Archives de catégorie : Accueil

შუა დერეფნის პროექტი ეპოქალური მნიშვნელობისაა და საქართველომ მის განსახორციელებლად უნდა იბრძოლოს ფრიდონ ინჯიას შეკითხვები საგარეო საქმეთა მინისტრს

📍 „შუა დერეფნის“ პროექტი ეპოქალური მნიშვნელობისაა და საქართველომ მის განსახორციელებლად უნდა იბრძოლოს – ფრიდონ ინჯიას შეკითხვები საგარეო საქმეთა მინისტრს

📍 „შუა დერეფნის“ სატრანსპორტო პროექტი ეს არის ამ ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური სტაბილურობისთვის.

🔶 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს მოუსმინეს.

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყნის როლის, ასევე რეგიონში მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორის გაძლიერება პირდაპირ კავშირშია სხვადასხვა მიმართულების სატვირთო-სატრანზიტო დერეფნების განვითარებასა და ფუნქციონირებასთან. რაც, ასევე უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდ ფინანსურ და ეკონომიკურ მოგებას.

🔶 „როგორ მიგაჩნიათ, ხომ არ არის რაიმე სახის საშიშროება, რომ ხელი შეეშალოს ამ პროექტის ხორცშესხმას? – ამ კითხვით მიმართა ფრიდონ ინჯიამ საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს.

🔶 დეპუტატი ასევე, დაინტერესდა იმ სატრანსპორტო პროექტებით, რომელიც საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლოა განხორციელდეს როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონების გავლით.

🔶 „ქვეყნის სახელმწიფო ინტერსებიდან გამომდინარე, ხომ არ თვლით საჭიროდ, რომ გამოყენებულ იქნას აფხაზეთისა და ცხინვალის გავლით სატრანსპორტო მაგისტრალები, ისევ და ისევ ქვეყნის პოლიტიკური მიზნებისა და სახელმწიფოს ეკონომიკური წინსვლისთვის“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დეპუტატმა საგარეო საქმეთა მინისტრის წინაშე წამოჭრა, შეეხებოდა რუსეთში მცხოვრებ მილიონიან ქართულ დიასპორას.

🔶 „დღეს პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთში მილიონამდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს.

🔶 მოგეხსენებათ, საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან. ამის გათვალისწინებით, რა კონკრეტულ ღონისძიებებს ატარებს თქვენი უწყება ჩვენი თანამემამულეების მიმართ, რუსეთის ფედერაციაში მოღვაწე ქართული დიასპორის მიმართ და მათი საქართველოსთან ინტეგრაციისა და ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად და აქ მცხოვრები ნათესავების კონტაქტების გასამყარებლად?“ – მიმართა ფრიდონ ინჯიამ ილია დარჩიაშვილს.

Le discours du président du groupe politique des Socialistes européens du Parlement de Géorgie, Fridon Injia, depuis la tribune du Corps législatif suprême, où le Premier ministre Irakli Gharibashvili a été entendu par interpellation.

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს;

🔴 რას აძლევს საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი?

🔴 ევროკავშირის 12 პუნქტიანი რეკომენდაციიდან დეპოლარიზაციის შესახებ მუხლის მთავარი ქვაკუთხედი, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიერ ხელისუფლების დათმობაა;

🔴 სიტუაციის დაძაბვა, არეულობა აწყობთ იმ დესტრუქციულ ძალებს, რომლებსაც არ აქვთ იმედი, რომ არჩევნების გზით გაიმარჯვებენ. ამიტომ, ამ პოლიტიკურ ბატალიებში უმთავრესი არის კანონის აღსრულება, კანონის უზენაესობა;

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში მიმოიხილა და შეაფასა მიმდინარე პოლიტიკური თემები და ასევე, ყურადღება გაამახვილა 7- 8 მარტს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებზე, რომელიც რადიკალური ძალების მიერ ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იყო ორგანიზებული.

🔶 დეპუტატის განცხადებით, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლებამ ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც სამართლებრივად განსაზღვრავს სახელმწიფოს ეკონომიკურ და გარკვეულ წილად, პოლიტიკურ ურთიერთობებს. ასოცირების ხელშეკრულება ასევე, ითვალისწინებს ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებს, რაც ფრიდონ ინჯიას აზრით, საქართველოს პირობებში სრულად არ არის გამოყენებული და აუცილებელია, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლებამ მეტი იმუშაოს.

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ასევე, ხელი აქვს მოწერილი შეთანხმებაზე, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირთან უვიზოდ მიმოსვლას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების ხელშეკრულების გარდა, საქართველოს გააჩნია უფრო ღრმა, პირდაპირი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომელიც მიღებულია ცივილიზებულ სამყაროში და ეს ძალიან მისასალმებელია.

🔶 „ყურადღება მინდა გავამახვილო საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, რომელიც ქვეყანას მიენიჭა შარშან, და მინდა ავღნიშნო, რომ ჩემთვის გაუგებარია თუ რას ითვალისწინებს ევროპული პერსპექტივა. სამი ქვეყნიდან, (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო) არსებული პარამეტრებით, ყველაზე მეტად კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა საქართველო და მისი ხელისუფლება.
თუნდაც, მაგალითისთვის, ავიღოთ საქართველოს სასამართლო სისტემა, რასთან დაკავშირებითაც დიდი აჟიოტაჟია ატეხილი რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან. მიუხედავად ამისა, ევროპული პარამეტრებით აღმოჩნდა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა ერთერთი მოწინავეა.

🔶 ჩემთვის გაუგებარია, რას აძლევს მოსახლეობას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი? მაგალითად, რას მიიღებს კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, გლეხი ამბროლაურის რაიონში? ასევე, მე მაინტერესებს ერთი წლის განმავლობაში რა დაკარგა საქართველოს მოსახლეობამ ეკონომიკურად ამ გადაწყვტილებით? ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რას გვაძლევს იმაზე მეტს პრაქტიკულ გამოხატულებაში, რაც აქამდე უკვე მიღებული აქვს საქართველოს?

🔶 ამ კითხვებს ვსვამ იმიტომ, რომ ხელისუფლება ყველაფრისთვის მზად იყოს. ხოლო, საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს არსებობს თუ არა რაიმე სახის საშიშროება, გარდა იმ მუქარებისა, რომელიც ჩვენ ასე ხშირად გვესმის პოლიტიკური ზეწოლის სახით“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის 12 პუნქტიდან, დეპოლარიზაციის შესახებ ევროკაშირის მოთხოვნის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგანაც დეპოლარიზაციის ქვაკუთხედი საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიერ ხელისუფლების დათმობაა.

🔶 დეპუტატის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, მუდმივად მიდის სპეკულირება და აპელირება სტრატეგიული პარტნიორების პოზიციასთან დაკავშირებით ქვეყნის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში, და პრაქტიკულად, სტრატეგიული პარტნიორების ირგვლივ ტრიალებს საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგი.

🔶 „მე მაინტერესებს, იღებს თუ არა საქართველო სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან იმ სასიცოცხლო დანიშნულების ენერგო მატარებლებს როგორიც არის, ელექტროენერგია, ნავთობპროდუქტები, გაზი, ხორბალი, კარაქი, ზეთი, შაქარი, თევზი, მაკარონი, ბრინჯი, ბურღულეული და ა.შ., რომლითაც ივსება საქართველოს მოსახლეობის ძირითადი სამომხმარებლო კალათა. და თუ ეს ასეა, მისი შეწყვეტის შემთხვევაში, გააჩნია თუ არა ხელისუფლებას ალტერნატიული გზები? გვაქვს თუ არა ენერგო მატარებლების და ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების შემოტანის ალტერნატივა და რამდენად ეკონომიური იქნება ეს ალტერნატივა ქვეყნისთვის?“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 დეპუტატმა გარკვეულ წილად პარადოქსი უწოდა იმ გარემოებას, როდესაც რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების მიუხედავად, უკრაინა ენერგო მატარებლის გატარებაზე, როგორიც არის ბუნებრივი აირი, რუსეთის ხელისუფლებას წელიწადში დღესაც მილიარდობით თანხებს უხდის. იგივე შეიძლება ითქვას ევროპის ქვეყნებზე, რომლებიც ენერგო მატარებლებს იღებენ რუსეთიდან და ეკონომიკურად თანამშრომლობენ მასთან. საქართველოს კი, როგორც პატარა სახელმწიფოს, ქვეყანაში მოქმედი რადიკალური ძალები ეუბნებიან, რომ საქართველოს არ უნდა ჰქონდეს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა.

🔶 დეპუტატს მიაჩნია, რომ ამ საკითხებთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქვეყანის ხელისუფლებას ჰქონდეს სწორად ჩამოყალიბებული პრინციპული პოზიცია, ისევ და ისევ ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე.

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაში უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ყოველგვარი ესკალაციის თავიდან აცილება და არავითარი იარაღის ჟღარუნი. მით უფრო, იმ სიტუაციიდან გამომდინარე, როცა ბირთვული ომის საშიშროება სულ უფრო რეალური ხდება და ვითარება სრული განეიტრალებისკენ და დამშვიდებისკენ კი არ მიდის, არამედ პირიქით, დაძაბულობა პიკს აღწევს.

🔶 ფრიდონ ინჯიამ თავის გამოსვლაში შეაფასა პარლამენტის წინ 7-8 მარტს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და აღნიშნა, რომ პროტესტი ე.წ. რუსული კანონის მიმართ, იყო მხოლოდ არეულობის საბაბი და რადიკალური ძალების მიზანი ამ გზით ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა გახლდათ. საბოლოო ჯამში კი, ამ მოვლენებმა ქვეყანაში დამატებითი საფრთხე შექმნა.

🔶 „პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის რიტორიკიდან, მოწოდებებიდან, ექსტრემისტული სულისკვეთებიდან, თუ რადიკალური ქმედებებიდან გამომდინარე, მაშინ როდესაც ეს არავითარი რუსული კანონი არ იყო და იყო მხოლოდ საბაბი ქვეყანაში მომხდარიყო არეულობა, აფხაზეთის ტერიტორიაზე დამატებით შემოიყვანეს საჯარისო ნაწილები და მაღალტექნოლოგიური სამხედრო საჰაერო და სახმელეთო ტექნიკა. აი, ეს შედეგი მიიღო ქვეყნამ და შეიქმნა დამატებითი საფრთხე სახელმწიფოში, იმის ნაცვლად, რომ ჩვენ, ჩვენს ძმებს აფხაზებს და ოსებს მოვეფეროთ და დავიწყოთ პირდაპირი დიალოგი მათთან და ამით მაგალითი მივცეთ სხვას“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 დეპუტატს მიაჩნია, რომ 7-8 მარტს მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე უდიდესი იყო შინაგან საქმეთა სამინიტროს როლი არეულობის და ესკალაციის თავიდან აცილების კუთხით, რისთვისაც სამინიტრომ მართლაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. თუმცა, ფრიდონ ინჯია უარყოფითად აფასებს ხელისუფლების ლოიალურ დამოკიდებულებას აქციის მონაწილეთა იმ პირების მიმართ, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და დღემდე არ დასჯილან.

🔶 „ხელისუფლების მხრიდან არ მომხდარა სათანადო რეაგირება იმ პირების მიმართ, რომლებიც აქციის მიმდინარეობის პერიოდში დესტრუქციულ ქმედებებს ახორციელებდნენ და კანონს არღვედნენ. ეს პირები დღემდე არ დასჯილან, რითაც კანონის აღსრულება არ მოხდა. რეგიონებში სრული მხარდაჭერა გაქვთ და მოსახლეობა ელოდება კანონის აღსრულებას სწორედ ამ პირების მიმართ. სიტუაციის დაძაბვა, არეულობა აწყობთ იმ დესტრუქციულ ძალებს, რომლებსაც არ აქვთ იმედი, რომ არჩევნების გზით გაიმარჯვებენ. ამიტომ, ამ პოლიტიკურ ბატალიებში უმთავრესი არის კანონის აღსრულება, კანონის უზენაესობა, ნახევრად კანონის შესრულება კი, ამ კანონს კლავს“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

À la fin, le Mouvement national se désintégrera - Fridon Eng

📍 A la fin, le "Mouvement National" s'effondrera

🔹 Nous devons reporter le projet de loi sur la transparence de l'influence étrangère, même s'il sera toujours acceptable, mais la version américaine de ce projet de loi

🔹 უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროქტების ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გამოაფხიზლა დაშლის პირას მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ საბოლოო ჯამში, ის მაინც დაიშლება.

🔹 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „სეზონი TV“-ს ეთერში განაცხადა.

🔹 „სამწუხაროდ, ამ სიტუაციამ გამოაფხიზლა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დაშლის პირას იყო. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, როდესაც მათი წარმომადგენლების, კერძოდ, მერაბიშვილის მიერ დაანონსდა, 9 აპრილის აქცია, აქ ისევ დაიწყო დაპირისპირება, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნითაც. ვფიქრობ, რომ საბოლო ჯამში „ნაცმოძრაობა“ დაიშლება“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას, დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ კანონპროქტმა უკვე იმუშავა და ნათლად გამოავლინა ჯგუფები, არასამთავრობოები და მათთან გაერთიანებული ორ-სამკაციანი პარტიები. ახლა კი, სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე ქვეყნის დაცვის ვალდებულება.

🔹 „საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რომელი ქვეყნიდან ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და როგორ ხდება ამის ათვისება. მე, როგორც მოქალაქე, ვკითხულობ – რამდენად ემთხვევა იმ ქვეყნის ინტერესები ჩემი ქვეყნის ინტერესებს? აქციაზე გამოსული 15-17 ათასი ადამიანის უმეტესობას – 95%-ს ეს კანონი წაკითხული არ ჰქონდა. საქართველო არ არის მხოლოდ თბილისი, რეგიონებსა და სხვა ქალაქებში საერთოდ არ იცოდნენ, რა ხდებოდა დედაქალაქში, რაზე გამოდიოდნენ ახალგაზრდები.

🔹 მოგეხსენებათ, ასეთი კანონი მუშაობს აშშ-ში. მეორე პროექტს, რომელსაც ნახევრად კანონს ვუწოდებ და რომელსაც მხოლოდ აღრიცხვის ფუნქცია აქვს, მე მხარს არ ვუჭერ. უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც შეერთებულ შტატებში მოქმედებს – მკაცრი და შედეგზე ორიენტირებული. ვინც იმ კანონის მოქმედების არეალში ხვდება, ვალდებულია დაწვრილებით აღწეროს შემოსავალი, მისი მიზნობრიობა და სახსრების ათვისება.

🔹 ვფიქრობ, ახლა უნდა გადავდოთ ეს განხილვები, მაგრამ, საბოლოო ჯამში, დღეს თუ ხვალ, ეს კანონი მაინც მისაღები იქნება“, – განაცხადა დეპუტატმა ინჯიამ.


🔹 საპარლმენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე უმთავრესი ადგილი კანონის უზენაესობას უნდა ეკავოს. მისი აზრით, რომ არა, კანონის აღსრულებისადმი საქართველოში დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, ასეთ რადიკალურ ფორმას არ მიიღებდა.

🔹 დეპუტატი თვლის, რომ საქართველოში ერთგვარად დამკვიდრებული „დაუსჯელობის სინდრომი“ კარგად გამოვლინდა ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პარალმენტის შენობის წინ გამართული აქციების დროს, როდესაც, რადიკალური ძალების წარმომადგენლები მშვიდობიანი საპროტესტო აქციისთვის მიუღებელი მეთოდებით მოქმედებდნენ.

🔹 აქციის მონაწილეთა რადიკალური ნაწილი დეპუტატის თქმით, თითქმის შეიჭრა სახელმწიფო დაწესებულებაში. მათ გააჩინეს ცეცხლი, გამოიყენეს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები პოლიციის მიმართ. სამწუხაროდ, დღემდე არავინ არ დასჯილა.

🔹 „ეს არის ის, რასაც ჩვენთან „კანონის უზენაესობა“ ჰქვია და ეს არის ის, რაც ანგრევს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სახელმწიფოებრიობას. მსგავსი ქმედებები, რომელსაც კანონის არა ჯეროვნად შესრულება ჰქვია, კანონს კლავს, ანადგურებს. კანონი უნდა იყოს უმაღლესი და უზენაესი. მაშინ ქვეყანაში ყველაფერი რიგზე იქნება“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე არ გამორიცხავს მსგავსი ქმედებების განმეორებას რადიკალური ძალების მხრიდან, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ისინი საბოლოო ჯამში, მიზანს ვერ მიაღწევენ.

Déclaration des "socialistes européens".

📍 Déclaration des "Socialistes européens".

🔹 პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი უარყოფითად აფასებენ საქართველოს პარლამენტთან დღეს ერთ-ერთი საზოგადოებრივი ჯგუფის მიერ გამართული საპროტესტო აქციის დროს მომიტინგეთა მხრიდან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტს.

🔹 "De telles actions sont catégoriquement inacceptables pour notre parti politique.

🔹 Nous tenons à souligner que toute manifestation de radicalisme ne correspond pas au plan de développement pacifique de la Géorgie.

🔹 De tels faits contredisent les intérêts nationaux et les aspirations du pays sur la voie difficile du développement démocratique et civilisé, car, en fin de compte, des formes de protestation telles que le fait de brûler des drapeaux, de piller les institutions et les agences de l'État ou d'utiliser les soi-disant "cocktails Molotov" à représentants des forces de l'ordre, sont des ennemis de la Géorgie. Il verse de l'eau sur le moulin.

🔹 Nous, les "socialistes européens", condamnons de telles actions destructrices", indique le communiqué du parti.

Qu'est-ce qui vous est arrivé, quelle tâche faites-vous, qu'est-ce qui ne va pas chez vous - Appel de Fridon Injia au fondateur de TV-First - Chuta

❓ Que vous est-il arrivé, à qui faites-vous la tâche, qu'est-ce qui ne va pas chez vous ? - L'appel de Fridon Injia au fondateur de "TV-First" - Chuta.

❓ Quelle tâche faites-vous, qu'est-ce qui ne va pas chez vous?... C'est ce que le président du groupe politique parlementaire "Socialistes européens" Fridon Injia a adressé au fondateur de "TV First" Chuta (Avtandil Tsereteli), en réponse à la télévision histoire qui a été diffusée sur la chaîne de télévision "TV First" "Nodar Meladze samedi" le 4 mars, où les informations sur le député ont été diffusées avec une mauvaise interprétation.

🔶"Maintenant, je veux m'adresser au fondateur de" TV First "- Chuta, sa femme Nana, que je connais assez bien. Il fut un temps où nous étions en vacances ensemble.

🔶 En même temps, je sais que lui, Chuta, n'a apporté aucune contribution à la guerre de 2008. Au contraire, je pense qu'ils étaient contre... Que t'est-il arrivé, à qui t'occupes-tu ? Qu'est-ce qui ne va pas ... Y a-t-il autre chose qui ralentit un homme géorgien ?! ... Je suis vraiment désolé ... " - a noté Fridon Injia.

🔶 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით დროებითი, საპარლამენტო, საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ფრიდონ ინჯიას მიერ გაკეთებულ განცხადებას რადიკალური ოპოზიციისა და მათთან ასოცირებული მედია საშულებების მხრიდან არა ერთი სატელევიზიო რეპორტაჟი, თუ სიუჟეტი მოჰყვა, სადაც პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან მიმართებაში არა ერთი ცილისმწამებლური განცხადება გაჟღერდა და გავრცელდა ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციებით.