ავთანდილ ენუქიძის განცხადება ბიუროს სხდომაზე “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის ვიცე- სპიკერის, საპარლამემტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტების” წევრის ავთანდილ ენუქიძის განცხადება ბიუროს სხდომაზე “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით

დეოლიგარქიზაციის საკითხი არის ხელოვნურად შემოტანილი ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში ვიწრო პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით პარლამენტში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა

👉„დეოლიგარქიზაციის საკითხი არის ხელოვნურად შემოტანილი ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში, ვიწრო პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად.“ – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, პარლამენტში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.

🔹სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პერიოდულად გაიმართება და იგი ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული პროცესის ერთ-ერთი ნაწილია.

🔹 დღევანდელი შეხვედრა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის შემუშავების მიზნით გაიმართა.

🔹 შეხვედრაზე ნიმუშის სახით წარდგენილი იყო უკრაინაში მოქმედი კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ.

🔹 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, საქართველოსთვის სრულიად დაუშვებელია ისეთი კანონის მიღება, რომლის თანახმად ოლიგარქის სტატუს მინიჭებულ პირს სასამართლოში გასაჩივრების უფლება არ აქვს.

🔹 „ვამბობთ, რომ დეოლიგარქიზაცია პრაქტიკააო, ეს პრაქტიკა არ არის. ამის გამოცდილება არ არსებობს. ეს არ არის არც ერთ ევროპულ ქვეყანაში. მე მიმაჩნია, რომ დეოლიგარქიზაცია არის ზედმეტი და გარკვეულ წილად ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებსაც ეხება“, – განაცხადა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მისი თქმით, ოლიგარქად, მას მიაჩნია პიროვნება, რომელმაც „სახელმწიფო სახსრებიდან უკანონოდ მიიღო შემოსავალი და ამით გამდიდრდა. მაგალითისთვის, არაკანონიერად, ან მიკერძოებულად ჩატარდა ტენდერი, ან სათანადოდ არ მოქმედებდა ანტიმონოპოლიური კანონი, ან ამ პიროვნებას არ ჰქონდა საკუთარი ქონება აღწერილი სრულად და რაღაც გადამალა, ან ბოროტად გამოიყენა თავისი თანამდებობრივი მდგომარეობა და გავლენები. სწორედ ეს ყველაფერი ერთობლიობაში შეიძლება იყოს ოლიგარქის განმარტება“.

🔹 ხოლო, ფრიდონ ინჯიას აზრით, თუ პიროვნებამ თანხები იშოვა ჯანსაღი კონკურენციის საფუძველზე, ნორმალური ანტიმონოპოლიური კანონის სრული დაცვით, ასეთ შემთხევაში, არასწორია პიროვნებას უწოდო ოლიგარქი და მისი ქმედებები შეაფასო უკანონოდ. ამასთანავე, საკუთარი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დაცვის საშუალებაც კი არ მისცე სასამართლოში.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვანია მიღებული კანონების სრულყოფილად შესრულება.

🔹 „ჩვენ თითქმის ყველა კანონი გავქვს მიღებული რაც ამერიკაშია, რაც გერმანიაში ან ევროპის სხვა სახელმწიფოებშია, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია მისი შესრულება და სწორედ ამ ნაწილში გვაქვს ჩვენ პრობლემა, რაც იმაში გამოიხატება, რომ რეალურად კანონები არ სრულდება. კანონები არ სრულდება სხვადასხვა მხრიდან, ან პროკურატურის მხრიდან არ არის სრული კონტროლი, ან ჩვენი, პარლამენტის მხრიდან. მაგალითისთვის, როდესაც მინისტრი მოდის პარლამენტში, მას შეუძლია უპასუხოს კითხვების ნაწილს, ნაწილს შეუძლია საერთოდ არ უპასუხოს და ასე დატოვოს პარლამენტი და ამით არაფერი არ იცვლება, იმიტომ, რომ არ არის სათანადო კონტროლი. კონტროლი არ არის ასევე ანტიმონოპოლიური კანონის შესრულებასთან დაკავშირებით. თავის ადგილზე უნდა იდგეს ანტიმონოპოლიური სამსახური, პროკურატურა, სასამართლო. სასამართლოში წლების განმავლობაში მიდის პროცესი. შეიძლება 5 წელი გაიწელოს პროცესი და ამ ხნის განმავლობაში შეიძლება გარდაიცვალოს ადამიანი და საკითხმა დაკარგოს თავისი აქტუალურობა. მრავალი სხვა ასეთი კანონია, რომელიც ქვეყანას სჭირდება ფუნქციონირებისთვის“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის თქმით, ახლა ვაპირებთ, რომ საფუძვლად ავიღოთ უკრაინის კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, მაშინ როცა, არც ერთ ქვეყანას ანალოგიური კანონის მოქმედების არანაირი გამოცდილება არ აქვს.

🔹 ფრიდონ ინჯია არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სწორედ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებამ განაპირობა. დეპუტატის განცხადებით, „უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება და, სხვათა შორის, ამ პოლიტიკურ ნაწილში მოაყოლეს საქართველო, რომლის მიმართ სხვა პოლიტიკური წნეხი ხორციელდება.“

🔹 ფრიდონ ინჯიას თქმით, თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალური წერილით მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს და სთხოვა განმარტებები ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში და მათ შორის, განსაკურებით ხაზი გაუსვა საკითხს დეოლიგარქიზაციის ცნების დაკონკრეტების შესახებ.

🔹 “პრემიერმა მისწერა ევროკომისიის პრეზიდენტს დაგვიზუსტეთ გარკვეული საკითხებიო… გამოდის, რომ საქართველოში არც პარლამენტია, არც მთავრობა, არც სასამართლოა და არც არავინ. აქ არის მარტო ერთი ივანიშვილი და ოპოზიცია … ჩვენ ჩვენი თავის პატივისცემა უნდა გვქონდეს, პირველ რიგში, რომ დავდგეთ იმ დონეზე, რომ ვიყოთ მართლაც მოსახლეობის რჩეული და ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები“,- დასძინა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფი“ აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო კანონშემოქმედებით საქმიანობაში, მათ შორის, აქტიურად იქნება ჩართული სხვადსხვა საპარლამენტო სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, მაგრამ პოლიტიკური ჯგუფი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ისეთი კანონის მიღებას, რომელიც ანტიკონსტიტუციურია, ლახავს ადამიანის უფლებებს. დაუშვებელია ნებისმიერი კანონის მიღება სხვისი მოთხოვნით, ზეწოლით ან დაძალებით, და ასეთ ქმედებებს ჩვენი პოლიტიკური ძალა ყოველთვის წინ აღუდგება.“

ავთანდილ ენუქიძე თვლის, რომ არასწორია უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადება

🔹 საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ ერთერთი ლიდერი ავთანდილ ენუქიძე თვლის, რომ არასწორია უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადება, იმის შესახებ, რომ საქართველოს გავლით ხდება კონტრაბანდული ტვირთის გატარება რუსეთის ფედერაციაში, მაშინ, როცა უკრაინას ხელისუფლებაში ჰყავს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ძებნილი პირი.
🔹 ამის შესახებ ავთანდილ ენუქიძემ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
🔹 „რატომ არ სვამთ კითხვებს, რომ უკრაინას ხელისუფლებაში ჰყავს ძებნილი საქართველოს სახელმწიფოს მიერ. საინტერესოა, რატომ არ ისმევა ეს კითხვა საქართველოში ჟურნალისტების მიერ? არასწორი განცხადებაა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან კონტრაბანდული ტვირთის გატარების შესახებ, როცა უკრაინას ადეიშვილი ჰყავს შიგნით ხელისუფლებაში. აი, ამაზე გაგვცენ პასუხი“.
🔹 „მეგობრობა ვიცი მე ერთნაირი. თუ მეგობრები ვართ, ყველაფერში მეგობრები უნდა ვიყოთ, ძებნილები რომ ჰყავთ თანამდებობაზე. სააკაშვილი ციხეში რომ არ იჯდეს ცოტა ხანში პრეზიდენტად გახდიდნენ. ეს არის სიმართლე.“ – აღნიშნა ავთანდილ ენუქიძემ.

შინაგან საქმეთა სამინიტრო უსაფრთოხების თავლსაზრისით ერთ-ერთი ფუნდამენტია სახელმწიფოსთვის – ფრიდონ ინჯია

👉 შინაგან საქმეთა სამინიტრო უსაფრთოხების თავლსაზრისით ერთ-ერთი ფუნდამენტია სახელმწიფოსთვის – ფრიდონ ინჯია.
🔹 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელის სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ განაცხადა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინიტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.
🔹 „იქედან გამომდინარე რომ თქვენს უწყებაში შედის საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინიტრო უსაფრთოხების თავლსაზრისით ერთ-ერთი ფუნდამენტია სახელმწიფოსთვის და საეროდ, მე მიმაჩნია, რომ შსს უწყება ქვეყნის სახეა“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ შინაგან საქმეთა მინისტრს შემდეგი კითხვებით მიმართა: როგორია პოლიციელების სოციალური პაკეტი, რამდენად შეესაბამება იგი დღევანდელ მდგომარეობას და ამ მხრივ ხდება თუ არა სოციალური დახმარების კორექტირება?
🔹 ხომ არ არსებობს რაიმე სახის სტატისტიკა ნარკომანებთან დაკავშირებით და როგორია მისი ტენდენცია?
🔹 მიგაჩნიათ თუ არა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში უნდა იყოს მუხლი ცილისწამების, დეზინფორმაციის გავრცელებისა და ქვეყნის ღალატის შესახებ?
🔹 რამდენად მიგაჩნიათ თქვენ სწორად, იქიდან გამოდინარე რომ უშიშროების საბჭოს მდივანი და წევრი ბრძანდებით, რომ კანონით იყოს შემოღებული 6 თვიანი აუცილებელი გაწვევა ჯარში, ისე, რომ არავის არ ჰქონდეს არავითარი შეღავათები.
🔹 რამდენად ეს იქნება მისაღები და დაარეგულირებს თუ არა დღეს არსებულ ვითარებას, მხედველობაში მაქვს – ალტერნატიული გზები. კერძოდ, შეღავათები და სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტები.

2008 წელს საქართველოს ელჩი რუსეთში ეროსი კიწმარიშვილი ცდილობდა სააკაშვილი გადაერწმუნებინა და თავიდან აერიდებინა ომი, მაგრამ ვერ შეაგნებინა – ფრიდონ ინჯია

17.02.22

📍 2008 წელს საქართველოს ელჩი რუსეთში ეროსი კიწმარიშვილი ცდილობდა სააკაშვილი გადაერწმუნებინა და თავიდან აერიდებინა ომი, მაგრამ ვერ შეაგნებინა – ფრიდონ ინჯია

🔹 რომ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველო 2008 წელს თავიდან აირიდებდა ომსა და ტერიტორიების დაკარგვას. ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ პირდაპირი ეთერით განაცხადა უკრაინის პროკურატურის მიერ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე საუბრისას. როგორც ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, დღეს ზედმეტად არის წამოწეული მიხეილ სააკაშვილის თემა, რადგან ის არის „მთავარი მოქმედი პირი იმ უბედურებაში, რაც საქართვლოს 2008 წელს დაატყდა თავს“.

🔹 „ჩვენ ზედმეტად ვწევთ ამ საკითხს, რაც სააკაშვილს შეეხება. ადამიანმა, რომელმაც უბედურება, რაც დღეს საქართველოშია, 2008 წელს დაატეხა თავს ქვეყანას და ის მთავარი მოქმედი პირია. რაც შეეხება უკრაინამ ცნო თუ არა ის დაზარალებულად, მანამდე ჯობდა ენახა, რომ ის ძებნილია საქართველოს მიერ, და მისჯილიც ჰქონდა. როგორ არის ეს – ის ვერ ნახეს და ახლა ნახეს, რომ თითქოს და დაირღვა სააკაშვილის რაიმე უფლებები? თუ არის დარღვეული, სააკაშვილთან შედარებით 9500 პატიმრის უფლებებია დარღვეული, და ეს არავის ახსოვს. დღეს არ არის სატელევიზიო არხი, რომ არ კითხულობდეს – როგორ არის სააკაშვილის ჯანმრთელობა, რა ჭამა, რა სვა, როგორ ეძინა… ამას აკეთებს ის ხალხი, რომელსაც დავალებული აქვს ამის გაკეთება“, – განაცხადა დეპუტატმა.

🔹 ჟურნალისტის შეკითხვაზე – რომ არა სააკაშვილი, ომი და ტერიტორიების დაკარგვა ასცდებოდა საქართველოს, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა: „1000%-ით! მაშინ საქართველოს ელჩი რუსეთში იყო ეროსი კიწმარიშვილი. ის ჩამოვიდა საქართველოში, დაახლოებით 15-20 დღით ადრე, მივიდა სააკაშვილთან და უთხრა, რომ არის დიდი საფრთხე და ნუ გავბედავთ, ნუ ვიზამთ იმას, რაც სააკაშვილს ჩაფიქრებული ჰქონდა. სააკაშვილიდან გამოსული ის ჩემთან მოვიდა, ჩვენ ვმეგობრობდით ბოლო პერიოდში, ძალიან ახლოს ვიყავით. ჩვენთან ერთად კიდევ ორი პიროვნება იყო, თუმცა, არ მინდა მათი გვარები დავასახელო… ეროსი კიწმარიშვილი შეშფოთებული იყო, არ იცოდა, რა ექნა, ლამის ტიროდა ადამიანი და ამბობდა, რომ ასე აქვს გადაწყვეტილი და დავიღუპებითო… პირველად ვამბობ ამას… ლამის, ცახცახებდა, ამას აპირებს და ვერაფრით შევაგნებინეო. მას ინფორმაცია ჰქონდა, ელჩი იყო და ფლობდა ინფორმაციას, ჩამოვიდა მოსკოვიდან, რომ ეს არ გაეკეთებინა სააკაშვილს, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.