Главная страница

Присоединяйся сейчас

Станьте европейским социалистом

Ознакомьтесь с программой, заполните регистрационную форму и ждите звонка нашего представителя!

facebook

Чехол для ევროპელი სოციალისტები • European Socialists
2,419
ევროპელი სოციალისტები • European Socialists

Европейские социалисты • Европейские социалисты

Официальная страница партии «Европейские социалисты» в Facebook.

🔴 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია გამოდის ინციატივით შეიქმნას სპეციალური სახელმძღვანელო „ქართული ღირებულებების“ შესახებ, რომელიც სკოლებში შეისწავლება. 🔴არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ასეთი სახელმძღვანელო გადაითარგმნოს და ევროპაში დაიწყოს „ქართული ღირებულებების“ სწავლება. 🔷ამის შესახებ დეპუტატმა ამბროლაურში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა.🔷ფრიდონ ინჯიას თქმით, მისი შეხედულებით, კარგი იქნებოდა კანონპროექტში სათაური „ოჯახური ღირებულებები“ შეიცვალოს ტერმინით „ქართული ღირებულებები“, რადგანაც ქართული ღირებულებები ფართო ცნებას მოიცავს, როგორიც არის: ოჯახური ღირებულებები, ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, დედაენის უდიდესი სიყვარული და პატივისცემა, მამულიშვილობა და მრავალი სხვა. 🔷„საერთო სახალხო განხილვის პროცესში მე აღმოვჩნდი როგორც ერთერთი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე და მინდა აღვნიშნო, რომ იყო ოპოზიციონერი არ ნიშნავს იყო ხელისუფლების და ქვეყნის წინაღმდეგი. მიმაჩნია, რომ ამ გუნდთან, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, შესაძლებელია თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ თემების ირგვლივ, რომელიც ასე აქტუალურია ბოლო პერიოდში, რაც მისაღებია ჩემთვის და ჩემი ხალხისთვის. ამიტომ, ვთვლი, რომ ამ პროცესში მეც უნდა გამოვხატო ჩემი პოზიცია და დავაფიქსირო ჩემი პოლიტიკური პარტიის პოზიცია“. - განაცხადა დეპუტატმა. 🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის აზრით, ბოლო პერიოდში ქვეყანა საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას და ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ პროცესებს დღევანდელი ხელისუფლება ღირსეულად და ვაჟკაცურად უმკლავდება. 🔷„მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ პრინციპული პოზიცია დაიკავა და ცალსახად განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირმა უნდა მიიღოს ისეთი როგორიც არის. 🔷როცა საუბარია ოჯახურ ღირებულებებზე, მე ვიტყოდი, რომ უმჯობესია ეს შეიცვალოს ქართული ღირებულებებით, რადგან ქართული ღირებულებების ცნება თავად მოიცავს ოჯახურ ღირებულებებს, ტრადიციებს, ქრისტიანობას, მამულიშვილობას და მრავალი სხვა. 🔷აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კარგი იქნებოდა გამოიცეს სახელმძღვანელო „ქართული ღირებულებების“ შესახებ, რომელიც შეისწავლება სკოლებში. არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ასეთი სახელმძღვანელო გადაითარგმნოს და ევროპაში დაიწყოს „ქართული ღირებულებების“ სწავლება, რადგან სწორედ ქართულ ღირებულებებზე დგას ჩვენი სახელმწიფო და ნამდვილად დროულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება სახელმწიფოსთვის მნიშნელოვანი და საკვანძო კანონპროექტების შემოღების შესახებ. 🔷სწორედ ქართული ღირებულებების დაცვით იქნება შესაძლებელი სახელმწიფოს მშენებლობა, განვითარება და ჩვენი მომავალი თაობების დაცვა“. - გააცხადა ფრიდონ ინჯიამ.🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ამბროლაურში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განსაკურებული სითბოთი და პატივისცემით მოიგონა ცნობილი ქართველი პიროვნებები, რომლებიც წარმომავლობით სწორედ რაჭიდან გახლდათ, როგორებიც იყვნენ: ზურაბ ქაფიანიძე, თენგიზ არჩვაძე, ომარ მხეიძე, ალექსანდრე ჯაველიძე და მრავალი სხვა. 🔷დეპუტატმა ასევე, ხაზი გაუსვა რაჭის კუთხის განსაკუთრებულ დამახასიათებელ თვისებებს, რომელიც ქართული ღირებულებების, ძირითადი ტრადიციებისა და ფასეულობების ერთერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად. ... Узнать большеВидеть меньше
Посмотреть на Facebook
🔵საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მონაწილეობას იღებს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვაში, რომელმაც სტარტი აიღო დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ ქუთაისიდან. 🔷ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში 22 აპრილს საორგანიზაციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა მოსახლეობასთან, სადაც შეხვედრა საკითხის ირგვლივ სიტყვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა. 🔷„მე როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა პარტიამ პირველმა აღიარა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და დაახლოებით 5-6 თვის განმავლობაში ერთადერთი პოლიტიკური ძალა იყო, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში იღებდა მონაწილეობას.🔷 ხაზი მინდა გავუსვა, რომ 2020 ის არჩევნები ჩატარდა სრულიად გამჭვირვალედ და წინა საპარლამენტო არჩევნებზე არ ყოფილა ისეთი დარღვევა, რომელსაც რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეეძლო არჩევნების შედეგებზე. 🔷 მე როგორც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს არ მიმაჩნია, რომ როგორც ოპოზიციური პარტია, აუცილებლად უნდა იყო ხელისუფლების წინააღმდეგი, ან იმ კარგი საქმეების წინააღმდეგი, რასაც აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება. 🔷რა თქმა უნდა, არის საკითხები, სადაც მე ჩემს სათქმელს ვამბობ და მაქვს არგუმენტაცია განსხვავებული მოსაზრებისას, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ესა თუ ის პრობლემა“. - აღნიშნა დეპუტატმა. 🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შესთავაზა საკუთარი წინადადება, რომ კანონპროექტის სათაურში სიტყვა ოჯახური ღირებულებები შეიცვალოს სიტყვით - ქართული ღირებულებები. 🔷„ვსარგებლობ შემთხვევით, რადგან ამ საკითხის საერთო-სახალხო განხილვაა, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება მსოფლიოში და განსაკუთრებით ისეთ ტრადიციულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. აქედან გამომდინარე, ის ჩანაწერი, რომელიც მმართველმა პარტიამ საქართველოს მოსახლეობას შესთავაზა, კერძოდ, ოჯახურ ღირებულებათა შესახებ, აქ მე ოჯახური ღირებულებების ნაცვლად ჩავწერდი ქართულ ღირებულებს.🔷რატომ? – ყველა ოჯახს, ყველა ქვეყანაში თავისებური ღირებულებები აქვს და ზოგიერთ ქვეყნებში მათი ღირებულებები ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ამიტომ მე გთავაზობთ, - სიტყვა ოჯახური ღირებულებები შევცვალოთ სიტყვით - „ქართული ღირებულებები“ და ამაში შედის ოჯახიც, ტრადიციებიც, ის ძალაც რაც ყველას სულშია, რამაც გადაარჩინა საქართველო საუკუნეების განმავლობაში. 🔷იყვნენ იმპერიები, რომლებმაც გაანადგურეს სახელმწიფოები, მაგრამ საქართველო გადარჩა და ქართული სახელმწიფო იქნება მანამ, სანამ დედამიწა იტრიალებს“. - განაცხადა თავის გამოსვლაში ფრიდონ ინჯიამ. ... Узнать большеВидеть меньше
Посмотреть на Facebook
🔷“ევროპელი სოციალისტების” განცხადება🔷პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი კატეგორიულად გმობს ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას, რომელმაც პერმანენტული და ძალადობრივი სახე მიიღო. 🔷„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილე რადიკალური ჯგუფების ქმედებები, რომლებიც გარდა იმისა, რომ ხელს უშლიან მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, ფიზიკურად ესხმიან თავს "იმედის" ჟურნალისტებს. 🔷მედიის მიმართ ბულინგი შორს არის ევროპული ფასეულობებისა და ღირებულებებისაგან, რაზეც ასე აპელირებენ მარგინალური ჯგუფები. 🔷აღნიშნული ქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს. შესაბამისად, დანაშაულის შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მოვუწოდებთ შესაბამის სამსახურებს, ჩაატარონ მოკვლევა, გამოავლინონ ამ ქმედების ჩამდენი პირები, გაატარონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა სრული მოცულობით, რადგან ასეთი ფაქტების მიჩქმალვა იქნება ცუდი პრეცედენტი. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშულ ფაქტზე. 🔷ასევე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, განსაკუთრებით რადიკალური ჯგუფების ქმედებებთან მიმართებაში გაუთვალისწინებელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად“. - ნათქვამია განცხადებაში. ... Узнать большеВидеть меньше
Посмотреть на Facebook
🟣საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია არ გამორიცხავს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის" შესახებ კანონის მიღება არანაკლებ საინტერესო იყოს დონორი ქვეყნების ხელმძღვანელი პირებისთვის, რადგან შესაძლოა მათ არ იცოდნენ თუ რას და როგორ აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით საქართველოში. 🟪ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა. 🟪„წარმოდგენილი კანონი ცალსახად ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია, ისევე როგორც, „ფარას“ კანონი პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს გამოხატავს. 🟪ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენ მივიღეთ საინტერესო ინფორმაცია „ფარას“ კანონის არსებობით, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა ეს კანონპროექტი არ დაინიცირებულიყო. 🟪და რატომ არ შეიძლება სხვა ქვეყნებმაც მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია, თუკი ჩვენ ამ კანონს მივიღებთ?🟪არ არის გამორიცხული დონორი ქვეყნების ხელმძღვანელმა პირებმა, რომლებიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებენ, შესაძლოა არ იციან თუ რა საქმიანობას ხმარდება მათი ფინანსები - კერძოდ, აფინანსებენ წყალსადენს თუ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს?! 🟪ამიტომ, შესაძლოა მათთვისაც იყოს საინტერსო ის კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მივიღებთ“. - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.🟪 დეპუტატის თქმით, თუ ეს კანონი მისაღებია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, ავსტრალიაში, ისრაელში და მიუღებელია ევროკავშირის 26 ქვეყნისთვის, რა არის ამის მიზეზი? 🟪„ცხადია, ამერიკის შეერთებული შტატებს რომ ჰქონოდა სურვილი მიეღო ეს კანონი ევროპაში, დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა ამ კანონს მიიღებდა. 🟪ამით ხომ არ დაიჩაგრა ევროკავშირი, როგორც ჩვენ ახლა გვჩაგრავენ და საერთოდ, სხვა საკითხია თუ როგორ დაზიანდა ევროპა უკრაინის ომში და ვინ მოიგო ამ ომით?!“ - აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.🟪რაც შეეხება გერმანიის კანცლერის შოლცის პოზიციას აღნიშნულ კანონპრექტთან დაკავშირებით და ზეწოლას, როგორც დეპუტატმა განაცხადა, მსგავსი დამოკიდებულება მისთვის მიუღებელია. 🟪„ეს ჩემთვის მიუღებელია. ის ასრულებს აშშ-ს მოთხოვნას და მას ვერ გადაუხვევს. ცერეუ (ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახური) მერკელს (გერმანიის ყოფილი კანცლერი) რომ უსმენდა, შოლცის საუბრები არ იქნება კონტროლ ქვეშ?! გაიღვიძებს ევროპა და მიიღებს ასეთ კანონს. ნუ დარდობთ მათზე“. - მიაჩნია დეპუტატს. 🟪პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, „რომ არა „ფარას“ კანონი ჩვენ გვეცოდინებოდა თუ არა იმ დაფინანსების შესახებ, რომელიც განხორციელდა საქართველოს წინააღმდეგ? კერძოდ, იმ ფაქტების შესახებ, თუ როგორ ხდებოდა დაფინანსება საქართველოში თავიანთი პირადი ან ქვეყნის ინტერსების საწინააღმდეგო ქმედებების განსახორციელებლად“. - აღნიშნა დეპუტატმა. ... Узнать большеВидеть меньше
Посмотреть на Facebook
📍 აუცილებელი და მნიშვნელოვანია სახელმწიფო იდგეს თავის სიმაღლეზე და ამ გარდამტეხ მომენტში ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად - ფრიდონ ინჯია✅საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატმა „პოლიტიკური დებატების“ ფორმატში ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე აქტუალური პოლიტიკური მოვლენები მიმოიხილა. ✅პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოებს შორის მეგობრობის საკითხზე, რაც მისი აზრით, პირობითია, რადგან როგორც წესი, ამ მეგობრობის უკან დგას ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესები. ✅„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ზოგჯერ პოლიტიკა და სიმართლე განსხვავდება ერთმანეთისგან. ყველაფერს თავისი წესები აქვს. ამ შემთხვევაში მე მინდა მაქსიმალურად სიმართლე ვთქვა. რაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. პირველი, ქვეყნებს შორის მეგობრობაზე. მეგობრობა სახელმწიფოებს შორის ეს არის პირობითი და ისიც გარკვეულ ეტაპზე. ✅განსაკუთრებით რთულია დიდი სახელმწიფოსა და პატარა სახელმწიფოს ურთიერთმეგობრობა. ყველას აქვს თავისი ინტერესები. მეგობრობა სახელმწიფოებს შორის პრაქტიკულად, არ არსებობს. ✅ამ სახელმწიფოებიდან მე მაინც გამოვყოფ საქართველოს, რომელმაც თავისი წარსული ისტორიით, აწმყოთი დაამტკიცა, რომ მართლაც იცის მეგობრობა და ბევრ შემთხვევაში ეს მეგობრობა თავის საზიანოდაც კი გამოსდის, მაგრამ მადლობა ღმერთს ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ასეთი ქვეყანა გვარგუნა ღმერთმა“. - აღნიშნა დეპუტატმა.✅ ფრიდონ ინჯიას შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექტში არის პატარა მარცვალი საიმისოდ, რომ ქვეყანამ თავიდან აიცილოს გარე ჩარევა, განამტკიცოს თავისი სუვერენიტეტი, მაგრამ ეს საკმაოდ რთული საკითხია. ✅პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე. ✅ „გუშინ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე იყოს საუბარი, რომ თუკი ჩვენ მივიღებთ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“, ჩვენ დავკარგავთ რამდენიმე მილიონს ეს იქნება წყლის მომარაგებიდან თუ სხვა პროექტებიდან. ✅საქმე იმაში გახლავთ, რომ რის ფასად ხდება ეს? ის ქვეყანა, რომელიც აფინანსებს რომელიმე რეგიონის წყლით მომარაგებას, ერთდროულად ის ისეთ დაფინანსებას ახორციელებს, რომელიც შეიძლება მიუღებელი იყოს ჩვენთვის“. - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ. ✅დეპუტატის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ხდება უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში და უდიდესი ზეწოლაა საქართველოს სასამართლო სისტემაზე. ✅„მსოფლიოში 200 ქვეყანაა და ამ პატარა ქვეყნის მიმართ, როგორიც საქართველოა, სადაც 3 ნახევარი მილიონი მოსახლეა, ისეთი „მონსტრი“ ქვეყანა როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, 20 დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ აკეთებს მწვავე განცხადებას საქართველოსთან მიმართებაში და ჭკუას გვარიგებს. ✅არა მგონია მათ ქართველი ხალხის პრობლემები ადარდებდეთ. მათ თავიანთი ინტერსები აქვთ. ✅თუ შენ მეგობარი ხარ, და მეგობრად თვლი შენს თავს, მაშინ რას ნიშნავს მრავალჯერადად დააფინანსო სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი სხვადასხვა დაჯგუფებები. ასწავლო იარაღის გამოყენება და სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზება. ✅ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ხდება მოსამართლეების დასანქცირება, რომლებიც საქართველოს სახელით მოქმედებენ და ამ დროს, თავად ამერიკის შეერთებული შტატების მოსამართლეებს გამოაქვთ განაჩენი, სადაც მაგალითისთვის, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს 460 წლიან სასჯელს უყენებენ, რაც სრულ აბსურდად მიმაჩნია. ✅არსებობს ბევრი მაგალითი, თუ როგორ ცდილობდნენ საქართველოს ჩართვას ომში საკუთარი ინტერსებიდან გამომდინარე. ✅ გნებავთ ამერიკის შეერთებული შტატების წინა ელჩი საქართევლოში, რომელიც შეხვდა ბიძინა ივანიშვილს მოთხოვნით, რომ ომში ჩართულიყო საქართველო. ✅მე არ ვისაუბრებ 2008 წლის მოვლენებზე, რადგან ეს საკითხი ბოლომდე არ არის დადგენილი და გამოძიებული, მაგრამ მე კარგად მახსოვს სენატორ ჯონ მაკკეინის წაქეზებები და ის შედეგები, თუ რა მოგვიტანა ამ წაქეზებებმა, რის ფასად და როგორ დაისაჯა საქართველო“. - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ. ✅პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია სახელმწიფო იდგეს თავის სიმაღლეზე და ამ გარდამტეხ მომენტში ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად. ... Узнать большеВидеть меньше
Посмотреть на Facebook

YouTube