ყოველთვიური არქივები: აგვისტო2022

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის შესრულება საქართველოს პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება – ფრიდონ ინჯია

👉 „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონის შესრულება საქართველოს პირობებში, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება“.

👉 „ეს კანონი ზღუდავს ადამიანის უფლებებს“.

👉 „მსგავსი კანონი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში მიღებული არ არის, პირველ რიგში, ევროპის ქვეყნებში, სადაც ძალიან გვინდა მოვხვდეთ და ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“.

🔹 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების მიზნით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წინაშე განაცხადა.

🔹 სხდომაზე, როგორც საბაზისო დოკუმენტი, განხილული იყო დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინაში მიღებული კანონი.

🔹 გაწერილი გეგმის მიხედვით, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2022 წლის 5 ოქტომბრისა, ხოლო კანონის მიღება – არაუგვიანეს 2022 წლის 29 ნოემბრისა.

ფრიდონ ინჯია გამოდის ინიციატივით, პარლამენტმა შეიმუშაოს კანონპროექტი, რითაც საქართველოს ხელისუფლებას „სხვა სახელმწიფოების ჩარევისგან დაიცავს“

👉 ფრიდონ ინჯია გამოდის ინიციატივით, პარლამენტმა შეიმუშაოს კანონპროექტი, რითაც საქართველოს ხელისუფლებას „სხვა სახელმწიფოების ჩარევისგან დაიცავს“

🔹️„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია გამოდის ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს კანონპროექტს, რითაც საქართველოს ხელისუფლებას „სხვა სახელმწიფოების ჩარევისგან დაიცავს“.შესაბამისი წინადადება ინჯიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააჟღერა.

🔹 ️„12 რეკომენდაციაში არსად წერია, რომ კანონები უნდა მივიღოთ. ის, რომ სასამართლო სისტემა იყოს უფრო დახვეწილი და სხვა ბევრი რამ, ჩვეულებრივი საკითხებია, რაც უნდა გავაკეთოთ. თუ ასეა, მაშინ ერთი სამუშაო ჯგუფიც უნდა შეიქმნას, რომელიც მოამზადებს კანონპროექტს, რითაც ჩვენს ხელისუფლებას დაიცავს გარე, სხვა სახელმწიფოების ჩარევისგან, მიუხედავად იმისა, ვთვლით თუ არა მათ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოდ. ასეთი ჯგუფი კარგი იქნებოდა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹️ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 5 სამუშაო ჯგუფის შექმნაზე მსჯელობს, რომლის მიზანიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაწესებული რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობაა.

📎https://www.interpressnews.ge/ka/article/721817-pridon-injia-gamodis-iniciativit-parlamentma-sheimushaos-kanonproekti-ritac-sakartvelos-xelisuplebas-sxva-saxelmcipoebis-charevisgan-daicavs