2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები ეს იყო რეპეტიცია და გრძელდება დღესაც – ფრიდონ ინჯია

🔴 საქართველოს ტერიტორიების 20% -ის დაკარგვა თუ გადაცემა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს

🔴 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები ეს იყო რეპეტიცია და გრძელდება დღესაც – ფრიდონ ინჯია

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატების ფორმატში, კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობის შესახებ.

🔷 „მე მინდა დავუბრუნდე იმ საკითხს, რომელიც გავაჟღერეთ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.

🔷 ეს საკითხი ბოლო ორი წლის განმავლობაში რამდენჯერმე დავაყენეთ პარლამენტის ტრიბუნიდან და მედიის საშუალებით.

🔷 საზოგადებას ესაჭიროება ჭეშმარიტების დადგენა, თუ რა მოხდა რეალურად და პასუხი უნდა გაეცეს ყველა იმ კითხვას, რაც საზოგადოებას აინტერესებს. პასუხი უნდა გავცეთ ომში დაღუპული იმ 408 ადამიანის ჭირისუფალს.
არსებობს სხვადსხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, თუ კომისიების შეფასებები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მათ შორის არის ტალიავინის დასკვნა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში ამ მხრივ არსებობს სხვადასხვა ხედვა. ამიტომ, სხვადასხვა ხედვებსა თუ მოსაზრებებს წერტილი რომ დაესვას და საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა მოხდა სინამდვილეში, აუცილებელია ამ კომისიის შექმნა.

🔷 მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს, რატომ დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიის 20% – ი, შეიძლებოდა თუ არა ქვეყნისთვის ამ უდიდესი დანაკარგის თავიდან აცილება, რას ურჩევდნენ და მიუთითებდნენ იმ დროს სააკაშვილს, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები?

🔷 ვინ და რა როლი ითამაშა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი ხელშეკრულების დადებისას, ვისი ბრძანებით და რატომ დატოვა კოდორის ხეობა უბრძოლველად, 1000-ზე მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა, რა ღირებულების სამხედრო ტექნიკა ჩამოიწერა ომის შემდეგ და საერთოდ, იყო თუ არა ეს ტექნიკა და სად იყო იგი განლაგებული?

🔷 საქართველოს მხრიდან, უფლებამოსილი პირების გარდა, ვინ მონაწილეობდა გადაწყვეტილებების მიღებაში, რატომ დავტოვეთ ახალგორი, რატომ დავტოვეთ დაჭრილები და მიცვალებულები ბრძოლის ველზე? ვინ აგებს ამაზე პასუხს?

🔷 საქართველოს ტერიტორიების 20% -ი დაკარგვა, თუ გადაცემა დაუშვებელია, და ეს დაუსჯელი არ უნდა დარჩეს“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, ხომ არ ჰქონდა ადგილი სტრატეგიულ ობიექტებზე, თუ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მაგისტრალებზე დაბომბვების კორექტირებების ფაქტს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ?

🔷 „არსებობს ფაქტი, რომლის მიხედვითაც, ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კავშირგაბმულობის კაბელი, რომელიც გორში გადიოდა, და აკავშირებდა საქართველოს გარე სამყაროსთან, მოხდა მისი წერტილოვანი განადგურება რამდენჯერმე.

🔷 შეუძლებელი თავგანწირვისა და რისკის ფასად, მცხეთისა და ხაშურის სპეციალისტების დახმარებით მოხერხდა პირდაპირ ცეცხლიდან ამ კაბელის გამოტანა და სახელდახელოდ მოხდა მისი ატანა ელეტროენერგიის ბოძებზე და კავშირის აღდგენა.

🔷 რატომ მოხდა ეს მიანცდამაინც იმ ადგილას, სადაც გადიოდა გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი კაბელი? ვინ იყო ამის კოორდინატორი? ვინ მუშაობდა ამ საკითხებზე? …

🔷 მრავალი საკითხია კიდევ, რომელიც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას და ელოდება პასუხის გაცემას.
2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები ეს იყო რეპეტიცია და გრძელდება დღესაც. რომ არა დღევანდელი ხელისუფლება, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ისეთი მდგომარეობა იქნებოდა, როგორიც ეხლა უკრაინის ბევრ ქალაქშია.

🔷 საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ რიტორიკით დღეს გამოდის ისევ ის ხალხი, ვინც დაიწყო 2008 წლის აგვისტოს ომი და ამას წერტილი უნდა დაესვას“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*