Fridon Injia a participé à une réunion en ligne initiée par la Commission de suivi de l'Assemblée parlementaire du Conseil de l'Europe avec des représentants de la Commission de Venise et des factions et groupes politiques de l'opposition parlementaire sur les amendements à la loi organique de Géorgie sur les tribunaux communs en décembre 2021

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ მონაწილეობა მიიღო ონლაინ შეხვედრაში, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ინიციატივით ვენეციის კომისიის წარმომადგენლებსა და საპარლამენტო ოპოზიციურ ფრაქციებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში“ 2021 წლის დეკემბერში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით გაიმართა.

🔹 ფრიდონ ინჯიამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების საკითხთან დაკავშირებით.

🔹 „დავიწყებ მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების ვადის საკითხით. მოგეხსენებათ, კანონში ახლებურად ჩამოყალიბდა 37-ე პრიმა მუხლი და მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების მაქსიმალური ვადა გაიზარდა ერთი წლით. ვფიქრობ, რომ მოსამართლე, რომელიც საკუთარი თანხმობით ან თანხმობის გარეშე დატოვებს საცხოვრებელ ადგილს და თავისი საქმიანობას განახორციელებს ოჯახისგან შორს, იმსახურებს სახელმწიფოსგან წახალისების სახით დამატებით სამსახურეობრივ სარგოს“. – განაცხადა ონლაინ შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔹 რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვის გაუქმებას, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის აზრით, იგი იზიარებს კანონის ამ დათქმის მიმართ გამოთქმულ უარყოფით შეფასებებს და მიაჩნია, რომ იუსტიციის საბჭოს წევრის პოზიციაზე ერთი და იმავე პირის ორჯერ არჩევის აკრძალვა, იქნებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის და დემოკრატიულობის დამატებითი გარანტია.

🔹 ვენეციის კომისიის წარმომადგენლთა მხრიდან გარკვეული ინტერესი გამოიწვია ფრიდონ ინჯიას წინადადებამ მოსამართლისთვის სახელმწიფოსგან წახალისების სახით დამატებით სამსახურეობრივ სარგოს დაწესების შესახებ. ვენეციის კომისიის წარმომადგენლების თქმით, ისინი ამ საკითხს მომავალშიც დაუბრუნდებიან საკითხის მნიშვნელობიდან და ინტერესიდან გამომდინარე.

Laisser un commentaire

Votre adresse email ne sera pas publiée.

Vous pouvez utiliser ces balises et attributs <abbr title="Langage Signalétique Hyper Text">HTML : <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> </abbr>

*