Il était impossible d'être du côté de la guerre - la guerre est menée aujourd'hui par Poutine - Fridon Injia

🔹 შეუძლებელია იყო ომის მხარეს … ომს დღეს აწარმოებს პუტინი – ფრიდონ ინჯია.
🔹 „ომის მხარეს როგორ უნდა იყო? ეს შეუძლებელია. ხოლო ომს დღეს აწარმოებს პუტინი…ძალიან ტრაგიკულია ეს ყველაფერი“.
🔹 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
🔹 მისი თქმით, რუსეთი და პუტინი დღეს არ არის სხვადასხვა ცნება.
🔹 „ეს ერთია მთლიანობაში. ახლა ხალხი იქ არაფერს წყვეტს. ყველა გადაწყვეტილება სათავეში მიიღება“, – აღნიშნა დეპუტატმა.
🔹 როგორც ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად ერთი რამ გამოიკვეთა, კერძოდ ის, რომ მესამე ძალას, როგორიც არის ევროპის ცალკეული ქვეყნები და აშშ, აწყობთ, რომ იყოს ომი და აფინანსებენ როგორც ერთ, ისე მეორე მხარესაც.
🔹 „პროგნოზს ვერ გეტყვით… მოლაპარაკებებისას იმდენად ბევრი საკითხია, რომ შეთანხმება რთულია, და ამიტომ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან. სამწუხაროა, რომ მოლაპარაკების მიუხედავად დაპირისპირება გრძელდება“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

Laisser un commentaire

Votre adresse email ne sera pas publiée.

Vous pouvez utiliser ces balises et attributs <abbr title="Langage Signalétique Hyper Text">HTML : <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> </abbr>

*