ხომ არ დადგა დრო, რომ სახელმწიფო სტრუქტურამ იზრუნოს მთელი მსოფლიოდან ქართველების სამშობლოში დაბრუნებასა და მათთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე – ფრიდონ ინჯია


🔹 პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისა და ქართველების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით სპეციალური სახელმწიფო სტრუქტურის გამოყოფის საკითხი დააყენა.

🔹როგორც დეპუტატმა სხდომაზე განაცხადა, საქართველოს ყოველთვიურად და ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ტოვებს, ხოლო მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნების სტატისტიკა, მოღალატეობრივია.

🔹 „არიან ადამიანები, რომლებმაც ან დატოვეს მოქალაქეობა, ან დაკარგეს, ან კიდევ სხვა მიზეზის გამო საქართველოს მოქალაქეობა აღარ აქვთ. ისინი მიმართავენ განცხადებით იუსტიციის სახლს და სპეციალური კომისია განიხილავს ამას, თუმცა, ბოლო პერიოდში, თითქმის არც ერთი დადებითი გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ყოფილ მოქალაქეს დაუბრუნდეს მოქალაქეობა, მიღებული არ ყოფილა. მიმაჩნია, ეს არის ქვეყნის ღალატი და მტერი შეიძლება იყოს ის, ვინც არ აძლევს საქართველოს მოქალაქეს შესაძლებლობას დაიბრუნოს მოქალაქეობა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მან მაგალითად ისრაელის სახელმწიფოს გამოცდილება მოიყვანა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთმა სახელმწიფო დაწესებულებამ ერთი ადამიანის ხელმძღვანელობით მილიონობით ებრაელი დააბრუნა ისრაელში.

🔹„ისრაელში ეძებენ სათითაოდ ბებიის ბებია თუ არის ებრაელი, ის აუცილებლად გახდება ისრაელის მოქალაქე, და სახელმწიფო სტრუქტურა სხვაგვარად უდგება ამ საკითხს. სპეციალური პიროვნება იყო განკუთვნილი ამ საქმისთვის – იაკობ კაზაკოვი, ახლა ის სხვა გვარითაა – იაკობ კედმი, რომელიც ითხოვდა სახელმწიფოსგან, რომ რაც შეიძლება მეტი ებრაული ეთნოსის ადამიანი დაბრუნებულიყო თავის ქვეყანაში. მილიონობით ადამიანი, თავისი სამსახურით დააბრუნა მან ისრაელში“, – აღნიშნა დეპუტატმა.

🔹 „ჩვენი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, როდესაც ვხედავთ, როგორ იცლება საქართველო ყოველთვიურად, ყოველწლიურად, ხომ არ იქნება მიზანშეწონილი, გამოიყოს სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც მსოფლიოში დაიწყებს მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ქართველები დაუბრუნდნენ თავიანთ ქვეყანას“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*