Le projet de loi sur la désoligarchisation est inconstitutionnel - Fridon Eng

🔹„კანონის პროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ ანტიკონსტიტუციურია“.

🔹 ამის შესახებ საპარალამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ გადაცემაში „ალტერნატიული ხედვა“ განაცხადა.

🔹 „ჩვენ ბოლომდე ვიქნებით ამ კანონპროექტის წინააღმდეგი, რადგან იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ე.წ. რეესტრში პიროვნების შეყვანა, მისი გამოცხადება ოლიგარქად ისე, რომ მას გასაჩივრების უფლება არ ჰქონდეს, ეს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლს ეწინააღმდეგება. მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ნებისმიერი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. თუ პარლამენტი ამ სახით მიიღებს კანონპროექტს „დეოლიგაქიზაციის შესახებ“, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანთ კონსტიტუციურ სარჩელს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 დეპუტატის თქმით, მმართველმა პარტიამ, ძალიან ოსტატურად გამოიყენა უკრაინის კანონი და ერთი ერთზე გადმოიტანა იგი საქართველოში.

🔹„თუკი, კანონი მისაღებია უკრაინაში, ლოგიკით, აქაც მისაღები უნდა იყოს იგი. თუკი ოლიგარქის ცნება უკრაინაში არსებული რეალობის პარამეტრებში ჯდება, მაშინ, აქაც უნდა ჩაჯდეს და ასეთ შემთხვევაში, ამ სიაში შეიძლება მოხვდეს ბევრი ადამიანია, მათ შორის ოპოზიციიდან. ამიტომ, მმართველი პარტია, აქ ცდილობს ორი კურდღლის დაჭერას. ამასთან, მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის დასკვნა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელსაც მმართველი პარტია ელოდება“, – აღნიშნა დეპუტატმა.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს და გააგრძელოს მუშაობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით და ასევე, სამშვიდობო პოლიტიკის კუთხით, რომლის შედეგების მომსწრე ვართ ჩვენ დღეს.

🔹 „სწორედ ქვეყნის ინტერსები და სახელმწიფოებრივი აზროვნებაა მნიშვნელოვანი, ვიდრე 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, რისთვისაც ასე იღწვის დღევანდელი ხელისუფლება. მნიშვნელოვანია ხისტი პოლიტიკის გატარება, რაშიც, სამწუხაროდ, მოიკოჭლებს ჩვენი მთავრობა“, – დასძინა ფრიდონ ინჯიამ.

Laisser un commentaire

Votre adresse email ne sera pas publiée.

Vous pouvez utiliser ces balises et attributs <abbr title="Langage Signalétique Hyper Text">HTML : <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> </abbr>

*