Georgia will enter the European Union with dignity, or it will not enter with dignity - Fridon is an engineer

❗️ საქართველო ევროკავშირში შევა ღირსეულად, ან ღირსეულად არ შევა – ფრიდონ ინჯია

✅ ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატებისას განაცხადა.

✅ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ელჩების მხრიდან გაკეთებული განცხადებების შესახებ და მათ ბოლოდროინდელ გამოსვლებს დემარში და საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა უწოდა.

✅ „როგორ ფიქრობთ, ეს არ არის ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა? ხომ არ დადგა დრო, მოეკითხოთ მათ როგორც ეს ხდება ისეთ ქვეყნებში, სადაც თავის თავს პატივს სცემენ და მიუთითებენ დიპლომატებს იყვნენ თავის ადგილას და გააკეთონ ის, რაც მათ ევალებთ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

✅ დეპუტატმა ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს და აღნიშნა, რომ დღეს, როდესაც ქვეყანას არანაირი სტატუსი არ აქვს მინიჭებული ევროკავშირის მხრიდან არის მცდელობა ქვეყნის დამონების. თუმცა, ფრიდონ ინჯია დარწმუნებულია, რომ საქართველო ამ ზეწოლას ღირსეულად გაუძლებს.

✅„დღეს, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ არანაირი სტატუსი არ გაქვს, როგორ უნდათ ჩვენი დამონება. წარმოიდგინეთ, თუ სტატუსი მოგვანიჭეს, როგორ გამოიყენებენ ამ სტატუსის მინიჭებას და როგორი ზეწოლა განხორციელდება ჩვენზე. მაგრამ ეს არაფერი. მოგვანიჭონ. ჩვენ ამ ზეწოლას ღირსეულად გავუძლებთ. უფრო ზუსტად – ღირსეულად შევალთ, ან ღირსეულად არ შევალთ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

✅ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია რომ ევროკავშირმა თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორი საქართველო სურს მას სამხრეთ კავკასიაში.
ამასთან დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ არის მისაღები, რაც შესაძლოა გახდეს მიზეზი, რომ ქვეყანას არ მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

✅ „ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი საქართველო უნდა მას სამხრეთ კავკასიაში. როგორც იკვეთება, მათ ჩვენი ხელისუფლება ამ სახით აწუხებთ. ამ მიზეზით მათ შეუძლიათ სტატუსი არ მოგვანიჭონ, იმის იმედით, რომ საქართველოში იქნება სამოქალაქო ომი.

✅ ეს უნდა ოპოზიციის ნაწილსაც, რადგანაც მათ მეტი არაფერი დარჩენიათ, რომ თავიანთ საწადელს მიაღწიონ, თუნდაც საქართველოს დანგრევით. მაგრამ იცოდეთ, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა – ეს თქვენი მცდელობა ისევე ხუხულასავით დაგენგრევათ, როგორც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით თქვენი გეგმები დაგენგრათ. იმედია, ამ ყველაფერს გაითვალისწინებს ჩვენი მთავრობა და ღირსეულად დაიცავს საქართველოს ინტერესებს“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

✅ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს სურვილია იყოს ევროკავშირში, მაგრამ არა ქვეყნის იდენტობისა და სუვერენიტეტის დაკარგვის ხარჯზე.

✅ „ჩვენ გვინდა ევროკავშირში ვიყოთ არა ჩვენი იდენტობისა და სუვერენიტეტის დაკარგვის ხარჯზე. ჩვენ ევროკავშირში საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და ქვეყნის გამთლიანებისთვის გვინდა. ჩვენ არ გვინდა ევროკავშირში იმისთვის, რომ ომში ჩავერთოთ. საქართველო პატარა ქვეყანაა და მის დანგრევას ძალიან ცოტა რამ უნდა. გადავარჩინოთ საქართველო“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these <abbr title="HyperText Markup Language">HTML</abbr> tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*