ხელისუფლებისთვის მთავრია ის რომ ომი კი არ მოიგოს არამედ ის რომ ომი არ დაუშვას – ფრიდონ ინჯია

📍„ხელისუფლებისთვის მთავრია ის, რომ ომი კი არ მოიგოს, არამედ, ის, რომ ომი არ დაუშვას“ – ფრიდონ ინჯია.
🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ მონაწილეობა მიიღო საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ჯონათან ჯანოგლისა და დელეგაციის სხვა წევრების შეხვედრაში, რომელიც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო ოპოზიციასთან გაიმართა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა როგორც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე, საუბარი შეეხო უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.
🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ შეხვედრაზე სტუმრებთან გარკვეული გულისტკივილით აღნიშნა, რომ 2008 წელს საქართველოსთან მიმართებაში ისეთივე ყოველმხრივი ერთსულოვნება და მხარდაჭერა რომ ყოფილიყო დასავლეთის მხრიდან, როგორიც დღეს აქვს უკრაინის ხელისუფლებას, შესაძლოა საქართველოს, ტერიტორიების 20%-ი არ დაეკარგა და არ არის გამორიცხული უკრაინაშიც დღეს განვითარებული მოვლენებიც საერთოდ არ ყოფილიყო.
🔹 „ხელისუფლებისთვის მთავრია ის, რომ ომი კი არ მოიგოს, არამედ, ის, რომ ომი არ დაუშვას. ვის აქვს უფრო მეტი საშიშროება, კიევს თუ თბილისს, საიდანაც მოწინააღმდეგე 40 კილომეტრში დგას, თუ კიევს, საიდანაც მოწინააღმდეგე ასეულობით კილომეტრშია და მთელი დასავლეთი რეალურად მხარს უჭერს?“ – განაცხადა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*