შემობრუნდით ხალხისკენ და ქვეყნის ინტერსებისკენ – ფრიდონ ინჯიამ საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა

🔴 „მოგესალმებით კოლეგებო.

ერთერთი მნიშვნელოვანი დღეა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის ანგარიშით თუ რა გაკეთდა გასულ წელს.

🔴 პარლამენტი სახელმწიფო ხელისფლების ერთერთი შტოა, რომელიც იღებს კანონს. მთავარია ეს კანონები იყოს მიღებული მოსახლეობისა და ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე.

🔴 მე როგორც ერთი რიგითი ამომრჩეველი ველოდები, რომ პარლამენტში იქნება მიღებული ისეთი კანონი, რომელიც მე გამიიოლებს ცხოვრებას.

🔴 მე როგორც მრავალშვილიანი დედა ველოდები, რომ პარლამენტი მიიღებს ისეთ კანონს, რომელიც დაეხმარება მრავალშვილიან დედებს და გამიიოლებს ცხოვრებას.

ან მე მინდა მყავდეს მეოთხე შვილი, ან მეხუთე შვილი… მე ველოდები კანონს, რომელიც, გარკვეულ წილად, სტიმულს მომცემს, რომ ავიღო ვალდებულება და ქვეყანას გავუზარდო შვილი.

🔴 მე როგორც მოსწავლეების მშობელი, მინდა რომ ჩემმა შვილმა კარგად ისწავლოს და ამისათვის, მინდა ისეთი კანონი მიიღოს პარლამენტმა, რომელიც უფრო მეტ საშუალებას მისცემს მოწაფეს მაღალი დონის განათლება მიიღოს. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემა იყოს უფრო დალაგებული, უფრო მკაცრი. რადგან, ჩემი შვილები, იმ ცოდნას, ვერ იღებენ, რომ მათ შეეძლოთ განათლების მიღება უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის, საზღვარგარეთ. რის გამოც იძულებული ვარ დავიქირავო რეპეტიტორები და დამატებით ვასწავლო შვილებს. მე ველოდები პარლამენტისაგან ისეთი კანონების მიღებას, რომელიც ამ საკითხში ხელს შემიწყობს.

🔴 მე როგორც ამომრჩეველი, ველოდები ისეთი კანონების მიღებას, რომელიც დაასტაბილურებს, ან ზღვარს დაუწესებს ფასების ზრდას. ამ პერიოდში მე მივიღე მომატებული პენსია და ხელფასი, მაგრამ ფასები ისე იზრდება და ჩემი ცხოვრების დონე კი, იგივე რჩება.

ეხლა იყო პრემიერ მინიტრის მხრიდან, საწვავზე კომპანიების მხრიდან მოგების მარჟის დარეგულირების შესახებ განცხადება და მე ველოდები, რომ პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელიც დაავალდებულებს და მოსთხოვს მთავრობას, რომ გარკვეულ წილად დარეგულირდეს ფასები როგორც საკვებ ასევე, ნავთობ პროდუქტებზე, რაც მისცემს საშულებას დაწესდეს ზღვრული ფასები. ეს იქნება საწვავი, ელექტრო ენერგია, თუ სხვა.

🔴 მე როგორც ამომრჩეველი პარლამენტისგან ველოდები ისეთ კანონის მიღებას, რომელიც მომცემს საშუალებას ავირჩიო ჩემი შეხედულებისამებრ ელქტრო ენერგიის მომწოდებელი კომპანია და არ ვიყო ჩამოკიდებული კონკრეტულად ერთ კომპანიაზე, ისე როგორც ხდება დღეს დენზე, გაზზე, წყალზე. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც მიღებულია ევროპაში. ჩვენ ხომ გვინდა ყველაფერი კარგი ავიღოთ ევროპისგან და მართლაც გვინდა. ის ყველაფერი კარგი მინდა მე ჩემი ქვეყნისთვის.

🔴 დავუბრუნდები მრავალშვილიანი ოჯახის საკითხს. მე მინდა, რომ ასეთმა ოჯახმა ერთი ოთახი მიიღოს დამატებით. მე ამას ველოდები პარლამენტიდან და კიდევ მრავალი სხვა საკითის გადაწყვეტას.

🔴 კიდევ ერთი საკითხი. მე ველოდები პარლამენტიდან ისეთი კანონის მიღებას, რომელიც ჩემს შვილს, რომელიც წავიდა სამხედრო სამსახურში, რომ დაბრუნდება ჯარიდან, მიიღოს გარკვეული შეღავათები. შეღავათები სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს. ეს სწავლა შეიძლება იყოს, ეს სამუშაო ადგილი შეიძლება იყოს. ეს იქნება სტიმული და მე სიამოვნებით გავუშვებ ჩემს შვილს სამხედრო სამსახურში. მე სწორედ ასეთი კანონი მინდა რომ მიიღოს პარლამენტმა.

🔴 მთელს მსოფლიოში გაფანტულნი არიან ჩვენი მოქალაქეები. მე მინდა ისეთი კანონი მიიღოს პარლამენტმა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს დააფიქრებს, და საქართველოში დაბრუნებას გადააწყვეტინებს.

🔴 ისრაელი არის სამაგალითო ქვეყანა ჩემთვის. როგორ კრებს ისრაელის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს მსოფლიოს მასშტაბით ერთ მუშტად. როგორი მეცნიერება აქვს, როგორი ჯარი ჰყავს, როგორი წესრიგი აქვს. ქვეყანა, რომელიც ჩვენსავით 3-4 მილიონი იყო, ეხლა 7-8 მილიონია და ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი ქვეყანაა. ჩვენ ისიც უნდა მივიღოთ, რაც კარგი აქვს მაგალითად, ისრაელს, ჩინეთს. ევროპა არ უნდა იყოს დოგმა. ევროპაში ინტეგრაცია მე იმიტომ მინდა, რომ ჩემი ოჯახი დაკმაყოფილებული იყოს ყველა სიკეთით, რაზეც ქართველი კაცი ოცნებობს.

🔴 სადღაც 200 თუ 300 კანონი იქნა მიღებული. ეს ძალიან კარგია, მაგრამ მე ამ კანონებში ვერ დავინახე ვერც ერთი კანონი, რომელიც, მაგალითისთვის, ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში უკეთესი ცხოვრების სტიმულს მისცემდა ჩვენს მოქალაქეს და შეცვლიდა მის ცხოვრებას, ან ქალაქში, ან ბაზარში მდგომი ადამიანის.

არის ბევრი კანონი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ მთავრობის ინიციატივით და სწორიც არის. მე ვეთანხმები მას, რადგან საბოლოო ჯამში, ყველა კანონი უნდა აღასრულოს ხელისუფლებამ.

🔴 მაგრამ არის კანონები, რომლებიც ასევე სტიმულს მისცემს ჩვენს მოსახლეობას: ცილისწამება, შეურაცხყოფები, ხულიგნობა პირდაპირ ეთერში, ქვეყნის ღალატი და მოღალატეობრივი ქმედებები. რატომ არ შეიძლება რომ ეს კანონები იქნას მიღებული? რომელიც თქვენც, ჩვენც და ყველას გაუადვილებს ცხოვრებას. ძალა მიეცემა, უფრო მეტად დაცული იქნება სახელმწიფო.

🔴 საქართველოს პარლამენტის მუშაობა ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ დატვირთული იყო. აქ ძალიან ბევრი მაღალ კვალიფიცირებული პარალმენტის წევრია; ეკონომისტია, იურისტია, ექიმია, სპორტსმენია, მთელი ძალაა მართლაც პარლამენტში, და ერთი წლის განმავლობაში, მათ თავიანთი დროის ნახევარზე მეტი დახარჯეს რაზე? … ერთი პერიოდი შარლ მიშელის კონსტიტუციაზე, მერე 12 მუხლიანი დავალებებზე, და გადავყევით კანდიდატის სტატუსს. ამ დროს, ჩვენ კარგად ვიცით, ჩავიხედოთ გულში, თუ რას იძლევა კანდიდატის სტატუსი? – არაფერს! და უფრო მეტსაც გეტყვით, თუ ჩვენ ვჭირდებით, ევროკავშირს, ან ნატოს, ისინი ჩვენ მიგვიღებენ, თუ მათი ინტერესი იქნება რომ მიგვიღონ. თუ არადა, რაც არ უნდა გავაკეთოთ ჩვენ, არ მიგვიღებენ და არც მაქვს მაგის იმედი.

🔴 რა არის ამ 12 მუხლში? ერთი მუხლია, დეოლიგარქიზაცია… რომელ ოლიგარქიზაციაზეა საუბარი, თუ ორი, სამი მდიდარი ადამიანი აღმოჩნდა საქართველოში, რომელი მდიდარი ქართველი ჩამოვა აქ, რომ ეს კანონი მოირგოს თავის თავზე. ევროპის რომელ წარმატებულ ქვეყანაშია მსგავსი კანონი? … თუ კანონირად გამოიმუშავებს ადამიანი ფულს, ეს იმის საქმე და მისი უფლებაა.

🔴 ჩემი შეხედულება მაქვს, სახალხო დამცველის აპარატთან დაკვშირებით. თუ იქნება კანონის უზენაესობა, სახალხო დამცველი და მისი აპარატი საჭირო არ იქნება. არავითარი სახალხო დამცველი არ სჭირდება ქვეყანას, ისევე როგორც არ სჭირდება სახალხო დამცველის ინსტიტუტი საფრანგეთს, გერმანიას, ინგლისს, ამერიკის შეერთებულ შტატებს.

🔴 პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თავის ანგარიშში დრო დაუთმო ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების საკითხს. დღეს ეს არავის არ სჭირდება. ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური მოგება.

🔴 მნიშვნელოვანია, რომ ორ ნიშნა მოგება გახდეს მეტი და ყველაფერი გაკეთდეს ამისათვის. ეს უნდა მოხდეს სწორი პოლიტიკით. თქვენ სასწორზე ხართ და ღმერთმა ქნას, რომ გაუძლოთ ამ შემოტევას. ბევრს უნდა, რომ ჩვენ კვლავ მშივრები და ხელგაწვდილი ვიყოთ. მე მახსოვს ცუდი პერიოდი, როცა პური არ იყო საქართვლოში და მაშინდელი ვიცე პრემიერი ჩადიოდა აზერბაიჯანის პრეზიდენთთან, რომ ის პური, რომელიც მათთან ფოთიდან უნდა შესულიყო, ორი თვით დაეთმო საქართველოსთვის. ასეთი პერიოდი იყო, მაგრამ ეხლა სულ სხვა დროა. კვლავ უნდა დავბრუნდეთ იქ? მე მგონია, რომ იქ არ უნდა დავბრუნდეთ.

🔴 12 მუხლში წერია, მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების დაცვა. ამ დროს იქ არ წერია ჩვენი ქვეყნის ტრადიციების, ადათ-წესების დაცვის შესახებ. წერია მხოლოდ ის, რაც აინტერესებთ ვიღაცეებს, იმისათვის, რომ ქვეყენა დაინგრეს.

🔴 თუ ქვეყანაში არ იქნება იდეოლოგია, რომელიც დაფუძნებული იქნება ქვეყნის სიყვარულზე, ჩვენს ისტორიაზე, არაფერი არ გამოვა. ვისაც ისტორია არ აქვს, მას მომავალი არ ექნება, დამერწმუნეთ. სწორედ, ამ ხაზმა ამ ხერხემალმა გადაარჩინა საქართველო. ხოლო იმპერიები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იყვნენ, დღეს მათი ნატამალიც კი არ არის. საქართველო კი, არის და დარჩება. ღმერთმა ქნას ასე.

🔴 როცა, არჩილ თალაკვაძე იყო თავმჯდომარე, მე პარლამენტში დავსვი ეს საკითხი, რომ კარგი იქნებოდა, საპარლამენტო ოპოზიციას ჰქონოდა კვოტა კანონების მიღებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, თქვენ ხართ უმრავლესობა, იღებთ კანონებს, მაგრამ იმ უმცირესობასაც მივცეთ საშულება შემოიტანოს კანონი, რომელიც იქნება რეალურად მიღებული. დავაწესოთ ამაზე კვოტა. ყველაფერზე კვოტაა დაწესებული და ამაზეც დავაწესოთ კვოტა. პირობითად ოპოზიციის კვოტა იყოს 10 კანონის მიღება.

🔴 ეს უფრო უკეთესია ვიდრე ის, რომ თქვენ მიიღეთ კანონი, რომლის მიხედვითაც 90 ხმა სჭირდება ცესკოს თავმჯდომარის არჩევას. იგივე იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის საკითხი.

🔴 ამიტომ დააბრუნეთ ის კანონები და გააკეთეთ საქმე. ნუ ვაჭრობთ. ამიტომ არაფერი არ გამოვა. როგორც უმრავლესობამ აიღეთ პასუხისმგებლობა ამ საკითხებზე. პრემიერ მინისტრს ირჩევთ თქვენ უმრავლესობით და იუსტიციის საბჭოს წვერის არჩევას 90 ხმა სჭირდება.

შემობრუნდით ხალხისკენ და ქვეყნის ინტერსებისკენ!“

ფრიდონ ინჯია

08.02.2023

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*