15 ოქტომბერს, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით

15 ოქტომბერს, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ შეხვედრა გაიმართა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილესგან გიორგი კაკაურიძესთან.

???? „2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი არ არის ორიენტირებული მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფაზე. თუ სახელმწიფო გარკვეულწილად არ აიღებს თავის თავზე ხალხის დაკმაყოფილებას სამუშაოთი, და არ გამონახავს მათი პრობლემების გადაჭრის გზებს, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იქნება მოსახლეობის ის 50%, რომელიც სოფლად ცხოვრობს“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.????საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის აზრით, საჭიროა შეიქმნას კომერციული საინვესტიციო სახელმწიფო ბანკი, რომლის მიზანიც იქნება მოსახლეობის ფართო მასებისთვის საკრედიტო რესურსებისადმი წვდომა.   „რატომ არ შეიძლება შეიქმნას ერთი სახელმწიფო ბანკი? მაგალითად ნორვეგიაში საერთოდ არ არის კერძო ბანკები და არის სახელწმიფო ბანკები. რატომ არ შეიძლება შეიქმნას ერთი სახელმწიფო ბანკი საქართველოში, რომლის მეშვეობითაც ის 10%-ს რომელსაც თქვენ აფინანსებთ, წავა სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს არის ერთ-ერთ მექანიზმი და ვარიანტი შემოსავლების გაზრდის თვალსაზრისით. ჩვენ რომ ვსაუბრობთ დაფინასების გაზრდაზე და ა.შ.. თუ შემოსავალი არ გაიზარდა, სახელმწიფოში, არაფერი არ მოხდება. აი ამ მექანიზმზეა საუბარი, რომელიც მივა იმ გლეხთან და მის კეთილდღეობაზე იმუშავებს. ახლა გამოდის, რომ სახელმწიფო პროგრამები არის, მათთვის ვისაც აქვს ფინასნური საშუალებები, ხოლო ვისაც არ აქვს ფინანსები, მასთან არაფერიც არ მიდის, და მეორე – რასაც დაფინანსებაში სახელმწიფო ხარჯავს, სრულად მიდის კერძო ბანკებში. ამიტომ არის კერძო ბანკების მოგება წელს სადღაც 1 მლრდ-მდე. სახელმწიფოში რომ შემოვიდეს, თუნდაც ნახევარი მილიარდი ლარი, ეს რამხელა თანხა იქნება ქვეყნისთვის“ – მიმართა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ გიორგი კაკაურიძეს.   მისივე თქმით, თუ სახელმწიფომ არ აიღო თავის თავზე მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის საკითხების გადაწყვეტა, ქვეყანაში ვითარება იქნება ძალიან მძიმე. „მერები და გამგებლები, რომლებიც არიან რაიონებში, მათ არავითარი პასუხისმგებლობა არ აქვთ ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე და ისინი არ ზრუნავენ მათ კეთილდღეობაზე და ეს ხალხი გადასულია თავის თავის გამოკვებაზე“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.   ???? დღევანდელ შეხვედრას პოლიტიკური ჯგუფის აპარატის წევრებთან ერთად დარგის მოწვეული სპეციალისტებიც ესწრებოდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*