარლამენტის ვიცე-სპიკერის ავთანდილ ენუქიძის განცხადებით, იგი მხარს უჭერს ჩინეთის პოლიტიკურ კურსს და მნიშვნელოვნად მიაჩნია ურთიერთობების გაძლიერება და გაღრმავება, როგორც სახელმწიფო დონეზე, ასევე ორ პარტიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის თვალსაზრისით.

🔹 „ჩვენი პარტიის განწყობა არის ძალიან დადებითი თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით და რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩინეთის სუვერენიტეტს და მის განვითარებას. მაქვს მეგობრობის მრავალი ფაქტორი. ვთანამშრომლობ დიასპორის წარმომადგენლებთან და მადლობას გიხდით ამ შეხვედრისთვის“. – აღნიშნა შეხვედრაზე ავთანდილ ენუქიძემ.

🔹 თავის მხრივ, ელჩმა ხაზი გაუსვა დღევანდელი შეხვედრის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარეს შეხვედრის ორგანიზებისთვის.

🔹 „ცოტა ხნის წინ ჩინეთში დასრულდა მე-20 ყრილობა, სადაც შეჯამდა ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში მიღწეული შედეგები და დაისახა სამომავლო გეგმები და ამოცანები. მინდა აღვნიშნო, რომ ყრილობაზე გამოქვეყნდა სპეციალური ანგარიში, სადაც ჩინეთის „კომუნისტური პარტიის“ ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის სხვადასხვა ქვეყნის პარტიებს და მათ შორის, მადლობა გამოუცხადა თქვენს პარტიას – „ევროპელ სოციალისტებს“, – განაცხადა ელჩმა.

🔹 ელჩის განცხადებით, წელს აღინიშნება სქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავი და მისასალმებელია, რომ „ასეთი მნიშვნელოვანი საიუბილეო თარიღი სწორედ მისი ელჩობის პერიოდს დაემთხვა“.

🔹 „მოგეხსენებათ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართვლო ჩინეთს შორის დიპლომატიურ და საკანონმდებლო დონეზე ურთიერთობის განვითარება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება. ამ მხრივ, საქართველო ჩინეთისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. ჩინეთი ყოველთვის მხარს უჭერს საქათველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილი უკავია და ამ მხრივ სტრატეგიული პროექტების განხორციელება არის ძალზე მნიშნელოვანი. ასევე, მნიშვნელოვანია ლოჯისტიკის სფეროში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რაც დიდ წილად გააუმჯობესებს ლოჯისტიკის მიმართულებას თქვენს ქვეყანაში“. – აღნიშნა ელჩმა.

🔹 შეხვედრის დასასრულს გამოითქვა მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი და დაისახა კონკრეტული მომავალი სამუშაო გეგმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*