2008 წელს საქართველოს ელჩი რუსეთში ეროსი კიწმარიშვილი ცდილობდა სააკაშვილი გადაერწმუნებინა და თავიდან აერიდებინა ომი, მაგრამ ვერ შეაგნებინა – ფრიდონ ინჯია

17.02.22

📍 2008 წელს საქართველოს ელჩი რუსეთში ეროსი კიწმარიშვილი ცდილობდა სააკაშვილი გადაერწმუნებინა და თავიდან აერიდებინა ომი, მაგრამ ვერ შეაგნებინა – ფრიდონ ინჯია

🔹 რომ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველო 2008 წელს თავიდან აირიდებდა ომსა და ტერიტორიების დაკარგვას. ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ პირდაპირი ეთერით განაცხადა უკრაინის პროკურატურის მიერ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე საუბრისას. როგორც ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, დღეს ზედმეტად არის წამოწეული მიხეილ სააკაშვილის თემა, რადგან ის არის „მთავარი მოქმედი პირი იმ უბედურებაში, რაც საქართვლოს 2008 წელს დაატყდა თავს“.

🔹 „ჩვენ ზედმეტად ვწევთ ამ საკითხს, რაც სააკაშვილს შეეხება. ადამიანმა, რომელმაც უბედურება, რაც დღეს საქართველოშია, 2008 წელს დაატეხა თავს ქვეყანას და ის მთავარი მოქმედი პირია. რაც შეეხება უკრაინამ ცნო თუ არა ის დაზარალებულად, მანამდე ჯობდა ენახა, რომ ის ძებნილია საქართველოს მიერ, და მისჯილიც ჰქონდა. როგორ არის ეს – ის ვერ ნახეს და ახლა ნახეს, რომ თითქოს და დაირღვა სააკაშვილის რაიმე უფლებები? თუ არის დარღვეული, სააკაშვილთან შედარებით 9500 პატიმრის უფლებებია დარღვეული, და ეს არავის ახსოვს. დღეს არ არის სატელევიზიო არხი, რომ არ კითხულობდეს – როგორ არის სააკაშვილის ჯანმრთელობა, რა ჭამა, რა სვა, როგორ ეძინა… ამას აკეთებს ის ხალხი, რომელსაც დავალებული აქვს ამის გაკეთება“, – განაცხადა დეპუტატმა.

🔹 ჟურნალისტის შეკითხვაზე – რომ არა სააკაშვილი, ომი და ტერიტორიების დაკარგვა ასცდებოდა საქართველოს, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა: „1000%-ით! მაშინ საქართველოს ელჩი რუსეთში იყო ეროსი კიწმარიშვილი. ის ჩამოვიდა საქართველოში, დაახლოებით 15-20 დღით ადრე, მივიდა სააკაშვილთან და უთხრა, რომ არის დიდი საფრთხე და ნუ გავბედავთ, ნუ ვიზამთ იმას, რაც სააკაშვილს ჩაფიქრებული ჰქონდა. სააკაშვილიდან გამოსული ის ჩემთან მოვიდა, ჩვენ ვმეგობრობდით ბოლო პერიოდში, ძალიან ახლოს ვიყავით. ჩვენთან ერთად კიდევ ორი პიროვნება იყო, თუმცა, არ მინდა მათი გვარები დავასახელო… ეროსი კიწმარიშვილი შეშფოთებული იყო, არ იცოდა, რა ექნა, ლამის ტიროდა ადამიანი და ამბობდა, რომ ასე აქვს გადაწყვეტილი და დავიღუპებითო… პირველად ვამბობ ამას… ლამის, ცახცახებდა, ამას აპირებს და ვერაფრით შევაგნებინეო. მას ინფორმაცია ჰქონდა, ელჩი იყო და ფლობდა ინფორმაციას, ჩამოვიდა მოსკოვიდან, რომ ეს არ გაეკეთებინა სააკაშვილს, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*