ფრიდონ ინჯიას გამოსვლა პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წლიური ანგარიშით წარდგა

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლა პარალმენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წლიური ანგარიშით წარდგა.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ პაპუაშვილის გამოსვლა და მისი საქმიანობა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში შეაფასა როგორც „ქართული ოცნებისთვის“ გასული წლის აღმოჩენა.

🔷 ანგარიშს, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, გასულ წელთან შედარებით ძალიან დიდი განსხვავებაა, და ვიტყოდი, რომ შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნებისთვის“ გასული წლის აღმოჩენაა. ყველაფერი იყო ნათქვამი თქვენს გამოსვლაში, თუმცა იყო ცალკეული ხარვეზები და ზოგიერთ ამ საკითხზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს პრინციპული პოზიცია ისეთ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც ქვეყნისა და სახელმწიფო ინტერესებს უკავშირდება და სწორად უნდა გაანალიზოს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების შედეგები.

🔷 ფრიდონ ინჯიამ ამ კონტექსტში ხელისუფლება და საკანონმდებლო ორგანო გააკრიტიკა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, რომლის მიღების შედეგად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა პრაქტიკულად, ჩიხში შევიდა და მას გაუჭირდა სრულყოფილად საკუთარი საქმიანობის წარმართვა.

🔷 ამასთან დაკავშირებით დეპუტატმა ხელისუფლებას პასუხისმგებლობის აღება მოსთხოვა.

🔷 „ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ვენეციის კომისია მთელს მსოფლიოში და ევროპაში მხოლოდ საქართველოზე მუშაობს. ჩვენ რომ არა, კომისიას სამუშაო არ ექნებოდა.

🔷 მინდა გითხრათ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რეკომენდაციებია და არა კონსტიტუცია, არა კანონი, არა მამა-პაპისგან დაბარებული დარიგება – ეს ასე გააკეთეთო…

🔷 რატომ ვამბობ ამას, არის კანონი, რომელსაც ჩვენმა პარტიამ ხმა მისცა, და ის საარჩევნო კოდექსს ეხება, სადაც მიგვაჩნდა, რომ ის ნორმა, რომელიც იყო მიღებული, და ამაში თქვენ – უმრავლესობა ხართ დამნაშავე, რომ 100 ხმით ხდება გადაწყვეტილებების მიღება, მაშინ როდესაც პრემიერ-მინისტრს, გენერალურ პროკურორს ნიშნავთ 76 ხმით და რა გახდა ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნა.

🔷 რატომ მიეცით ამის საშუალება? თუ თქვენ ხართ უმრავლესობაში, კეთილი ინებეთ და აგეთ პასუხი, ასე უნდა გაგეკეთებინათ და ახლა უკან იხევთ. ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, შესაძლოა, თავიდან აგვეცილებინა და არ ყოფილიყო, თქვენ რომ თავიდანვე პრინციპულ პოზიციაზე დამდგარიყავით.

🔷 ეს არა მხოლოდ ცესკოს, არამედ იუსტიციის საბჭოს წევრებსაც ეხება და ა.შ.

🔷 ამ თითქმის 3 წლის განმავლობაში არასრულყოფილი საარჩევნო კომისია იყო. როგორ შეიძლება ყოველ 6 თვეში ცესკოს თავმჯდომარე ტრიბუნასთან იყო და დამტკიცება-არ დამტკიცების პროცესს გადიოდეს.
მიუხედავად ამისა, ამ 3 წლის განმავლობაში ერთხელაც არ ყოფილა რამე პრინციპული საკითხი საარჩევნო კომისიაში, რომელიც პრობლემური ყოფილიყო.

🔷 აბსოლუტურად ყველა საკითხი წყდებოდა ურთიერთშეთანხმებით. ამ ხნის განმავლობაში რამდენი არჩევნები ჩატარდა ადგილობრივი, თუ შუალედური, არ ყოფილა რაიმე უთანხმოება“, – განაცხადა დეპუტატმა

🔷 რაც შეეხება ევროკომისიის 9 რეკომენდაციას, რომელზეც პარლამენტი სისტემატურად მსჯელობს და ყოველ კვირა მიმდინარეობს განხილვები, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით დასახელებულია 2030 წელი. შესაბამისად, წინ არის კიდევ 6 წელი. აქედან გამოდინარე, დეპუტატის თქმით, 6 წლის შემდეგ დიდი ალბათობით დღეს წარმოდგენილი რეკომენდაციები აღარ იქნება აქტუალური. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ როგორი ინტენსივობით იცვლება მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარება. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე მიმართავს ხელისფლებას, აკეთოს თავისი საქმე მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის ინტერსებიდან გამომდინარე.

🔷 „ევროკომისია ჩვენ იქედან გვაწვდის რეკომენდაციებს, ხოლო მიღებაზე და გაწევრიანებაზე დასახელდა 2030 წელი, ანუ 6 წელი გავქვს წინ.

🔷 ამიტომ ეს 9 რეკომენდაცია შეგვიძლია ამ ხნის განმავლობაში გავაკეთოთ, და ეჭვი მეპარება, რომ 6 წლის, თუნდა 5 წლის ბოლოს ევროკომისიიდან რეკომენდაციები ისეთივე იყოს, როგორიც დღეს. ისევე როგორც ევროკავშირი, ყველაფერი იცვლება მთელს მსოფლიოში განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ამიტომ ამ 9 რეკომენდაციიდან 6 წლის ბოლოს რა დარჩება, კაცმა არ იცის.

🔷 ამიტომ, ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთოთ, რომელიც ქვეყნისთვის პრინციპული და საჭიროა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციური პარტიების მიერ გამოგზავნილი წერილების რეაგირების გარეშე დატოვების ფაქტზე, რაც მისი აზრით, მიუღებელია და ამ მხრივ მათ შეუძლიათ აიღონ მაგალითი ახალ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძისგან, რომელიც ყველა კითხვას კვალიფიციურ და დამაჯერებელ პასუხს სცემს.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ თავისი საქმიანობის მნიშვნელოვანი დრო დაუთმოს ცილისწამების შესახებ კანონის მიღებას. ასევე დღის წესრიგში კვლავ უნდა დადგეს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალეობის საკითხს და ზოგადად იმოქმედოს მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

🔷 „ცილისწამება, რომელიც ნიაღვარივით მოედინება, არის იმ გეგმის შემადგენელი ნაწილი, რომელიც შემუშავებულია ნაციონალური მოძრაობისა და მასთან შეხმატკბილებული ღიად, ირიბად, თუ ფარულად მოქმედი პარტიების მიერ, მათი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი ტელევიზიების მიერ. გეგმის მისაღწევად ყველაფერია დაშვებული:
🔷 ეს იქნება ომის გამოცხადება, თუ ჩვენი ტერიტორიების კიდევ ერთხელ განადგურება და დაკარგვა;
🔷 ყველა სახის ეკონომიკური კონტაქტების გაწყვეტა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და მათ შორის, რუსეთთან, მაშინ როდესაც ევროპა და ამერიკა ვაჭრობენ და მილიარდობით დოლარის ურთიერთ სარგებელს ნახულობენ ამ ქვეყნებთან ურთიერთობით და არ აქვს მნიშვნელობა, რა ეკონომიკურ ზარალს მიიღებს ჩვენი ქვეყანა;
🔷 ყველა სახელმწიფო პროექტი, რომელსაც სახელმწიფოსთვის მომგებიანად ვთვლით, მიუღებელია იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ბევრ შემთხვევაში ფინანსდებიან დასავლეთიდან. ეხლა ტაივანიც დაემატა ამას, რომელიც გვირჩევს, თუ რა ცუდია ჩინეთი.
ბოლო პერიოდში ამაში ჩვენი პრეზიდენტად წოდებული, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი მთელი ძალით ჩაერთო.

🔷 ამ ყველაფერს ხელისუფლება წინ უნდა აღუდგეს და ამაში დიდი როლი აქვს პარლამენტს.

🔷 რა საშიშროების წინაშეა დღეს ჩვენი ქვეყანა? ძირითადს გეტყვით:

🔷 მეომრები, რომლებიც შეიძლება უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდნენ. მათი დასაქმება იქნება, თუ ადაპტირება ამ რეალობასთან. როდესაც კაცი რამდენიმე წელიწადი ომობს, ეს ადამიანზე დიდ ზეგავლენას ახდენს. ამისთვის ჩვენი ხელისუფლება მზად უნდა იყოს. მე ვფიქრობ, რომ გასაგებად ვსაუბრობ… განსაკუთრებით, წლის ბოლოსთვის.

🔷 სრულად ვიზიარებ კოლეგების, ქალბატონ რიმა ბერაძისა და ბატონ ლადო კახაძის პოზიციას ცილისწამებასთან და დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, რადგანაც ეს არამხოლოდ პარლამენტარების, არამედ ჯანსაღად მოაზროვნე ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნაცაა.

🔷 სულ უფრო გაფართოვდა ცილისწამებები და დეზინფორმაციის გავრცელება, ეს კი დაპირისპირებასა და პოლარიზაციას კიდევ უფრო მაღლა წევს.

🔷 შეიძლება ველოდოთ დესტაბილიზაციისთვის ისეთ ქმედებებს, როგორიცაა დივერსიული აქტები და ასე შემდეგ. გავიხსენოთ ის 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოგზაურობდა. მადლობა ღმერთს, გადავრჩით, და მოსახლეობა არ დაზარალდა.

🔷 რას ვისურვებდი?

🔷 პარლამენტი უნდა დაუბრუნდეს კანონპროექტის მიღებას, რომელიც ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას, რასთან დაკავშირებითაც ევროკავშირსა და მთელ რიგ ქვეყნებში განხილვის პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ ამ ორგანიზაციების დაფინანსებაზე ინფორმაციებს არ უნდა ვიღებდეთ სხვა ქვეყნებიდან და სხვადასხვა დაფარული წყაროებიდან. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე მთელი მოსახლეობისთვის, ვინ რით სუნთქვას.

🔷 კოჰაბიტაციის დამთავრება და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც ბევრი რამ გამოაშკარავდება, და ბევრ რამეს წერტილი დაესმება“, – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

Laisser un commentaire

Votre adresse email ne sera pas publiée.

Vous pouvez utiliser ces balises et attributs <abbr title="Langage Signalétique Hyper Text">HTML : <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> </abbr>

*