Category Archives: სიახლეები

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ავთანდილ ენუქიძის გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც 2021 წლის საქმიანობის ანგარიშით საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წარსდგა

თქვენ როდესაც ლაპარაკობთ, რომ უნდა რცხვენოდეს პრემიერს, ყველას და თქვენც გრცხვენიათ, რომ დღეს ჩვენ ომში არ ვართ, მაინტერესებს, რატომ უნდა მრცხვენოდეს? თქვენ უკან ვინც დგას, მარტო მათთვის არის დემოკრატია? მე არ მაქვს სიტყვის უფლება? – ასე მიმართა „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ავთანდილ ენუქიძემ პარლამენტში სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას.

მისივე თქმით, უფლებები მხოლოდ სახალხო დამცველს არ აქვს.

„თქვენ გააკეთეთ განცხადება, რომ სირცხვილია და გრცხვენიათ იმ ხალხის, ვინც არ ეთანხმება მთავრობას სანქციებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით. მე ამ მთავრობის არ ვარ და თუ გინდათ, აქვე ხმამაღლა ვიტყვი უამრავ საკადრო შეცდომაზე, რაც მთავრობას აქვს, მაგრამ როდესაც ლაპარაკობთ, რომ უნდა რცხვენოდეს პრემიერს, ყველას და თქვენც გრცხვენიათ, რომ დღეს ჩვენ ომში არ ვართ – შესაძლოა, პირდაპირ სიტყვებში შემედავოთ, მაგრამ რასაც თქვენ ამბობთ, ომს იწვევდა ზუსტად – მაინტერესებს, რატომ უნდა მრცხვენოდეს? თქვენ უკან ვინც დგას, მარტო მათთვის არის დემოკრატია და ისინი რასაც იტყვიან, ისე უნდა იყოს? მე არ მაქვს სიტყვის უფლება? ამიხსენით, რატომ უნდა მრცხვენოდეს? ყველასთვის სირცხვილიაო, დააყოლეთ წეღან. სულაც არ მრცხვენია. ჯერჯერობით, ამ მთავრობამ მიაღწია, რომ როგორმე კლანჭი არ გამოსდო რუსეთმა და რამეში არ ჩაგვრთეს, არ ჩაგვითრიეს. ამაში დიდი მადლობა.

მე არ ვიცინოდი, როდესაც თქვენ ლაპარაკობდით. თქვენ გეცინებათ, რადგან ეტყობა, დიდი პოლიტიკისთვის გამზადებენ. თუ თქვენ გაქვთ უფლებები, მგონი, დეპუტატებსაც გვაქვს უფლებები. ეტყობა, თქვენ რაღაცისთვის გამზადებენ, ცოტა ხანში, ალბათ, ლიდერად გნახავთ რომელიმე პარტიაში, რადგან პირველად ვნახე, ადამიანი მიდიოდეს თანამდებობიდან და ასეთი აგრესიით იყოს განწყობილი“, – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.

ფრიდონ ინჯიას შეკითხვები საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას

📍საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას შეკითხვები საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას.

🔹 ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 2021 წლის საქმიანობის ანგარიშით წარსდგა.

ფრიდონ ინჯიამ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოში სახელმწიფო და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციით თანახმად, სახელმწიფოს განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, თავის გამოსვლაში ისაუბრა საქართველოში სახელმწიფო და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება.

🔹 დეპუტატმა მოუწოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრს, ასევე, მთავრობის წევრებს, რომ სახელწიფომ იფიქროს სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგო და სხვა ობიექტების გამოსყიდვის შესახებ, რომლებიც თავის დროზე კაპიკებში გაიყიდა.

🔹 საქართველოს პარლამენტმა 6 ოქტომბერს „მინისტრის საათის“ ფორმატში, ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრს ლევან დავითაშვილს მოუსმინა.

🔹 „ენერგეტიკა სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტია. შევასრულოთ ქვეყნის მთავარი კანონი – კონსტიტუცია, რითაც სახელმწიფოს ექნება ამ ობიექტის მართვის უფლება და ამით გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტი“.

🔹 „თქვენ წარმოგიდგენიათ, გესები, რომლებიც საქართველოშია, რომ იყოს სახელმწიფოს საკუთრებაში, რა შემოსავალი ექნება ქვეყანას? უფრო მეტიც, მე პირადად, სახელმწიფოს მართვაში დამატებით შევიტანდი ისეთ სტრუქტურებს და საწარმოებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მაგალითისთვის, საწარმო, რომელიც აწარმოებს სამხედრო მრეწველობის საქონელს და უნდა გითხრათ, რომ საქართველოში სამხედრო მრეწველობის ტრადიცია თავის დროზე მაღალი იყო. გამოვიყენოთ ეს, რათა გაიზარდოს ქვეყნის ბიუჯეტი.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ენერგეტიკის სფეროში არსებულ მონოპოლიზმზე, რაც მისი თქმით, არ იძლევა კონკურენციის საშუალებას და შესაბამისად, მოსახლეობას არ აქვს ალტერნატიული გზა, შეღავათიან ფასში მიიღოს ელექტროენერგია, თუ ბუნებრივი აირი.

🔹 „საქართველოში მხოლოდ „თელასი“ (სააქციო საზოგადოება „თელასი“) და მხოლოდ „სოკარია“ (“სოკარ ენერჯი ჯორჯია” ). მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ალტერნატიული საშუალება, საიდანაც მიიღებს, როგორც ელექტრო ენერგიას, ასევე, ბუნებრივ აირს“.

🔹 „ამიტომ, ეს საკითხი გადასაწყვეტია, რადგან როცა დემონოპოლიზირებული იქნება დარგი და იქნება კონკურენცია, დამერწმუნეთ, ფასები იქნება გაცილებით ნაკლები“.

🔹 „შექმენით ერთი სახელწიფო საწარმო, რომელიც გაყიდის გაზს. შეღავათიან ფასებში ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ გარკვეული ოდენობა ბუნებრივი აირი. ამით კი, უკვე იქნება კონკურენცია და მოსახლეობას მიეცემა გარკვეული შეღავათი“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹დეპუტატმა თავის გამოსვლაში ასევე, ისაუბრა ქვეყნისთვის ისეთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიულ დარგის შესახებ, როგორიც არის ავიაცია.

🔹 „ავიაცია უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული დარგია, განსაკუთრებით ამ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში. მივიღოთ კანონი, რომელიც დაარეგულირებს ამ სფეროს და სახელმწიფოს ხელში იქნება ეს უმნიშვნელოვანესი დარგი“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹დეპუტატმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს მარიამ ქვრივიშვილს ტურიზმის სფეროში მიღწეული წარმატებების გამო და აღნიშნა, რომ ამ მიღწევებს ხედავენ როგორც საქართველოში, ამის აღიარება ასევე, მოხდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

„ნაციონალური მოძრაობას“ არ აქვს მომავალი

🔹 „ნაციონალური მოძრაობას“ არ აქვს მომავალი;

🔹 მე იმედი მაქვს, რომ ეს გარდამავალი პერიოდი იქნება დაძლეული და საქართველოში მეორე ფრონტის ხაზი არ გაიხსნება.

🔹 ეს ომი არა მგონია მალე დამთავრდეს, იმიტომ, რომ არის ინტერსები მისი , გაგრძელების, მაგრამ ყველა ომი მთავრდება და ზუსტად ამ დროს მოხდება პოლიტიკური ცენტრების თავიდან გადანაწილდება.

🔹 მე ვფიქრობ, რომ იქნება მრავალპოლუსიანი პოლიტიკური ცენტრები. რადგან ასეთია კანონზომიერება.

ფრიდონ ინჯია მიესალმება „ქართული ოცნების“ რიგებიდან ცალკეული დეპუტატების გასვლის ფაქტს

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიესალმება „ქართული ოცნების“ რიგებიდან ცალკეული დეპუტატების გასვლის ფაქტს.
როგორც მან ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, ამით, ეს ადამიანები წინ აღუდგნენ გარედან ზეწოლას, ამ გადაწყვეტილებით მათ გაჯანსაღებისკენ მიყავთ საპარლამენტო გუნდი, სპექტრი, სადაც სხვადასხვა პარტიები არიან.

🔹 „ის ფაქტი, რომ ცალკეული დეპუტატები გამოეყვნენ „ქართული ოცნების“ რიგებს და შეუძლიათ ხმამაღლა ისაუბრონ გარკვეულ თემებზე, ეს ალბათ მისასალმებელია და საჭიროა საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის აზრით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან არის გარკვეული მნიშნელოვანი საკითხები, რომლებიც საჭიროებს დახვეწას იმისათვის, რომ საქართველო იყოს მართლაც დემოკრატიული სახელმწიფო.

🔹 „ევროკომისიის 12 რეკომენდაცია რომც არ ყოფილიყო, გარკვეული საკითხების დახვეწა, ისედაც იდგა დღის წესრიგში. მაგალითად, როგორიც არის საარჩევნო კოდექსი და ასე შემდეგ“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ.

🔹 „მე მიმაჩნია, რომ არავითარი მსგავსი კანონი მისაღები არ არის, თუ კი ქვეყანაში იქნება კანონის უზენაესობა და კანონი ყველასთვის იქნება ერთი. ასეთ შემთხვევაში, მსგავსი კანონის მიღება არ იქნება საჭირო“,- განაცხადა დეპუტატმა.

🔹 დეპუტატის მოსაზრებით, რადიკალურმა ოპოზიციამ ევროკავშირის გარკვეულ წრეებთან ერთად მოამზადა ისეთი კითხვარი, ისეთი დავალება, რომლის შესრულება შეუძლებელია. მაგალითისთვის, ასეთია პუნქტი დეპოლარიზაციის შესახებ.

🔹 ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად შესაცვლელია საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი, ფრიდონ ინჯიამ უპასუხა, რომ ეს უნდა გადაწყვიტოს ხალხმა, როცა მოვა არჩევნები.

🔹„მიმაჩნია, რომ დღეს არსებული პოლიტიკური ვითარება ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ, რისთვისაც მან ყველა გზას უნდა მიმართოს, ეს იქნება დიპლომატიური, თუ სხვა“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.