„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია გამოდის ინიციატივით შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადების საქმით გამყარებას შეუწყობს ხელს.

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია გამოდის ინიციატივით შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადების საქმით გამყარებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ საკითხი ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დააყენა.

🔹 „საქართველომ შეიტანა განცხადება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამისთვის მადლობა ხელისუფლებას, მთავრობას. სხვათა შორის, ამის ერთერთი პირველი ინიციატორები ვიყავით ჩვენ „ევროპელი სოციალისტები“. აქედან გამოდინარე, ეს მარტო ქაღალდის დონეზე რომ არ დარჩეს, მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ მთავრობაში, ან პარლამენტში შეიქმნას ერთობლივი სახელმწიფო კომისია, რომელიც აღნიშნული განცხადების გასამყარებლად ჩაატარებს შესაბამის ღონისძიებებს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმისათვის, რომ ამ განცხადებას ჰქონდეს, ძალა, ზურგი“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ ბიუროს სხდომაზე. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ასეთი გადაწყვეტილება იქნება უმნიშვნელოვანესი და თავის მხრივ, „ევროპელი სოციალისტები“ მზად არიან მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*