Le président du groupe politique "Socialistes européens" du Parlement géorgien Fridon Injia a adressé plusieurs propositions et recommandations importantes au ministre de l'Intérieur Vakhtang Gomelauri

🔴 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს რამდენიმე მნიშვნელოვანი წინადადებით და რეკომენდაციით მიმართა.

🕓 უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

🔸 აუცილებელია არსებობდეს კონკრეტული გეგმა, რომელიც ნარკოდანაშაულის პრევენციას შეუწყობს ხელს;

🔸 მიზანშეწონილი იქნებოდა განათლების სამინისტროსთან გაფორმებულიყო სპეციალური მემორანდუმი, რომელიც სკოლებში მოსწავლეთათვის წარმატებული პოლიციელების მხრიდან ლექციების ჩატარებას უზრუნველყოფდა;

🔸 მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს და უწყების თანამშრომელთა საქმიანობის მეტი პოპულარიზაცია;

🔸 დამერწმუნეთ, თუ, ყველა სახელწმიფო დაწესებულება მუშაობას დაიწყებს დილის 9 საათზე, დედაქალაქი განიტვირთება.

🔸 „კიდევ ერთხელ მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები მინისტრს და სამინისტროს წარმომადგენლებს.
პირველ რიგში, დიდი მადლობა მშვიდობისთვის, რომელიც დღეს საქართველოში სუფევს და ამაში თქვენი დიდი ძალისხმევაა.

🔸 აქ ჩემმა კოლეგამ თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთერთი უმნიშვნელოვანესი უწყება და მიმართულებაა ქვეყანაში. მას მე დავამატებდი, რომ ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი უწყებებია: შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლების სფერო და სამედიცინო დარგი.
მიუხედავად ამისა, მე მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ერთერთი ყველაზე ფუნდამენტური უწყებაა ქვეყნისთვის, იგი არის ქვეყნის სახე.

🔸 როდესაც სახელმწიფოში უცხოელი შემოდის, ის პირველ რიგში ხედავს პოლიციელს, რომელიც ქვეყნის სახეს წარმოადგენს.

🔸 თქვენ, საკმაოდ დადებითი მუხტი გაქვთ და არ გიჭირთ საზოგადოებასთან ურთიერთობა… თქვენი საუბარი, ღიმილი, მოთმინება, მადლობა ამისთვის.

🔸 მე მინდა დავიწყო საუბარი როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქემ, რომელსაც დღეს, მომეცა საშუალება, როგორც პარლამენტის წევრმა გითხრათ ჩემი სათქმელი.
მე მოვისმინე ის ციფრები, რაც თქვენ დღეს დაასახელეთ ნარკო რეალიზატორებთან დაკავშირებით, რომ მოხდა 202 ნარკო რეალიზატორის დაკავება. ჩემი აზრით, ეს ძალიან შემაშფოთებელი ციფრია და ვფიქრობ, რომ აქ მარტო ციფრების დასახელებით არ უნდა შემოვიფარგლოთ. აქ აუცილებელია არსებობდეს კონკრეტული გეგმა, რაც დანაშაულის პრევენციას შეუწყობს ხელს.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა განათლების სამინისტროსთან გაფორმებულიყო სპეციალური მემორანდუმი, რომელიც სკოლებში მოსწავლეთათვის წარმატებული პოლიციელების მხრიდან ლექციების ჩატარებას უზრუნველყოფდა;

🔸 „არის თუ არა მემორანდუმი ან ხელშეკრულება ან მსგავსი, საქართველოს განათლების სამინისტროსთან?
მე მაგალითად, გავაფორმებდი ხელშეკრულებას განათლების სამინისტროსთან და ავიღებდი ვალდებულებას, რომ ყველა სკოლაში თქვენი წარმომადგენელი, წარმატებული პოლიციელი, მაღალ კლასებში, ჩაატარებდა ლექციებს სხვადასხვა მიმართულებით.

🔸 ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიციისთვის, მოსწავლეებისთვის ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც შესაძლოა პროფესიად სწორედ ეს მიმართულება აირჩიონ“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 დეპუტატმა, ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინიტროს საქმიანობისა და ზოგადად უწყების თანამშრომელთა უფრო მეტი პოპულარიზაციის საკითხზე, რადგან მისი აზრით, საზოგადოებისთვის სრულყოფილად არ არის ცნობილი უწყების საქმიანობის შესახებ.

🔸 „არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდი, სადაც არის ლამაზი გადაცემები მაგრამ საზოგადოების ძირითადმა ფენამ ეს არ იცის და მიუწვდომელია მისთვის.
ჩემი აზრით, ამ გადაცემებს და შსს თანამშრომლებს პოპულარიზაცია აკლია. ეს იქნება გადაცემები სპეციალურ არხზე, თუ კინო ფილმების გადაღება, ან ბილბორდებზე პოლიციელების გამოჩენა. ეს გარკვეულწილად იქნება მოტივაცია პოლიციელებისთვის თუ გამომძიებლებისთვის.

🔸 თუმცა, მოტივაცია, ჩემი აზრით, პირველ რიგში დაფინანსებაა და ამ დროს, ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ამბობს, რომ შევზღუდოთ სახელმწიფოში შემოსვლა. პირობითად, 100 კაცის შემოსვლა საქართველოში ეს ერთი მილიონი შემოტანილი თანხაა და რომ არა ეს ფაქტორი, ის მოგება, რომელიც სახელმწიფომ წინა წელს მიიღო ნამატის სახით, ნამდვილად არ იქნებოდა“.- აღნიშნა დეპუტატმა.

🔸 ფრიდონ ინჯიამ პარალმენტის ტრიბუნიდან მოუწოდა ვახტანგ გომელაურს, იმოქმედოს კანონის უზენაესობიდან გამომდინარე, რაც მის საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის და მისი ავტორიტეტი გაცილებით მაღალი იქნება.

🔸 „გარკვეული ძალები ყველაფერს ეწინააღმდეგებიან და უნდათ დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა. მათი ქმედებები მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოში წინსვლა და განვითარება არ მოხდეს. ამიტომ, თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ თავაწეულად, რასაც კანონი ითვალისწინებს და თუ იქნება კანონის უზენაესობა თქვენი მხრიდან, თქვენი ფასი გაცილებით მაღალი იქნება.“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე გამოვიდა წინადადებით, რომ საჯარო სამსახურებმა მუშაობა დაიწყონ დილის 9 საათზე, რაც დედაქალაქში არსებული საცობების განტვირთვას შეუწყობს ხელს.

🔸 „კიდევ ერთი საკითხი, ამ შემთხვევაში, მინდა გთხოვოთ როგორც მთავრობის წვერს და არა როგორც შინაგან საქმეთა მინისტრს. გთხოვთ მთავრობის სხდომაზე გააჟღეროთ ჩემი წინადადება და მთავრობამ მიიღოს დადგენილება, იმის შესახებ, რომ ყველა სამთავრობო დაწესებულება მუშაობას იწყებდეს დილის 9 საათზე, ეს გადაწყვეტილება განტვირთავს ქალაქს. დამერწმუნეთ, თუ, ყველა სახელწმიფო დაწესებულება მუშაობას დაიწყებს დილის 9 საათზე, ქალაქი განიტვირთება“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

Laisser un commentaire

Votre adresse email ne sera pas publiée.

Vous pouvez utiliser ces balises et attributs <abbr title="Langage Signalétique Hyper Text">HTML : <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> </abbr>

*