Category Archives: სიახლეები

უცხოეთში მცხოვრობი ქართული დიასპორა არის საქართველოს ინტელექტუალური, დემოგრაფიული და ფინანსური სიმდიდრე

📍„უცხოეთში მცხოვრობი ქართული დიასპორა არის საქართველოს ინტელექტუალური, დემოგრაფიული და ფინანსური სიმდიდრე“

🔹 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მიგრაციისა და თანამედროვე მიგრაციული პროცესების შესახებ იმსჯელეს.

🔹 კომიტეტის სხდომაზე, მიგრაციული კვლევები და დიასპორული ინვესტიციების მოზიდვა – განხორციელების ხელშეწყობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა მომხსენებელმა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროგრამის კოორდინატორმა – ნათია კვიციანმა.

🔹 ფრიდონ ინჯია თვლის, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია საზღვარგარეთ სხავადასხვა ქვეყნებში არსებული დიასპორის სისტემატიზაცია – ანალიზი, მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

🔹 „ერთი მილიონამდე საქართველოს მოქალაქე არის რუსეთში, ალბათ სხვა ქვეყნებში იქნებიან კიდევ დაახლოებით 500 ათასი. აი, დანარჩენი სად დაგვეკარგა? ეს საინტერესოა და საერთოდ მე მიმაჩნია, რომ ასეთი მოძიება ქართველების, ქართველების გვარის ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ არის აუცილებლი მათი სისტემატიზაცია. თუ რას აკეთებენ ისინი, რა ბიზნესი აქვთ, სად ცხოვრობენ? ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოხდეს ანალიზი, თუ რაში შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენ მათი შესაძლებლობები. რა მაქვს მხედველობაში და საითკენ მივდივარ? ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ არის ჩვენი სიმდიდრე. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ამ ფაილებში ყოფილიყო ანალიზი ქვეყნების მიხედვით. მე მხედველობაში მაქვს ის, რომ მათი ცოდნა გამოვიყენოთ ჩვენს ქვეყანაში. გამოვიყენოთ მათი კაპიტალი“, – განაცხადა კომიტეტის სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔹 „ქართველებს ჩვენ ძალიან გვჭირდება, რომ როგორმე ფეხზე დავდგეთ. კვლავ იმ დიასპორით, მათი საქმეებით, ექიმებით, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებით და ძალიან კარგი იქნებოდა თუკი, ამ ფაილებში იქნებოდა სისტემატიზირებული ინფორმაციები ქვეყნების მიხედვით. ეს იქნებოდა ძალიან საინტერესო“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის აზრით, აუცილებელია, კომიტეტთან ერთად მაქსიმალური მუშაობა დიასპორის მოზიდვის მიმართულებით.

🔹 ფრიდონ ინჯიამ იმედი გამოთქვა, რომ დიასპორის კომიტეტის მხრიდან ეს საკითხი მხარდაჭერილი იქნება.

ოპოზიციის ნაწილს სურს საქართველო ომში ჩართოს და კავკასიაში ფრონტის მეორე ხაზი გახსნას – ფრიდონ ინჯია

🔹 ოპოზიციის ნაწილს სურს საქართველო ომში ჩართოს და კავკასიაში ფრონტის მეორე ხაზი გახსნას – ფრიდონ ინჯია
🔹 „ოპოზიციის ნაწილს უნდა საქართველო ჩაერთოს რუსეთ-უკრაინის ომში და კავკასიის მიმართულებით მეორე ფრონტი გახსნას“, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერით გადაცემაში „დროული კითხვები“.
🔹 დეპუტატის თქმით, ეს სურვილი იკვეთება მათივე განცხადებებსა და ქმედებებში. მაგალითისთვის ფრიდონ ინჯიამ მოიყვანა მცდელობა – სახელმწიფოს ინიციატივით ომში გაეგზავნათ მოხალისეები, რაც, დეპუტატის აზრით, იქნებოდა საქართველოს პირდაპირი ჩართვა ომში.
🔹 „როდესაც მოგყავთ პოლონეთის, რუმინეთისა და ნატო-ს სხვა წევრი სახელმწიფოების მაგალითი, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ალიანსის წევრები არიან და სხვა ფორმატში მოქმედებენ. ჩვენ იმ ფორმატში მოქმედება არ შეგვიძლია იმიტომ, რომ არ ვართ ნატო-ს წევრი და ამის ფუფუნება არ გაგვაჩნია. უფრო მეტსაც გეტყვით, ზოგმა ნატო-ს წევრმაც არ გაუშვა… ნატო უკრაინას ვერ იცავს, უკრაინაში არ გზავნის თავის კონტინგენტს, მხოლოდ სამხედრო ტექნიკითა და საბრძოლო მასალით ეხმარება“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
🔹 მან ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერ ადამიანს, როგორც მოხალისეს, შეუძლია წავიდეს ომში, ეს მათი ნებაა, მაგრამ არა სახელმწიფოს ხელმძღვანელობითა და ეგიდით. „ამის უფლება ჩვენ არ გვაქვს იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ზე რუსის ჯარი დგას, და ამის გაკეთება მომაკვდინებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ოპოზიციის ნაწილს კი ომი უნდა და ამ გზით ხელისუფლებაში მოსვლა, რადგან სხვა მცდელობები ხელისუფლებაში მოსასვლელად მას არ გამოუვიდა“, – განაცხადა ინჯიამ.

აფხაზეთი დღეს არის ოკუპირებული და კონტროლს ტერიტორიაზე ახორციელებს რუსეთის ფედერაცია – ფრიდონ ინჯია

👉„აფხაზეთი დღეს არის ოკუპირებული და კონტროლს ტერიტორიაზე ახორციელებს რუსეთის ფედერაცია“ – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია “Georgian Times” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

🔹 „ის რაც მოხდა აფხაზეთში იყო საქართვლოს მტრების ბრალი და თუ ვინ შედიოდა ამ მტრებში, ეს ბოლომდე დაზუსტებული და დადგენილი არ არის. მტრები იყვნენ როგორც იქეთ მხარეს, ასევე, აქეთა მხარეს და ოკუპაცია, რაც მოხდა გინდაც 2008 წელს, გინდაც 92 – 93 წლებში, ეს განახორციელეს საქართველოს მტრებმა, როგორც შიგნიდან ასევე, გარედან“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

საქართველოში სამხედრო ნეიტრალიტეტზე საუბარი დღეს არც არგუმენტირებული და არც მისაღები არ არის – ფრიდონ ინჯია

👉 საქართველოში სამხედრო ნეიტრალიტეტზე საუბარი დღეს არც არგუმენტირებული და არც მისაღები არ არის – ფრიდონ ინჯია

🔹 საქართველოში სამხედრო ნეიტრალიტეტზე საუბარი დღეს არც არგუმენტირებული და არც მისაღები არ არის. ამის შესახებ ტელეკომპანია „Georgian Times“-ის პირდაპირ ეთერში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

🔹 „ქვეყანას რაც მეტი უსაფრთხოების გარანტიები ექნება, მით უკეთესია. დღეის მდგომარეობით, როდესაც მიმდინარეობს გადანაწილება, როდესაც ორი დიდი “მონსტრია” და შუაში უკრაინელები ასეთ მდგომარეობაში იმყოფებიან, ამ დროს ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი, მე მგონია, რომ ეს შორს არის იმისგან, რაც საქართველომ შეიძლება მიიღოს“, – განაცხადა დეპუტატმა.

🔹 მისი თქმით, პროცედურულად ქვეყნის ნეიტრალიტეტის შესახებ რეზოლუცია გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა-სახელმწიფომ უნდა მიიღოს და ამ რეზოლუციას უნდა შეუერთდეს ნეიტრალიტეტის მსურველი ქვეყნის მეზობელი სახელმწიფოებიც.

🔹 „ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ნეიტრალიტეტზე საუბარი არ არის არგუმენტირებული, მით უფრო, რომ ომი არ დასრულებულა… დღეს ნატოს სამიტი იყო, სადაც საქართველოსა და უკრაინის მიმართ ალიანსის მხრიდან მხარდაჭერაზე იყო საუბარი. ნეიტრალიტეტზე დღეს საუბარი საქართველოში არ გამოვა და მისაღები არ არის. უფრო მეტიც, კონსტიტუციაში ნათლად წერია ევროატლანტიკური კურსის შესახებ და ჯერჯერობით ამ მუხლს ძალა აქვს“, – განაცხადა ინჯიამ და ხაზი გაუსვა, რომ როგორ შეიძლება ნეიტრალიტეტზე „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყოს საუბარი, როდესაც კონსტიტუციაში თავად შეიტანა ეს ჩანაწერი.

ფრიდონ ინჯია მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ქვეყნის თვითუზრუნველყოფის გაზრდის მიზნით ფერმერებისთვის სესხების დაფინანსების შესახებ

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიესალმება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ქვეყნის თვითუზრუნველყოფის გაზრდის მიზნით ფერმერებისთვის სესხების დაფინანსების შესახებ.
🔹 „დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან სასურსათო უსაფრთხოების გარანტიების შექმნა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორი. აქედან გამომდინარე, მივესალმებით საქართველოს მთავრობისა და უშუალოდ სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას ძალისხმევას ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ფერმერებისა და გლეხებისთვის სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამების ამოქმედებას. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს პროგრამები განხორციელდება გამარტივებული ფინანსური მექანიზმის მეშვეობით, რომელიც ნამდვილად ხელმისაწვდომი იქნება გლეხებისთვის, ფერმერებისთვის, ვინც ქმნის ქვეყნის რეალურ დოვლათს “ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
🔹 სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განმარტებით, შეღავათიან აგროკრედიტში განხორციელდება ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ფერმერებს საშუალება, ექნებათ ერთწლოვანი კულტურების წარმოებისთვის აიღონ შეღავათიანი სესხი; მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერაა.