2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა უფრო აქტუალური ხდება ბოლო დროს, საქართველოს ირგვლივ განვითარებული პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე – ფრიდონ ინჯია

📍 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა უფრო აქტუალური ხდება ბოლო დროს, საქართველოს ირგვლივ განვითარებული პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე – ფრიდონ ინჯია

🔴 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხა.

🔴 „ჩვენ როგორც კი შევედით პარლამენტში, ამ 2 წლის განმავლობაში არაერთხელ გვქონდა საუბარი 2008 წლის ომთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, როგორც საპარლამენტო ტრიბუნიდან ასევე, მედიის საშულებით.

🔴 პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან მე რამდენჯერმე განვაცხადე, რომ ეს კომისია შესაქმნელია, რომ არსებობს ბევრი კითხვა რა, რატომ მოხდა, თუ რატომ დაკარგა ჩვენმა სახელმწიფომ ტერიტორიების 20% -ი. შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება. რატომ მოხდა ისე, რომ კოდორის ხეობა ათასამდე ქართველმა მებრძოლმა, უბრძოლველად დატოვა. ვისი ბრძანებით მოხდა ეს? და მრავალი სხვა…

🔴 სიმართლის დადგენა სჭირდება ჩვენს მომავალს, სჭირდება ჩვენს ხალხს, ისტორიას. ეს სჭირდება იმ მეომრებს, რომლებიც ამ ომში დაიღუპნენ. 408 ადამიანი დააკლდა თავის ოჯახს და სამშობლოს.

🔴 დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რაც მსოფლიოში ეხლა ხდება, და რა წნეხსაც განიცდის ჩვენი ქვეყანა, რაც მეორე ფრონტის გახსნის საშიშროებას უკავშირდება, ეს კითხვები და ზოგადად კომისიის შექმნის საკითხი უფრო აქტუალური გახდა.

🔴 მე მიმაჩნია და ბევრს აქვს ასეთი მოსაზრება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი, ეს იყო დაგეგმილი ღალატი. ამ ომში ჩართულები იყვნენ ქვეყნის მოღალატეები, ჯაშუშები ვინც ეს ყველაფერი ჩაიდინა… ეს არ იყო ერთი და ორი დღის ომი, ეს იყო კარგად ნაფიქრი, რისთვისაც იყო წინასწარი მზადება.

🔴 დღეს სწორედ ის ხალხი, საქართველოს მოღალატეები ისევ აგრძელებენ იგივე რიტორიკას, რაც საქართველოს ისევ ომში ჩართვისკენ არის მიმართული. ამიტომაც, გახდა ეს საკითხი დღეს უფრო აქტუალური.

🔴 მეორე მნიშვნელოვანი თემა – ეს არის ევროპის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, საქართველოსთან მიმართებაში. რაც კიდევ უფრო აქტუალურს ხდის საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას.

🔴 სამწუხაროდ, ის ევროპარლამენტი, რომელმაც თავის დროზე მიიღო რეზოლუცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ჯარისკაცებმა დაიწყეს ომი, და დღევანდელი ევროპარლამენტი, რომელმაც ასევე, საქართველოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო სულ რამდენიმე დღის წინ, არაფრით არ განსხვავდება ერთმანეთისგან.

🔴 რატომ მივისწრაფვით ჩვენ ევროპული ღირებულებებისკენ? … რომ დავფიქრდეთ რა ღირებულება უნდა ჰქონდეს ევროპარლამენტს ამ გადაწყვტილების შემდეგ … რა იმედი და გარანტია უნდა ჰქონდეს საქართველოს მოსახლეობას, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არ იქნება გამოყენებული ორმაგი, თუ სამმაგი სტანდარტი.

🔴 ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მივმართავ უმრავლესობასაც და ყველას, ვისაც აინტერესებს ქვეყნის ბედი, რომ მათ დაუჭირონ მხარი ამ კომისიის შექმნას, რადგანაც მე დარწმუნებული ვარ, რომ კომისიის მუშაობის შედეგი იქნება ისეთი, რომელიც გამოაფხიზლებს და არ მისცემს ჩვენს მთავრობას, დღევანდელს თუ მომავალს იმის საშუალებას, რომ მსგავსი შეცდომები დაუშვან, რომ საქართველომ კიდევ დაკარგოს თავისი ტერიტორიები.

🔴 კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას, რომ ამ საკითხის ირგვლივ არსებულ ყველა კითხვას წერტილი დაესვას, რადგან ერთი ერთს ამბობს და მეორე მეორეს, უფრო სწორედ, ვისაც რა აწყობს, იმას საუბრობს.

🔴 რა თქმა უნდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა ქვეყნის საწინააღმდეგო რეზოლუციას და რა თქმა უნდა, იგი იქნება ამ კომისიის შექმნის წინააღმდეგი და გუშინწინ ევროპის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაშიც წვლილი მიუძღვის ისევ და ისევ „ნაციონალურ მოძრაობას“.

🔴 აქედან გამომდინარე, ამ საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა დღეს უფრო და უფრო აქტუალური ხდება“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*