Author Archives: European Socialists

ფრიდონ ინჯია დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს და უსამძიმრებს რუს ხალხს მომხდარის გამო.

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს და უსამძიმრებს რუს ხალხს მომხდარის გამო.

🔷„ის ნაბიჯი, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგა და მიუსამძიმრა რუს ხალხს მომხდარი ტრაგედიის შესახებ, წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენი ხალხი ყოველთვის მიმტევებელი იყო, თუმცა, ეს არ ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მათი ხელისუფლების დამოკიდებულებას“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, იქედან გამომდინარე, რომ ასეთი ტერორისტული აქტის დაგეგმვა უბრალო ჯგუფს არ შეუძლია და მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რა თანხების დასახელება მოხდა ამ ფაქტთან დაკავშირებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ტერორისტული აქტის მოწყობის შესახებ გადაწყვტილება არ არის მიღებული ტაჯიკეთში, არამედ ეს გადაწყვეტილება მიღებულია ისეთ ქვეყანაში, რომელიც მსგავს ტერორისტულ აქტებს აფინანსებს და ახორციელებს კიდეც. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, აქ კვალი ცალსახად მიდის დასავლეთის ქვეყნებისკენ, რასაც ვერ ვიტყვით აზიის ქვეყნებზე, რადგანაც აზიის ქვეყნებს ამის არც ინტერსი, არც აუცილებლობა და არც გამბედაობა გააჩნიათ.

🔷როგორც დეპუტატმა „სეზონი ტვ“-ს პირდაპირ ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოსკოვის კროკუს სითი ჰოლის დიდი საკონცერტო დარბაზი 2009 წელს აშენდა აზერბაიჯანული წარმოშობის რუსი ბიზნესმენის მიერ, რომელსაც მუსლიმ მაგომაევის (საბჭოთა, აზერბაიჯანელი და რუსული ესტრადისა და ოპერის მომღერალი (ბარიტონი) სახელი ეწოდა და შემთხვევითი არ ყოფილა ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რამდენჯერმე დაურეკა და მიუსამძიმრა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მომხდარი ტრაგედიის შესახებ.

🔷ამიტომ, ხაზგასასმელია სხავადასხვა ქვეყნების ხელმძღვანელი პირების დამოკიდებულება მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით. აქ ნათლად გამოიკვეთა მათი პოზიციები რუსეთთან მიმართებაში.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის შეფასებით, უნდა აღინიშნოს იმ ფაქტის შესახებ, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ტერაქტამდე 48 საათით ადრე, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები გააფრთხილეს თავი შეეკავებინათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე მისვლისგან.

ჟურნალისტის კითხვაზე, დგას თუ არა უკრაინა მომხდარი ტერორისტული აქტის უკან, ფრიდონ ინჯია არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ხელისუფლებას ამ ტერაქტის განხორციელების გეგმის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, რაზეც ტერორისტული აქტის შემდეგ ტერორისტების მიერ უკრაინისკენ აღებული გეზი მეტყველებს.

🔷„დაზუსტებით და კონკრეტულად შეუძლებელია ითქვას, თუ ვისი მეშვეობით მოხდა ტერორისტების დაფინანსება, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ დამკვეთი და დამფინანსებელი ერთია. არსებული ინფორმაციით, ტერორისტები უკრაინის მიმართულებით გაემგზავრნენ, ეს არ იყო შემთხვევითი. აქედან გამომდინარე, აქ უდაო ის ფაქტი, რომ უკრაინელებმა ტერაქტის შესახებ იცოდნენ წინასწარ, ან შემდგომში იქნა ეს საქმე დაკორექტირებული, თუ როგორ და სად უნდა წასულიყვნენ ტერორისტები“. – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔷დეპუტატის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებას დღეს ეს ტერაქტი არ სჭირდებოდა იმისთვის, რომ რაიმე პოლიტიკური ცვლილებები განეხორციელებინა. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, თუ როგორი ლეგიტიმაცია მისცა რუსმა ხალხმა პრეზიდენტ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

🔷ფრიდონ ინჯიას მოსაზრებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ნათლად აჩვენა, რომ პრეზიდენტ პუტინს რუსმა ხალხის დიდმა უმრავლესობამ მისცა სრული ლეგიტიმაცია ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად.

🔷„აქედან გამომდინარე, რუსეთის ხელისუფლებას იმისთვის, რომ ხელ-ფეხი გახსნოდა, ეს ტერორისტული აქტი ცალსახად არ სჭირდებოდა.“ – აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების გაგრძელება იქნება ის, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში აქცენტს გააკეთებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და უფრო ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყება.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია გამოძიება, რომლის შედეგად სრული და ზუსტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. აქედან გამომდინარე, გამოძიების შედეგად შესაძლოა დარტყმის ქვეშ აღმოჩდნენ ის ქვეყნები, რომლებიც ამ ტერორისტული აქტის დაგეგმვაში იღებდნენ მონაწილეობას.

🔷დეპუტატმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი შეუძლებელია პირდაპირი დიალოგის გარეშე გადაწყდეს.

🔷„მიმაჩნია, რომ ჩვენს ხელისუფლებას პირდაპირი დიალოგი უნდა ჰქონდეს რუსეთთან. დღეს თუ არა ხვალ, ეს იქნება და რაც უფრო ადრე დაიწყება ეს დიალოგი, მით უფრო მომგებიანი იქნება ჩვენთვის და რაც უფრო გვიან დაიწყება ეს პროცესი, შესაძლოა მოსალაპარაკებელიც არაფერი არ იყოს“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷გადაცემაში სტუმრობისას ჟურნალისტის მხრიდან კითხვა შეეხო 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, რომლის ერთერთი პირველი ინიციატორი სწორედ „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია იყო, რომელმაც ეს საკითხი გასული წლის მაისის თვეში წამოაყენა.

🔷„ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის მაისის თვეში გამოვედით ინიციატივით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, სადაც ვითხოვდით დეტალურად ყოფილიყო გამოძიებული 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები. 2008 წლის ომის შედეგები, ეს იყო ყველაზე მოღალატეობრივი ქმედება საქართველოს მიმართ ამ საუკუნის განმავლობაში, როდესაც საქართველომ თავისი ტერიტორიების 20-22 % – ი დაკარგა. ეს იყო ღალატის შედეგი გარკვეული თანამდებობის პირების მხრიდან და ეს ყველაფერი უნდა დადგინდეს იმისთვის, რომ ხალხმა იცოდეს სიმართლე ქვეყნის მოღალატეების შესახებ. ამის თაობაზე ასევე, უნდა იცოდეს თავად ხელისუფლებამაც, თუ რა, როგორ მოხდა, რომ მსგავსი არასდროს არ განმეორდეს, რომ ქვეყნის და სამშობლოს ღალატი არის დასჯადი.

🔷„დღეს ამ ინიციატივით გამოვიდა „ხალხის ძალა“, რომელმაც თავის დროზე ჩვენს წინადადებას დაუჭირა მხარი. როგორც ჩანს, დღეს „ქართული ოცნების“ წიაღში, რომლის უმრავლესობაშიც შედის „ხალხის ძალა“, მომწიფდა ეს საკითხი და რა თქმა, უნდა ჩვენ ასეთი კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ, რადგან არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ამ საკითხის ინიციატორი. მთავარია შედეგი, მოხდეს გამოძიება და ყველამ იცოდეს დამნაშავეების შესახებ.

🔷ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი აქტიურად იქნება ჩართული აღნიშნული კომისიის მუშაობაში, რადგან, როდესაც ჩვენი მხრიდან მოხდა საკითხის დაინიცირება, ჩვენ გამოგვეხმაურა უამრავი ადამიანი, რომლებიც მზად იყვნენ მიეცათ ჩვენებები, მიეწოდებინათ კონკრეტული მასალები ქვეყნის მოღალატეობრივ ქმედებებზე“. – განაცხადა დეპუტატმა.

“ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას ინტერვიუ ტვ “სეზონზე”


📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც საქართველოს მთავრობა გმობს მოსკოვში მომხდარ შემზარავ ტერორისტულ აქტს და უსამძიმრებს რუს ხალხს მომხდარის გამო.

🔷„ის ნაბიჯი, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგა და მიუსამძიმრა რუს ხალხს მომხდარი ტრაგედიის შესახებ, წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენი ხალხი ყოველთვის მიმტევებელი იყო, თუმცა, ეს არ ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მათი ხელისუფლების დამოკიდებულებას“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, იქედან გამომდინარე, რომ ასეთი ტერორისტული აქტის დაგეგმვა უბრალო ჯგუფს არ შეუძლია და მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რა თანხების დასახელება მოხდა ამ ფაქტთან დაკავშირებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ტერორისტული აქტის მოწყობის შესახებ გადაწყვტილება არ არის მიღებული ტაჯიკეთში, არამედ ეს გადაწყვეტილება მიღებულია ისეთ ქვეყანაში, რომელიც მსგავს ტერორისტულ აქტებს აფინანსებს და ახორციელებს კიდეც. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, აქ კვალი ცალსახად მიდის დასავლეთის ქვეყნებისკენ, რასაც ვერ ვიტყვით აზიის ქვეყნებზე, რადგანაც აზიის ქვეყნებს ამის არც ინტერსი, არც აუცილებლობა და არც გამბედაობა გააჩნიათ.

🔷როგორც დეპუტატმა „სეზონი ტვ“-ს პირდაპირ ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოსკოვის კროკუს სითი ჰოლის დიდი საკონცერტო დარბაზი 2009 წელს აშენდა აზერბაიჯანული წარმოშობის რუსი ბიზნესმენის მიერ, რომელსაც მუსლიმ მაგომაევის (საბჭოთა, აზერბაიჯანელი და რუსული ესტრადისა და ოპერის მომღერალი (ბარიტონი) სახელი ეწოდა და შემთხვევითი არ ყოფილა ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რამდენჯერმე დაურეკა და მიუსამძიმრა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მომხდარი ტრაგედიის შესახებ.

🔷ამიტომ, ხაზგასასმელია სხავადასხვა ქვეყნების ხელმძღვანელი პირების დამოკიდებულება მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით. აქ ნათლად გამოიკვეთა მათი პოზიციები რუსეთთან მიმართებაში.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის შეფასებით, უნდა აღინიშნოს იმ ფაქტის შესახებ, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ტერაქტამდე 48 საათით ადრე, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები გააფრთხილეს თავი შეეკავებინათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე მისვლისგან.

ჟურნალისტის კითხვაზე, დგას თუ არა უკრაინა მომხდარი ტერორისტული აქტის უკან, ფრიდონ ინჯია არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ხელისუფლებას ამ ტერაქტის განხორციელების გეგმის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, რაზეც ტერორისტული აქტის შემდეგ ტერორისტების მიერ უკრაინისკენ აღებული გეზი მეტყველებს.

🔷„დაზუსტებით და კონკრეტულად შეუძლებელია ითქვას, თუ ვისი მეშვეობით მოხდა ტერორისტების დაფინანსება, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ დამკვეთი და დამფინანსებელი ერთია. არსებული ინფორმაციით, ტერორისტები უკრაინის მიმართულებით გაემგზავრნენ, ეს არ იყო შემთხვევითი. აქედან გამომდინარე, აქ უდაო ის ფაქტი, რომ უკრაინელებმა ტერაქტის შესახებ იცოდნენ წინასწარ, ან შემდგომში იქნა ეს საქმე დაკორექტირებული, თუ როგორ და სად უნდა წასულიყვნენ ტერორისტები“, – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔷დეპუტატის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებას დღეს ეს ტერაქტი არ სჭირდებოდა იმისთვის, რომ რაიმე პოლიტიკური ცვლილებები განეხორციელებინა. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, თუ როგორი ლეგიტიმაცია მისცა რუსმა ხალხმა პრეზიდენტ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

🔷ფრიდონ ინჯიას მოსაზრებით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა ნათლად აჩვენა, რომ პრეზიდენტ პუტინს რუსმა ხალხის დიდმა უმრავლესობამ მისცა სრული ლეგიტიმაცია ნებისმიერი გადაწყვეტილების მისაღებად.

🔷„აქედან გამომდინარე, რუსეთის ხელისუფლებას იმისთვის, რომ ხელ-ფეხი გახსნოდა, ეს ტერორისტული აქტი ცალსახად არ სჭირდებოდა“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების გაგრძელება იქნება ის, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში აქცენტს გააკეთებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და უფრო ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყება.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია გამოძიება, რომლის შედეგად სრული და ზუსტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. აქედან გამომდინარე, გამოძიების შედეგად შესაძლოა დარტყმის ქვეშ აღმოჩდნენ ის ქვეყნები, რომლებიც ამ ტერორისტული აქტის დაგეგმვაში იღებდნენ მონაწილეობას.

🔷დეპუტატმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი შეუძლებელია პირდაპირი დიალოგის გარეშე გადაწყდეს.

🔷„მიმაჩნია, რომ ჩვენს ხელისუფლებას პირდაპირი დიალოგი უნდა ჰქონდეს რუსეთთან. დღეს თუ არა ხვალ, ეს იქნება და რაც უფრო ადრე დაიწყება ეს დიალოგი, მით უფრო მომგებიანი იქნება ჩვენთვის და რაც უფრო გვიან დაიწყება ეს პროცესი, შესაძლოა მოსალაპარაკებელიც არაფერი არ იყოს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷გადაცემაში სტუმრობისას ჟურნალისტის მხრიდან კითხვა შეეხო 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, რომლის ერთერთი პირველი ინიციატორი სწორედ „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია იყო, რომელმაც ეს საკითხი გასული წლის მაისის თვეში წამოაყენა.

🔷„ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის მაისის თვეში გამოვედით ინიციატივით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, სადაც ვითხოვდით დეტალურად ყოფილიყო გამოძიებული 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები. 2008 წლის ომის შედეგები, ეს იყო ყველაზე მოღალატეობრივი ქმედება საქართველოს მიმართ ამ საუკუნის განმავლობაში, როდესაც საქართველომ თავისი ტერიტორიების 20-22 % – ი დაკარგა. ეს იყო ღალატის შედეგი გარკვეული თანამდებობის პირების მხრიდან და ეს ყველაფერი უნდა დადგინდეს იმისთვის, რომ ხალხმა იცოდეს სიმართლე ქვეყნის მოღალატეების შესახებ. ამის თაობაზე ასევე, უნდა იცოდეს თავად ხელისუფლებამაც, თუ რა, როგორ მოხდა, რომ მსგავსი არასდროს არ განმეორდეს, რომ ქვეყნის და სამშობლოს ღალატი არის დასჯადი.

🔷„დღეს ამ ინიციატივით გამოვიდა „ხალხის ძალა“, რომელმაც თავის დროზე ჩვენს წინადადებას დაუჭირა მხარი. როგორც ჩანს, დღეს „ქართული ოცნების“ წიაღში, რომლის უმრავლესობაშიც შედის „ხალხის ძალა“, მომწიფდა ეს საკითხი და რა თქმა, უნდა ჩვენ ასეთი კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ, რადგან არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ამ საკითხის ინიციატორი. მთავარია შედეგი, მოხდეს გამოძიება და ყველამ იცოდეს დამნაშავეების შესახებ.

🔷ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი აქტიურად იქნება ჩართული აღნიშნული კომისიის მუშაობაში, რადგან, როდესაც ჩვენი მხრიდან მოხდა საკითხის დაინიცირება, ჩვენ გამოგვეხმაურა უამრავი ადამიანი, რომლებიც მზად იყვნენ მიეცათ ჩვენებები, მიეწოდებინათ კონკრეტული მასალები ქვეყნის მოღალატეობრივ ქმედებებზე“, – განაცხადა დეპუტატმა.

https://www.facebook.com/EUsocialistsOfficial/videos/291530397296900

ფრიდონ ინჯია მხარდაჭერას უცხადებს “ქართული ოცნების” მიერ მომზადებულ კანონპროექტს ოჯახურ ღირებულებათა დაცვის შესახებ

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მხარდაჭერას უცხადებს მმართველი პარტიის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ოჯახურ ღირებულებათა დაცვის შესახებ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს პერიოდში დაინიცირდება „ქართული ოცნების“ მიერ.

🔷 ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტში მედიის წარმომადგენელთა მხრიდან დასმული კითხვების პასუხად განაცხადა.

🔷„ეს საკითხი ჩვენთვის აქტუალურია, როგორც მართლმადიდებლური ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს თავისი ადათ-წესები და იდენტობა.

🔷 ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან ლგბტ+ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ საკითხი დღის წესრიგში ჯერ კიდევ შარშან მაისის თვეში დაისვა, მაგრამ ვერ მოხერხდა მისი ინიცირება, რადგან ამ საკითხის მხარდასაჭერად ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს საკმარისი ხმების რაოდენობა. ამის შემდეგ შეიცვალა ვითარება. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ეს საკითხი წამოჭრა, რაც ძალიან საინტერესო და საჭირო იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატის თქმით, კანონპროექტის დაინიცირების შემდეგ უფრო დეტალურად შეიძლება საკითხის ირგვლივ საუბარი და „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფი განხილვებში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.

🔷 „იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ფსევდოლიბერალურ ძალებს ლგბტ + პროპაგანდის თემა პირველ ადგილას გამოაქვთ, ამ საკითხს ჩვენს ქვეყანაში წერტილი უნდა დაესვას, და ჩვენ ამ ინიციატივას აუცილებლად დავუჭერთ მხარს“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

(Оригинал)«Европейские Социалисты» поддерживают инициативу «Грузинской мечты» о защите семенных ценностей

25.03.24

Председатель парламентской политической группы “Европейские Социалисты” Фридон Инджия поддерживает законодательную инициативу правящей партии о защите семейных ценностей, которая в ближайшее время будет инициирована “Грузинской мечтой” в Парламенте.

🔷 “Этот вопрос актуален для нас, как для христианской православной страны, у которой есть свои традиции, ценности и идентичность.

🔷 Наша политическая группа еще в мае прошлого года поставила вопрос о запрете ЛГБТ+ пропаганды в повестку дня, но инициировать его на законодательном уровне не удалось, так как у нашей политической группы недостаточно голосов в Парламенте. После этого обстоятельства изменились. Сегодня важно, что “Грузинская мечта” подготовила инициативу, потому что вопрос крайне необходим для защиты интересов Грузии”, – заявил Фридон Инджия представителям СМИ.

🔷 По словам депутата, после внесения законопроекта в Парламент можно будет более подробно ознакомиться и обсудить вопрос, а “Европейские Социалисты” обязательно примут участие в обсуждениях.

🔷 “В связи с тем, что различные псевдолиберальные силы мира выдвигают тему пропаганды ЛГБТ + на первое место, по этому вопросу следует окончательно поставить точку в Грузии, и мы обязательно поддержим эту инициативу”, – заявил Инджия.

„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარეს ფრიდონ ინჯიას არჩევნების გაყალბების დიდი რისკიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარეს ფრიდონ ინჯიას არჩევნების გაყალბების დიდი რისკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

🔷 ამის შესახებ განცხადება პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარალმენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.

🔷 ინტერპელაციის კითხვა ოპოზიციონერი დეპუტატების (ხატია დეკანოიძე, რომან გოცირიძე, თეონა აქუბარდია, როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე) მხრიდან შეეხებოდა საზღვარგარეთ, ძირითადად ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხს.

🔷 დეპუტატის შეფასებით, თუკი, ამ კონტექსტში ხდება საკითხის განხილვა, ხაზგასასმელია ის ფაქტი და გარემოება, რომ რაოდენობრივად ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე სწორედ რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს და რატომღაც კოლეგების მხრიდან საგარეო უწყების ხელმძრვანელობის მიმართ ინტერპელაციის წესით დასმულ კითხვაში რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები არ არიან ნახსენები.

🔷 „წინა ხელისუფლების მოღალატეობრივმა ქმედებამ საქართველოს ათი ათასობით მოქალაქე აიძულა დაეტოვებინა დედა სამშობლო. სამწუხაროა, მაგრამ ეს ფაქტია.

🔷 ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პროცესი შევამციროთ, მინიმუმამდე დავიყვანოთ მიგრაცია და შევქმნათ ყველა პირობა ემიგრანტების სამშობლოში დასაბრუნებლად.

🔷 აქ კოლეგების მხრიდან დაისვა საკითხი, რომელიც ძირითადად შეეხება ევროპასა და ამერიკაში წასულ ჩვენს თანამემამულეებს.

🔷 ყველაზე მეტი ჩვენი თანამემამულე დღეს რუსეთის ფედერაციაშია. რა ქნან მათ? !

🔷 დავუშვათ, შესრულდა ჩემი კოლეგების მოთხოვნები საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასეთ შემთხევაში ისინი ხომ დაჩაგრულები გამოდიან? და აქ საუბარია ათი ათასობით ჩვენს თანამემამულეზე, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში და აქ საკითხი არ დგას ისე, რომ როგორმე მათ გავუადვილოთ არსებული ვითარება და დავეხმაროთ, არჩევნებში მონაწილეობის მიღებაში.

🔷 აქ ასევე, არ დგას საკითხი და არც იმაზე ყოფილა საუბარი, რომ შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციასთან გაიხსნას საარჩევნო უბანი. ეს ვერ ხერხებდა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო-რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა და არ არის ის შეთანხმება, რითიც ამის გაკეთება არის შესაძლებელი, მაგრამ არის მეორე გზა ამ საკითხის გარკვეულ წილად გადასაწყვეტად.

🔷 კერძოდ, თუ არის საჭიროება, დამატებით გაიხსნას საარჩევნო უბანი ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, რომელიც უფრო ახლოსაა და შესაძლებელი იქნება ხმის მიცემა. სხვა გამოსავალი აქ არ არის“, – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, საქართველოში ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა დაინერგა იმისთვის, რომ არჩევნები მაქსიმალურად ღიად, გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარდეს, რისი შესაძლებლობაც დღესდღეობით საზღვარგარეთ საქართველოს საარჩვენო უბნებში არ არის.

🔷 „ელექტრონული საარჩევნო სისტემის დანერგვა საქართველოში მოხდა იმისთვის, რომ არჩევნები იყოს მაქსიმალურად ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი.

🔷 ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ცესკოს პრაქტიკულად, ნახევარ საათში ექნება შესაძლებელი გამოაქვეყნოს არჩევნების ძირითადი შედეგები. ფაქტობრივად, ეგზიტპოლების ჩატარება კარგავს თავის როლსა და ფუნქციას.

🔷 უცხოეთში ელექტრონული ტექნოლოგიით არჩენების ჩატარება დღესდღეობით შეუძლებელია. ეს შესაძლებელია, მხოლოდ ტრადიციული მეთოდით, სადაც დიდია ეგრეთ წოდებული „კარუსელების“ გამოყენების შესაძლებლობა.

🔷 აქედან გამომდინარე, ასე უბრალოდ, საარჩვენო უბნის გახსნა საზღვარგარეთ, სადაც გაჩნდება შესაძლებლობა ამომრჩეველმა რამდენჯერმე სხვადასხვა საარჩვენო უბანში მისცეს ხმა, მიზანშეწონილი არ იქნება.

🔷 მიმაჩნია, რომ თუ ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს თანამოქალაქეებზე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ მიეცეთ საშუალება დაბრუნდნენ სქართველოში“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.