The meeting of the parliamentary political group and the political party "European Socialists" with members of the European Parliament Clare DALY and Mick WALLACE

🔺 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის და პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ შეხვედრა ევროპარლამენტის წევრებთან კლერ დეილისთან (Clare DALY) და მიკ ვოლასთან (Mick WALLACE).

🔴ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები განიხილეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამართულ 29 მაისის შეხვედრაზე, რომელიც საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელ სოციალისტებსა“ და ევროპარლამენტარ კლერ დეილისთან (Clare DALY) და მიკ ვოლასთან (Mick WALLACE) ერთად გაიმართა.

🔴პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იგი მოგონილია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად და მთლიანობაში დასავლეთის ყველა ქმედება საქართველოსთან მიმართებაში არის სისტემის ნაწილი, რომლის მიზანია ქვეყანაში ჰყავდეთ მართვადი ხელისუფლება.

🔴 ამასთან დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავისი მმართველობის გარკვეულ მნიშვნელოვან ნაწილში აქვს შეცდომები და ამასთან დაკავშირებით იგი, როგორც პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე, ძალიან ხშირად საუბრობს საპარლამენტო ტრიბუნიდან. უფრო მეტიც, იგი ხელისუფლებას ყოველთვის არგუმენტირებულად სთავაზობს ამ პრობლემების გადაჭრის გზებს.
„არსებობს მთელი რიგი საკითხებისა, სადაც ხელისუფლებას მართებს მეტი ძალისხმევა და პოლიტიკური თუ ეკონომიკური ვითარების მაქსიმალურად გააზრება, რადგან სწორედ ხელისუფლება არის პასუხისმგებელი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე. მან ყველაფერი უნდა გააკეთოს პირველ რიგში მშვიდობის, სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. საქართველომ უნდა დაიბრუნოს თავისი ღირსეული ადგილი სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ის ადგილი, რომელიც მას ისტორიულად ყოველთვის ეკავა“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔴 დეპუტატს ერთ-ერთ მთავარ საკითხად მიაჩნია კანონის უზენაესობა და სამართლის აღსრულება განურჩევლად პირის ნებისმიერი მაღალი პოლიტიკური თანამდებობისა.
„მხოლოდ სამართლიანობის განცდა და კანონის უზენაესობა მისცემს საზოგადოებას ქვეყნის წინაშე არსებული ნებისმიერი პრობლემის დაძლევის სტიმულს, რაც სახელმწიფოს წინსვლისა და განვითარების საწინდარი გახდება“, – აღნიშნა მან.

🔴 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ქვეყანაში დღეს არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ქვეყანა პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში განიცდის უმძიმეს ზეწოლას დასავლეთისა და ქვეყნაში არსებული შიდა დესტრუქციული და რადიკალური ძალების მხრიდან, რაც მიმართულია ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის წინააღმდეგ.

🔴 „ამ ვითარების გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესია თქვენი ხმა და პოლიტიკური განცხადებები ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔴 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვიზიტი ბრიუსელში და მისი გამოსვლა ევროპარლამენტში უნდა ემსახურებოდეს სიმართლეს და ქვეყნის ინტერსებს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერებული იქნება უსამართლო და ცილისმწამებლური გზავნილები, ასეთ შემთხვევაში მისი გამოსვლა უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს და მას საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს თავად ევროპარლამენტარების მხრიდან, რომლებიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე სრულ და რეალისტურ სურათს ფლობენ.

🔴 თავის მხრივ, ევროპარლამენტარებმა კლერ დეილიმ (Clare DALY) და მიკ ვოლასმა (Mick WALLACE) განაცხადეს, რომ ისინი იზიარებენ საპარლამენტო პოლიტკური ჯგუფისა და პოლიტიკური პარტიის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას და მისი წევრების ხედვებს ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

🔴 ასევე მათ მიაჩნიათ, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

🔴 „რა თქმა უნდა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ომში იხოცებიან ადამიანები და მდიდრდებიან იარაღის მწარმოებელი მსხვილი კორპორაციები. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვთვლით, რომ თქვენ პრორუსული პოზიცია გაქვთ, არამედ მიგვაჩნია, რომ თქვენ გამოხატავთ ხალხის აზრს, და ეს აბსოლუტურად მართალია“, – განაცხადა მიკ ვოლასმა.

🔴 მისივე თქმით, დასავლეთი საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას ყოველთვის გამოიყენებს პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისთვის თავისი ინტერსებიდან გამომდინარე.

🔴 კლერ დეილის განცხადებით, ევროკავშირს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მართლაც აქვს თავისი ინტერესები საქართველოსთან მიმართებაში და მისთვის ნამდვილად არ არის მისაღები ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების ის თამამი ნაბიჯები, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უპირველეს ინტერესებს ემსახურება.

🔴 შეხვედრაზე საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის წევრმა, ავთანდილ ენუქიძემ და პოლიტიკური ჯგუფის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით ზილფიმიანმა. მათ მხარი დაუჭირეს ევროპარლამენტარების იმ ძირითად პათოსს, პრინციპებსა და მოსაზრებებს, რომელსაც ისინი აჟღერებენ ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან საქართველოსთან მიმართებაში.

🔴 შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს „სოციალისტური პლატფორმის“ წარმომადგენლები თემურ ფიფია და ილია ლობჟანიძე.
თემურ ფიფიამ ხაზი გაუსვა სოციალისტური იდეოლოგიის ძირითადი პრინციპების თანხვედრას და იმედი გამოთქვა სამომავლო ნაყოფიერ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

🔴 შეხვედრაზე ორ პოლიტიკურ ძალას შორის მოხდა შეთანხმება ერთობლივი თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შესახებ, რომელსაც უახლოეს დღეებში ხელი მოეწერება.

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these <abbr title="HyperText Markup Language">HTML</abbr> tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*