2008 წლის ომის ყველა ასპექტის გამოძიება და კითხვებზე პასუხების გაცემა იქნება გაკვეთილი შემდგომი ხელისუფლებებისთვისაც, რომ ღალატი აღარ განმეორდეს – ფრიდონ ინჯია

🔴 2008 წლის ომის ყველა ასპექტის გამოძიება და კითხვებზე პასუხების გაცემა იქნება გაკვეთილი შემდგომი ხელისუფლებებისთვისაც, რომ ღალატი აღარ განმეორდეს – ფრიდონ ინჯია

🔴 2008 წლის აგვისტოს ომის ყველა ასპექტის გამოძიება საჭიროა საქართველოს მომავალი ისტორიისთვის და საზოგადოებისთვის, როგორც მაგალითი იმისა, რომ მსგავსი შეცდომები, ან წინასწარ დაგეგმილი ღალატი აღარ განმეორდეს, და ეს იყოს გაკვეთილი ყველა შემდგომი ხელისუფლებისთვისაც.

🔶 ამის თაობაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია POS TV-ს გადაცემა „პოსტანალიტიკაში“ განაცხადა.

🔶 „ევროპელი სოციალისტები“ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამოვიდნენ ინიციატივით აგვისტოს ომთან დაკავშირებით საპროკურორო გამოძიების დაწყებისა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე.
„ის ფაქტი, რომ დავკარგეთ საქართველოს ტერიტორიების 20%, შემთხვევითი არ არის, და ამაზე ხომ აგებს ვიღაც პასუხს? შემთხვევითი არ არის, რომ 1000-ზე მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა, რომლებიც კოდორის ხეობაში იყვნენ, უბრძოლველად მიატოვეს ყველაფერი. ვიღაცამ ხომ გასცა ამის ბრძანება? კითხვები არსებობს იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ ხდებოდა კორექტირება ქვემეხებისა და თვითმფრინავების, თუ რა ობიექტები გაენადგურებინათ საქართველოს ტერიტორიაზე.
ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ერთი დღის შემოქმედება არ იყო. ეს იყო თვეების შემოქმედება, სადაც ყველაფერი იყო დაგეგმილი როგორც რუსეთის მხრიდან, ისე საქართველოს მხრიდან. მე მინდა პასუხი მივიღო! მე მინდა დადგინდეს ყველაფერი – ვინ, როგორ და რას აკეთებდა“, – ხაზგასმით აღნიშნა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 მან 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივ ხელშეკრულებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უნდა გაირკვეს, ვის რა როლი აქვს დოკუმენტის ამ ფორმით მიღებაში.
„პასუხი უნდა გაეცეს:
• როგორი იყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი ხელშეკრულების პროექტი, როგორ იქნა იგი მიღებული, და ვის რა როლი აქვს ამაში;
• რა გამოიწვია ამ ხელშეკრულებამ;
• იყო თუ არა შესაძლებელი თავიდან აგვეცილებინა ტერიტორიების დაკარგვა, და რა იყო ამისთვის საჭირო
• რატომ მოხდა ასე, ხომ შეიძლებოდა სხვანაირად გადაწყვეტილიყო?“, – აღნიშნა ინჯიამ.

🔶 მოსახლეობის გათვითცნობიერების საჭიროებასა და ხელმოწერების შეგროვებაზე მან აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის გამოძიების აუცილებლობა დღეს უფრო აქტუალურად დგას, ვიდრე წელიწადნახევრის წინ, როდესაც „ევროპელი სოციალისტები“ ამ საკითხს პარლამენტის ტრიბუნიდან და სხვადასხვა მედიასაშუალებით მოითხოვდნენ, რადგან ხელისუფლება აქტიურად საუბრობს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხის თაობაზე.

🔶 „14 წელი გავიდა, ბევრს ავიწყდება… პროკურატურაში ძალიან ბევრი საქმეა თაროზე შემოდებული, და ამაზე კონტროლი არ არის, ისინი ჩამოსაღებია, და კანონი უნდა კანონობდეს. კანონის უზენაესობის მაგალითი უნდა ვაჩვენოთ, თუნდაც ევროპას… კიდევ ვიმეორებ – 2008 წლის აგვისტოს მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს. მით უმეტეს ახლა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად აცხადებენ მეორე ფრონტის საშიშროებაზე. როდესაც მიდის დაჟინებული საუბარი, რომ საქართველომ მკაფიო პოზიცია უნდა დაიკავოს, ეს უკვე 2008 წლის გაგრძელებაა … გავავლოთ პარალელი იმ დროინდელ მოვლენებთან… საქართველოს ცენტრალური მაგისტრალიდან 150 მეტრში დგას რუსეთის ჯარი. წარმოგიდგენიათ, რა საშიშროების წინაშე ვართ? ყველა გაუაზრებელმა ქმედებამ შეიძლება საქართველოს მთლიანად დაკარგა გამოიწვიოს. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ – 69 000 კმ2 იყო და დაგვრჩა 43 000 კმ2 . ჩვენ უკან დასახევი არ გვაქვს, არ გვაქვს ტერიტორიები, რომ ასე თავისუფლად დავარიგოთ და მოვიშოროთ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ და ხელისუფლებას მაქსიმალური სიფრთხილისკენ და სიმტკიცისკენ მოუწოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*