Category Archives: Home

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიესალმება სახელმწიფოს როლის გააქტიურებას კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვაში.

🔷ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმინეს.

🔷„ძალიან სასიამოვნოა ის, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვაში სახელმწიფოს როლი აქტიური ხდება და ქვეყნის ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას ამ მიმართულებით, როგორც ეს ხდება ისეთ წარმატებულ ქვეყანაში, როგორიცაა ჩინეთია.

ჩვენ „სოციალისტები“ ვთვლით, რომ სწორედ ასეთი პოლიტიკა გადაარჩენს ჩვენს პატარა ქვეყანას, რომელსაც დიდი გული, პოტენციალი და შემართება გააჩნია.

🔷 აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს წარმატებული და სწორად მართოს ქვეყანა, მას უნდა გააჩნდეს:

✏️ ერთი აეროპორტი მაინც სახელმწიფო საკუთრებაში;

✏️ ერთი პორტი მაინც;

✏️ ერთი სახელმწიფო ბანკი მაინც;

✏️ ერთი სადაზღვეო კომპანია მაინც;

✏️ ერთი ფარმაცევტული საწარმო მაინც, დაბალი ფენის მოსახლეობის წამლებით უზრუნველყოფისთვის;

✏️ ერთი ჰიდროელექტრო სადგური მაინც ყველა რეგიონში;

✏️ ერთი სახელმწიფო საავადმყოფო მაინც ყველა რაიონში;

🔷 რას მივიღებთ შედეგად? – დემონოპოლიზაციას. გაჩნდება დამატებითი სამუშაო ადგილები, გაიაფდება სესხები, ტვირთების გადაზიდვის ტარიფი.

🔷 მაშინ ეკონომიკის ზრდის ტემპები უფრო მეტი იქნება, ვიდრე 7%-ი. თუმცა, ესეც ხომ მაჩვენებელია თქვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის და მე მადლობა მინდა გითხრათ ამისთვის თქვენ.

🔷რაც შეეხება სტრატეგიული პარტნიორობის კრიტერიუმებს, მადლობელი ვარ, რომ თქვენ ეს სწორად გაიგეთ და თუ ამას თქვენ ჩამოაყალიბებთ და გააცნობთ მოსახლეობას, ბევრ კითხვას პასუხი გაეცემა, რაც თქვენ თვითონ მოგცემთ უფრო მეტი თავისუფლების შესაძლებლობას თქვენს მოქმედებაში“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ფრიდონ ინჯია გამოდის ინიციატივით, რომ სახელმწიფომ შეიმუშაოს სპეციალური პროგრამა საზღვარგარეთ წასული ქალბატონების სამშობლოში ღირსეულად დასაბრუნებლად, ან მოხდეს მათი არასრულწლოვანი შვილებისთვის ფულადი კომპენსაციის გამოყოფა.

📌საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია გამოდის ინიციატივით, რომ სახელმწიფომ შეიმუშაოს სპეციალური პროგრამა საზღვარგარეთ წასული ქალბატონების სამშობლოში ღირსეულად დასაბრუნებლად, ან მოხდეს მათი არასრულწლოვანი შვილებისთვის ფულადი კომპენსაციის გამოყოფა.

📌პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ქვეყანაში შობადობისა და არსებული დემოგრაფიული პრობლემის გადასაჭრელად, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ახალგაზრდა ოჯახებს, განსაკუთებით თუ კი ოჯახი სოფელში გადაწყვეტს დამკვიდრებას. ასეთ შემთხვევაში სახელწმიფომ ახლად შექმნილი ოჯახები უნდა უზრუნველყოს მინიმუმ სახლ-კარით და მიწის ნაკვეთით შესაბამისი ხელშეკრულების გარანტიით.

🔷ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საკანონმდებლო ორგანომ განიხილა „გირჩის“ ინიციატივა საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმების შესახებ, ასევე „გირჩის“ ინიციატივის მიხედვით უქმდება საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30%-იანი დანამატი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდისა და პარტიებში ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებისათვის.

🔷„დღესდღეობით ძალიან ბევრი ქალია საზღვარგარეთ წასული სამუშაოდ. მათ მიტოვებული ჰყავთ ოჯახი, მეუღლე, შვილები, რაც თავის მხრივ უამრავ პრობლემას წარმოქმნის აღზრდის, განათლების თუ სხვა თვალსაზრისით.

🔷მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ემიგრანტი ქალების სამშობლოში დასაბრუნებლად.

🔷აქ შეიძლება გამოინახოს შესაბამისი მექანიზმი. მოხდეს ვითარების სწორი შეფასება, ანალიზი. კერძოდ, თუ მაგალითად, ქალი მუშაობს ევროპის რომელიმე ქვეყანაში 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და მას ჰყავს 2 და მეტი შვილი საქართველოში დატოვებული, მათ სახელმწიფომ უნდა გაუკეთოს კომპენსაცია და დააფინანსოს ეს ოჯახი მანამ, სანამ შვილები 18 წლის არ გახდებიან.

🔷ამით ჩვენ შევძლებთ ქალები დავაბრუნოთ საკუთარ ოჯახებში. მიმაჩნია, რომ ეს იქნება ქვეყნის გადარჩენისთვის გადადგმული ნაბიჯი.

🔷რაც შეეხება შობადობისა და ზოგადად დემოგრაფიულ ვითარებას, ვფიქრობ, სახელმწიფომ ამ მხრივ განსაკუთრებით ხელი უნდა შეუწყოს ახალგაზრდა ოჯახებს. ხოლო, თუ ახალგაზრდა ოჯახი სოფლად გადაწყვეტს დამკვიდრებას, სახელმწიფომ ისინი მინიმუმ სახლ-კარით და მიწის ნაკვეთით უნდა უზრუნველყოს და ეს უნდა იყოს მთლიანად საქართველოში.

🔷ამით ჩვენ ხალხს სოფლებში დავაბრუნებთ. აქ შეიძლება დაიდოს ოჯახებთან ხელშეკრულება, რომ ოჯახი არ დაინგრევა. ეს ბევრ რამეს განაპირობებს.

მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს შეუძლია ბევრი რამ გააკეთოს უშუალოდ ოჯახების და განსაკუთრებით ქალების მიმართ ყურადღების გამოჩენის თვალსაზრისით.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ პოპულისტური უწოდა აჟიოტაჟს, რომელიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში პოლიტიკური პარტიების საარჩევნო სიებში გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ „გირჩის“ ინიციატივის განხილვას მოჰყვა.

🔷„საქართველოში ყველა ოჯახში ქალი დიდი პატივისცემით სარგებლობს და ეს ასე იყო ოდითგანვე და ვფიქრობ, დიდ წილად დღესაც ყველა ოჯახში ასეა, რადგანაც ოჯახი ძირითადად ქალზე დგას. შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოს ჰყავდა მეფე თამარი.

🔷საქართველოში არ არის ისეთი დაწესებულება, სადაც ქალი დაჩაგრულია. ისიც უნდა ითქვას, რომ რაც მეტი ქალია დაწესებულებებში, მით მეტად აკლდება იგი მის ოჯახს, შვილებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა საწარმოში, დაწესებულებაში, ეს კერძოა თუ საჯარო სამსახური, თუკი ქალი თავისი კომპეტენციით მაღალ დონეზე დგას, ამით ყველაფერი ნათქვამია და ამ ფაქტს წინ ვერავინ ვერ აღუდგება“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷დეპუტატმა მაგალითისთვის პლენარულ სხდომაზე წარმოადგინა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის მიერ დახმარების სახით სტიპენდიები იყო გამოყოფილი კულტურისა და ხელოვნების დარგის წარმომადგენელთათვის. კერძოდ, მარჯანიშვილისა და რუსთაველის თეატრების მუშაკთათვის, საიდანაც 25-30 ქალბატონი იყო და პროცენტულად ეს ოდენობა შეადგენდა დაახლოებით 38 %-ს.

🔷„ეს უბრალო მაგალითი მოვიყვანე იმის აღსანიშნავად, რომ დღეს საქართველოში ქალები ნამდვილად არ არიან დაჩაგრულები“. – განაცხადა დეპუტატმა.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ასევე, მიმოიხილა წინა ხელისუფლების პერიოდში პენიტენციალურ სისტემაში არსებული ვითარება, როდესაც ქვეყანას 350 ათასი პრობაციონერი და 30 ათასი მსჯავრდებული ჰყავდა და მათი ოჯახის წევრებს, ძირითადად დედებს, მეუღლეებს ურთულესი პერიოდის გადალახვა მოუწიათ სრულიად მარტო.

🔷„მიმაჩნია, რომ კარგი იქნება თუკი სახელმწიფო გაუკეთებს კომპენსაციას იმ ქალებს, რომელთა ოჯახის წევრებს უსამართლოდ მოუწიათ ციხეში ყოფნა. ეს იქნება ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

ფრიდონ ინჯია მხარს უჭერს „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმადაც საარჩევნო სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 30-ით, ნაცვლად 60-ისა

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მხარს უჭერს „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმადაც საარჩევნო სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 30-ით, ნაცვლად 60-ისა.

🔷 საკითხი პირველი მოსმენით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა.

🔷„ვფიქრობ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები არც ერთ პარტიას არ უზღუდავს დეპუტატობის კანდიდატთა საარჩევნო სია შეადგინოს თავისი შეხედულებისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ მხრივ პარტიებს სრული თავისუფლება უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 რაც შეეხება „გირჩის“ მეორე ინიციატივას საარჩევნო სიებში გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ, როგორც ფრიდონ ინჯიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ეს საკითხი მან განიხილა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან მამუკა მდინარაძესთან.

🔷 დეპუტატმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფი ამ საკითხს მხარს დაუჭერს.

🔷 „საქართველოში ქალის პატივისცემა და ქალისადმი დამოკიდებულება საუკუნეებიდან მოდის და საქართველოს ისტორიის კუთვნილებაა ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანას მეფედ სწორედ ქალი ჰყავდა. აქედან გამომდინარე, კონკრეტული პარტიის პრეროგატივაა თუ რა თანმიმდევრობით და როგორ შეადგენს პარტიულ სიას წინასაარჩევნოდ პარტიის ინტერესებიდან გამომფინარე“, – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔷 „გირჩის“ მიერ წარმოდგენილი ცვლილებების განმარტებით ბარათში ნათლად წერია, რომ გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნო სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღება, რაც პირადად ჩემთვის ბევრ რამეს ნიშნავს.

🔷 კომიტეტის სხდომაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ კომუნისტების დროს იყო კვოტირება. დიახ, იყო კვოტირება, მაგრამ კვოტირებას მაშინ სხვა მიზეზი ჰქონდა. მაშინ არ იყო ასეთი მოთხოვნა, რომ ქალი ყოფილიყო მესამე ან მეოთხე სიაში. იქ იყო კვოტირება, იმისთვის, რომ კონკრეტული სოფლის ან ამა თუ იმ საწარმოს წარმომადგენელი ყოფილიყო სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში.

🔷 მე ასევე მახსოვს, რომ საქართველოში იყო „ქალთა პარტია“ .

წარმოდგენილი ცვლილებებით არავინ არ აწესებს შეზღუდვას იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო პარტიული სიები თუნდაც სრულად ქალებით იყოს დაკომპლექტებული. ეს არის პარტიის მიერ მისაღები გადაწყვეტილება“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა თავად პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა აიღონ.

ფრიდონ ინჯია – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ექნება ბრძოლა არა ოპოზიციასთან, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებულ სუბიექტებთან

📍 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ექნება ბრძოლა არა ოპოზიციასთან, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებულ სუბიექტებთან;

📍 არა თავისუფალ ვაჭრობას, არა უვიზო მიმოსვლას, არა პირდაპირ ფრენებს, არა პირდაპირ ინვესტიციებს. ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ამერიკა მეგობარი სახელმწიფოს და სტრატეგიული პარტნიორის სახელით სქართველოში ახორციელებს;

📍 ჩვენ უნდა გვესმოდეს და ეს ცალსახაა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან მიმართებაში აქვს თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები;

🔷 ამის შესახებ საპარლმენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „პოლიტიკური დებატების“ ფორმატში განაცხადა.

🔷 „თუ ვინმე ამ დარბაზში ან საერთოდ მომცემს განმარტებას და მეტყვის რატომ არის ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორი, ამაზე პასუხი ნამდვილად საინტერესო იქნება.

🔷 არა თავისუფალ ვაჭრობას, არა უვიზო მიმოსვლას, არა პირდაპირ ფრენებს, არა პირდაპირ ინვესტიციებს. ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ამერიკა მეგობარი სახელმწიფოს და სტრატეგიული პარტნიორის სახელით საქართველოში ახორციელებს.

🔷 ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება და ვიზის მიღება ერთგვარი დასჯის მექანიზმად იქცა ჩვენი ქვეყნის გარკვეული მოქალაქეებისთვის. კერძოდ, აშშ-ს ადმინისტრაციის ოფიციალური გადაწყვტილებით მოხდა საქართველოში მოსამართლეების დასჯა, რაც მათთვის „მოქმედი ვიზების გაუქმებაში გამოიხატა მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო“.

🔷 აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს ხელისუფლების შეკითხვა აშშ-ს მიმართ, თუ რა კონკრეტული მიზეზით მოხდა მოქმედი მოსამართლეების ამ სახით დასანქცირება, ეს კითხვა სრულად იგნორირებულია მათი მხრიდან.

🔷 ამავდროულად კი, სასჯელ მისჯილ საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ს საელჩო თავისუფლად აძლევს ვიზას და ქვეყანაში შესვლის უფლებას. გარდა ამისა, მათ ასევე, ეძლევათ საშუალება შეიძინონ უძრავი ქონება და აშშ ამ შემთხვევაში არ ინტერესდება ფულის წარმოშობის წყაროთი.“- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატმა თავის გამოსვლაში ასევე, ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ორმაგი სტანდარტით მოქმედებაზე სხვადასხვა კანონებთან მიმართებაში.

🔷 „საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები ათეული მილიონობით ფინანსდებიან, რომლებიც ყველა მეთოდით ებრძვიან სახელმწიფოს. ამ დროს კი, დასავლეთი მათ იცავს და აგულიანებს კიდეც.

🔷 სანამ უნდა ვეფეროთ და გულში მჯიღი ვიკრათ, ვიძახოთ, სადღეგრძელოებში მოვიხსენიოთ ამერიკა როგორც მეგობარი ქვეყანა და უფრო მეტიც, როგორც სტრატეგიული პარტნიორი.

🔷 მოდის არჩევნები და ჩვენ სულ ვსაუბრობთ გამჭვირვალეობის აუცილებლობაზე. არის კითხვები თუ საიდან მოდის ეს მილიონები. ეს ის 88 მილიონი არ არის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოიყო და რომელსაც იღებენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები?!

🔷 მმართველი პარტია ისე არ ახსენებს ამერიკას, რომ არ დასძინოს მეგობარი სახელმწიფო და სტრატეგიული პარტნიორი და ამ დროს, არჩევნებზე ქართულ ოცნებას და მმართველ პარტიას ექნება ბრძოლა არა ოპოზიციასთან, არამედ აშშ-ს მიერ დაფინანსებულ სუბიექტებთან.

🔷 ჩვენ უნდა გვესმოდეს და ეს ცალსახაა, რომ ამერიკას საქართველოსთან მიმართებაში აქვს თავისი ინტერესები და ეს არის მისი გეოპოლიტიკური ინტერესი და ისიც ნათელია პირველ რიგში, თუ რომელი ქვეყნის წინააღმდეგ არის ეს მიმართული. დანარჩენი ყველაფერი მეორე ხარისხოვანია და ეს ყველამ კარგად ვიცით.

🔷 აქედან გამომდინარე, ეს ვითარება უნდა გავითვალისწინოთ და ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ. ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი და სანამ ჩვენ ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ, ძალიან ძნელი იქნება მოსახლეობასთან საუბარი.

🔷 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადების დასაწყისში შეუერთდა კოლეგა დეპუტატების მილოცვებს საქართველოს ნაკრების გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან დაკავშირებით.

„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ პირდაპირ ეთერში

📍 საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმება;

📍 ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა;

📍 საპარლამენტო არჩევნები და ევროკავშირის ორმაგი სტანდარტები;

🔷 ამ და სხვა მნიშვნელოვან მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას.

🔷 დეპუტატის განცხადებით, „ევროპელი სოციალისტები“ მხარს დაუჭერენ „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმების შესახებ.

🔷 „მიმაჩნია, რომ საქართველოში ქალბატონები არასდროს არ ყოფილან დაჩაგრულები და ეს საუკუნეების განმავლობაში ასე იყო. ამიტომ, მე ადრეც ვფიქრობდი, რომ ეს ზედმეტად თავს მოხვეული, კანონით გამაგრებული მოთხოვნა იყო საარჩევნო სიების ფორმირებისას.

🔷 ვფიქრობ, ყველა პარტია და პოლიტიკური ძალა დაინტერესებულია რაც შეიძლება მეტი ხმა მიიღოს არჩევნებში და თუ მათ რიგებში არიან ქალბატონები, რომელთაც აქვთ ხმების მიღების თვალსაზრისით დიდი პოტენციალი, ან თავიანთი კომპეტენციით მაღლა დგანან მამაკაცებზე, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პარტიის ხელმძღვანელობამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება თუ როგორ შეადგინოს საარჩევნო სია, და თუ ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება ვინმე, მას ექნება თავისი ინტერესები და ვფიქრობ, რომ ამის წინააღმდეგები იქნებიან ის ქალბატონები რადიკალური ოპოზიციური ფლანგიდან, რომლებიც დღეს არიან წარმოდგენილნი პარლამენტში. მოგეხსენებათ, მოქმედი კანონი პოლიტიკურ პარტიებს ავალდებულებს, რომ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე იყოს ქალბატონი“. – აღნიშნა დეპუტატმა.

🔷 რაც შეეხება იაგო ხვიჩიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ თუკი „ქართული ოცნება“ გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას მხარს დაუჭერს, ასეთ შემთხვევაში, „გირჩი“ ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე წარდგენილ კანდიდატს მისცემს ხმას, ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, რომ ეს არის ერთგვარი პოლიტიკური შეთანხმება და გარიგება პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება კიდეც.
პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ევროპის საამებლად არაერთი კანონია მიღებული, რომლის შედეგებმაც დღეს იჩინა თავი, რისი ერთერთი თვალსაჩინო მაგალითია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი, რომელსაც დღევანდელი მოქმედი კანონით 90-ი ხმა სჭირდება.

🔷 „მსგავის საკანომდებლო გადაწყვეტილებები სრულიად გაუმართლებლად მიმაჩნია. როცა შენ ხარ უმრავლესობა და არჩეული ხარ მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით, უნდა აიღო პასუხისმგებლობა და მიიღო სწორი გადაწყვეტილება მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში მე არ მიმაჩნია სწორად, რომ ცესკოს თავმჯდომარე იყოს არჩეული 90 ხმით, მაშინ, როცა პარლამენტი პრემიერ-მინისტრს, პროკურურორს ირჩევს 76 ხმით.

🔷 რაც შეეხება შეთანხმებას „გირჩსა“ და „ოცნებას“ შორის, ეს ალბათ არის მოპალარაკების შედეგი, მაგრამ აქ მარტო „გირჩის“ ხმები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ პარლამენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის არჩევა მოხდეს.

🔷 ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემრულებელ გიორგი კალანდარიშვილს ჩვენ მხარს დავუჭერთ, რადგან მან თავისი თავი წარმოაჩინა როგორც კომპეტენციით, ასევე თავისი საქმით, მონდომებითა და ერთგულებით და იგი იმსახურებს ცესკოს თავმჯდომარედ არჩევას“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად იმოქმედებს „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე, დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამაზე დაზუსტებით საუბარი რამდენიმე წელიწადში უფრო იქნება შესაძლებელი.
„დაველოდოთ 2030 წელს, როდესაც უფრო ნათელი და ზუსტი სურათი გვექნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით. ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, ლგბტ+ პროპაგანდის აკრაძლვის შესახებ წინადადება „ევროპელი სოციალისტების“ მხრიდან საკანონმდებვლო დონეზე წამოყენებული იყო ჯერ კიდევ გასული წლის მაისის დასაწყისში, რაც პრაქტიკულად, ერთი ერთზე თანხვედრაშია „ოცნების“ მიერ წამოყენებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან.

🔷 „ამ შემთხვცევაში არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ამ საკითხის ინიციატორი. ახლა მთავრია ჩვენს ქვეყანაში იყოს ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ბავშვებს დაიცავს იმ მავნე პროპაგანდისგან, რომელიც უცხოა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ადათ-წესისთვის, ჩვენი მენტალიტეტისთვის. ასე, რომ თუ ასეთი კანონი იქნება მიღებული ამას მხოლოდ მივესალმებით.“ – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 რაც შეეხება ამ კონტექსტში ცვლილებების განხორციელებას კონსტიტუციაში, დეპუტატის თქმით, „ ქართულ ოცნებას“ იგი ჯერ დარეგისტრირებული არ აქვს და დაზუსტებით არ არის ცნობილი თუ რა სახით იქნება აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში წარმოდგენილი.

🔷 „ამასთან დაკავშირებით შესაძლებელია, იყოს წარმოდგენილი პროექტი ორგანული კანონის სახით, ხოლო თუკი ასეთი ცვლილებები კონსტიტუციის დონეზე განხორციელდება, რა თქმა უნდა, ამას უფრო მეტი ლეგიტიმაცია ექნება და ბევრ რამეს წერტილი დაესმევა, რაც მისასალმებელი იქნება. ასევე, არ არის გამორიცხული მოხდეს კანონპროეტთა პაკეტის ორად გაყოფა. კერძოდ, პირველ ეტაპზე იყოს მიღებული ის კანონები, რომლებიც აუცილებელია და სრულიად თავისუფლად შეიძლება იყოს მიღებული 76 ხმით, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კი, დაიწყოს საერთო სახალხო განხილვა და კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი პროცედურის გავლა.

🔷 ამიტომ, ვფიქრობ, რომ თუ „ოცნებას“ მართლა აქვს გადაწყვეტილი გვერდში დაუდგეს ქართველ ხალხს, ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს სწორედ ამ პრინციპით.
საქართველოში არატრადიციული ორიენტაციის ადამიანები პროცენტულად ძალიან ცოტაა. მათი რაოდენობა შესაძლოა დაახლოებით 3% -ი იყო. აქედან გამომდინარე, არჩევნების შედეგებზე მათ არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ „ლგბტ + პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღება არ უნდა გახდეს საფუძველი არჩევნების არ აღიარებისა დასავლეთის მხრიდან, რადგან საქართველოს მოსახლეობამ თავად უნდა გადაწყვიტოს რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭრეს მხარს, ყოველგვარი უცხო ქვეყნების ჩარევის გარეშე.

🔷 „თუკი არჩვენები ჩატარდება ღიად და გამჭვირვალედ და რომელიმე პოლიტიკური ძალა მიიღებს ხმათა უმრავლესობას, აქ დასავლეთის მხრიდან არჩევნების აღიარება არ აღიარების საკითხი ჩვენს მოსახლეობას ნაკლებად აინტერსებს. თუნდაც მოხდეს არჩევნების არ აღიარება, აქ მოსახლეობის პოზცია იქნება პრინციპული, რომელმაც აირჩია თავისი ხელისუფალი, რომელიც განკარგავს სახელმწიფოს ქონებას, იღებს კანონებს და არის საკუთარი მოსახლეობის დამცველი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა შევეგუთ იმას, რომ საქართველოს ბედს წყვეტს ქართველი ხალხი. მით უფრო, თუ გავითვალსიწიბთ ევროკავშირის ორმაგ სტანდარტს, რომელსაც არ აქვს ობიექტური და სამართლიანი მიდგომა მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში. უფრო მეტიც, ევროკავშირის მოთხოვნაა, რომ სასამართლო სისტემა იყოს მათ დაქვემდებარებაში და მათ კონტროლქვეშ, რაც ქვეყნის შეურაცხყოფად მიმაჩნია“. – აღნიშნა დეპუტატმა.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ გადაცემაში სტუმრობისას მიმოიხილა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პოლიტიკური პერიპეტიები, როდესაც „რადიკალური ოპოზიციური პარტიები და გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები დასავლეთის კარნახით მოქმედებდნენ იმისთვის, რომ არ მომხდარიყო არჩევნების აღიარება“.

🔷„ჩვენ ვიყავით ერთადერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც შევიდა პარლამენტში და ჩაერთო საპარლამენტო საქმიანობაში და ეს გაგრძელდა მთელი 6 თვის განმავლობაში. ამ რეალობის გათვალისწინებით, დასავლეთს უკვე აღარ აწყობდა, რომ რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს გარედან ემოქმედათ, რადგან პარლამენტში უკვე დაცული იყო დემოკრატიის პრინციპი მრავალპარტიულობის შესახებ, სადაც უმრაველობაც იყო და ოპოზიციაც ჩვენი – „ევროპელი სოციალისტების“ სახით. ამიტომ, დასავლეთმა და შარლ მიშელმა კვლავ ორმაგი სტანდარტი აამოქმედეს და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შემოვიდნენ პარლამენტში.

🔷 პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი უფრო გამყარდა მას მერეც, რაც არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომლის წევრიც მე გახლდით, მიიღო დადგენილება, სადაც აღნიშნული იყო, რომ 2020 წლის საპარალემნტო არჩენების დროს არ ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელსაც შეეძლო ემოქმედა არჩევენების შედეგებზე.

🔷 მაშინდელი დემარში, ეს იყო კვლავ დასავლეთის მიერ მოგონილი და დაორგანიზებული, რომლის სათავეში იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 რაც შეეხება არჩევნების შედეგების პროგნოზირებას, დეპუტატმა აღნიშნა, რომ დღეის მონაცემებით, ცალსახად „ოცნებას“ ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ აჯობებს, თუმცა კონკრეტულად პროცენტულ გადანაწილებას არჩევნების შედეგები აჩვენებს.

🔷 „დღეს „ქართული ოცნების“ განვლილი საქმიანობიდან გამომდინარე, საპარლამენტო არჩვენებში წინააღმდეგობას ვერცერთი სხვა პარტია ვერ გაუწევს. მით უმეტეს, დღეს წარმოდგენილი პარტიები დაშლილია გარკვეულ ჯგუფებად.
ჯერ კიდევ ნაადრევია გადაჭრით საუბარი თუ რა შედეგებით დასრულდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. მანამდე შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს როგორც საქრთველოს პოლიტიკურ ასპარეზზე, ასევე გლობალურად, რადგან გასათვალისინებელია მსოფლიო კატაკლიზმები დაწყებული უკრაიანის ომიდან, დამთავრბეული საპრეზიდენტო არჩევნებით ამერიკაში.“- მიაჩნია დეპუტატს.