ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის წერილი “ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარეს ბ-ნ ფრიდონ ინჯიას

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო
და სრულუფლებიანი ელჩის წერილი

საქართველოს პარლამენტის წევრს,
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპული სოციალისტები“ და
პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარეს
ბ-ნ ფრიდონ ინჯიას

🔹 ბატონო თავმჯდომარევ,

🔹 მადლობას მოგახსენებთ წერილების გამოგზავნისთვის. მოხარული ვარ, რომ თქვენ და პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრები გაგიცანით. გეთანხმებით,
რომ ძალზე საინტერესო, ნაყოფიერი და მეგობრული დიალოგი გვქონდა, რაც ხელს შეუწყობს სამომავლოდ ჩინურ მხარესა და თქვენ პარტიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. აგრეთვე, მადლობას ვუხდი ბატონ ავთანდილ ენუქიძეს ჩინურ-
ქართული თანამშრომლობის დადებითად შეფასებისათვის. მოუთმენლად ველი მასთან შეხვედრას.

🔹 გასულ თვეში, თქვენმა პარტიამ საჯაროდ გამოაქვეყნა განცხადება, რითაც ჩინეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, „ერთი
ჩინეთის“ პრინციპს მხარი დაუჭირა და აღიარა, რომ ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის
განუყოფელი ნაწილია. ჩინური მხარე მადლიერია და ძლიერ აფასებს ამ მხარდაჭერას.

🔹 წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავია. მზად ვართ, ეს ხელსაყრელი მომენტი გამოვიყენოთ ორმხრივი ურთიერთობების, მათ შორის, პარტიათაშორისი კავშირების მეტად ხელშესაწყობად, რათა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობამ მეტი შედეგი გამოიღოს ორი ქვეყნისა და ერის საკეთილდღეოდ. ამ ეტაპზე, საელჩო ტექნიკურად ამზადებს თქვენ პარტიასა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შორის თანამშრომლობის პროცესის დაწყებას, რაზედაც გავაგრძელებთ თქვენთან კომუნიკაციას. იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი პარტია კიდევ უფრო აქტიურად გაავრცელებს ჩინეთ-საქართველოს მეგობრობისა და თანამშრომლობის პერსპექტივებს.

🔹 ღრმა პატივისცემით,
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო
და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

2022 წლის 6 სექტემბერი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*