Фридон Инджиа - верховенство закона должно стать главным политическим оружием правительства Грузии

📍 საქართველოს ხელისუფლების მთავარი პოლიტიკური იარაღი უნდა გახდეს კანონის უზენაესობა;

📍 ადამიანის უფლებების დაცვას შეფარებული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ჩამოშორებაა;

📍 არსებული პოლიტიკური კატაკლიზმებიდან და საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, ხელისუფლების მხრიდან, აუცილებელია სახელმწიფო საგანგებო გეგმისა და სახელმწიფო რეზერვის შექმნა;

📍მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს სახელწმიფო ფარმაცევტული საწარმო, რომელიც ფასების კონტროლის გარანტი იქნება;

🔻ამ და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებზე ისაუბრა საქართველოს პარალმენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „სეზონი -ტვ“ -ზე პირდაპირი ჩართვისას.

🔶 „2022 წლის 23 ივნისს, როდესაც პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა ყოველწლიური ანგარიში, მე დავსვი საკითხი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის კანონის ჩარჩოში მოქცევის შესახებ, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან ფინანსდებიან.

🔶 დღევანდელი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფუნქციონირებენ საქართველოში ისინი გამოიყურებიან როგორც პოლიტიკური ორგანიზაციები და რაში გამოიხატება ეს?

🔶 ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს;

🔶 მათ შექმნილი აქვთ სტრუქტურები, ისევე როგორც პარტიულ ორგანიზაციებს;

🔶 ისინი აკეთებენ მოწოდებებს მთავრობის წინააღმდეგ;

🔶 ისინი აკეთებენ ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს;

🔶 მთავრობას, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული, უპირისპირდებიან ორგანიზაციები, უკვე პოლიტიკური სახით, რომლებსაც აფინანსებენ სხვადასხვა ქვეყნები, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე. მარტო გასულ წელს არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაახლოებით 200 მილიონამდე მიიღეს დაფინანსება.

🔶 ეს ყველაფერი კი, სცილდება არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის პრინციპებს; აქედან გამომდინარე, მე ვითხოვე მომზადდეს კანონპროექტი ამ საკითხთან დაკავშირებით.

🔶 ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი პარლამენტში წარმოდგენილია 4 დეპუტატით და შესაბამისად, თუ არ იქნებოდა მხარდაჭერა მმართველი პარტიიდან ამ კანონს ვერ მივიღებდით. ხოლო რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც იკვებება იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ჩვენ მათგან მხარდაჭერას არ ველოდებოდით.

🔶 ჩემი განცხადებიდან 8 თვის თავზე „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატთა ჯგუფმა, „ხალხის ძალის“ სახით, შემოიტანა კანონპროექტი, რომელიც უცბად გარკვეული პოლიტიკური პარტიების მხრიდან, გახდა მიუღებელი და შეფასდა როგორც რუსული კანონი.

🔶 უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად დღევანდელი პრაქტიკით, განცხადებები, ან კანონპროექტები, რომლის ინიციატივაც არ ეკუთვნის ოპოზიციას, უფრო სწორედ, არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მასში შემავალი პარტიების მიერ წარმოდგენილი, ყველა ასეთი პროექტი მიჩნეულია რუსულ მოდელად.

🔶 „ხალხის ძალამ“ კანონის პროქტის პირველ ვარიანტთან დაკავშირებით, გააკეთა განმარტება, რომ ეს არის ამერიკული მოდელი, მაგრამ არის შერბილებული ვარიანტი. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი პოლემიკა მათთან. ჩვენ არ გვჭირდება არავითარი შერბილებული მოდელი.

🔶 კარგია რომ „ხალხის ძალამ“ ხელმეორედ შემოიტანა კანონის პროექტის ამერიკული ვარიანტი. ამერიკულ კანონზე, შეიძლება ითქვას, რომ ეს კანონი საკმაოდ გამოცდილია, მას გავლილი აქვს 1938 წლიდან საკმაოდ დიდი გზა და იგი მუშაობს ეფექტურად, არის ადაპტირებული და ამ კანონზე დაფუძნებით მსგავსი კანონი სხვა ქვეყნებმაც მიიღეს. მაგალითისთვის, ავსტრალიამ, გერმანიამ და ასე შემდეგ“.- აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 მისი თქმით, „ევროპელი სოციალისტები“ ხმას მისცემენ კანონის პროექტის ამერიკულ მოდელს, რადგანაც მას მიაჩნია, რომ ამერიკაში დღეს მოქმედი კანონი არის მკაცრი.

🔶 „ჩვენ მხარს დავუჭერთ კანონის პროექტის ამერიკულ მოდელს, რომელიც მუშაობს, რომელიც მკაცრია და არ არის ლიბერალური. გვეყოფა ჩვენ ლიბერალური კანონის მიღება. სწორედ ლიბერალურმა კანონებმა მოგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე.

🔶 ამერიკული კანონის მიხედვით, თვითონ სახელმწიფო განსაზღვრავს და ამტკიცებს, თუ რომელი არასამთავრობო ორგანიზაციაა შესატანი რეესტრში, როგორც უცხო ქვეყნის აგენტი და თუ ის ეწინააღმდეგება ამერიკის შეერთებული შტატების კანონს, ასეთი ორგანიზაცია, შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც გადაეცეს. ასეთი მკაცრია ამერიკული კანონი.

🔶 უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნახევრად კანონი არ მოქმედებს თავზე ხელაღებულ გარკვეულ პოლიტიკოსთა ჯგუფებზე. მე სწორედ ეს კანონი მომწონს თავისი სიმკაცრით, რადგანაც მიმაჩნია, რომ სწორედ კანონის ასეთი მოდელი სჭირდება ჩვენს საზოგადოებას.

🔶 ვფიქრობ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყოს ბავშვთა დაცვის და ადამიანი უფლებების დაცვის მიმართულებებით დაკავებული და ვინ ეტყვის უარს და ვინ გაუწევს წინააღმდეგობას მათ, რომ ამ მიმართულებით აწარმოონ თავიანთი საქმიანობა, მაგრამ დღეს ადამიანის უფლებების დაცვას შეფარებული არასამთავრობო ორგანიზაციების ერთადერთი მიზანი ხელისუფლების ჩამოშორებაა“. – აღნიშნა პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ.

🔶 დეპუტატი დარწმუნებულია, რომ რადიკალურ ოპოზიციას „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასში შემავალი პარტიების სახით არ შესწევთ უნარი მიზანს მიაღწიონ და შეძლონ ხელისუფლების გადაყენება.

🔶 „მე მეეჭვება რომ აქციებით რადიკალურმა ოპოზიციამ რაიმე შედეგს მიაღწიოს. აბა გავიაროთ რაიონებში, სადაც არავითარი პოლარიზაცია არ არის. დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია ქვეყნაში მოწესრიგებული იყოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომ ხალხს ჰქონდეს ნორმალური ხელფასი და არ იყოს ფასების მატება“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად რეალურია საფრთხე გარკვეული რადიკალური ძალების მხრიდან პროვოკაციების შედეგად ქვეყანაში დაიძაბოს ვითარება, რამაც შეიძლება დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და იყოს საფუძველი მეორე ფრონტის გახსნისა, დეპუტატმა აღნიშნა, რომ „ასეთი საშიშროება სამწუხაროდ, არსებობს და ამის თავიდან ასაცილებლად, ხელისუფლების მთავარ პოლიტიკურ იარაღად სახელმწიფოში უნდა იქცეს კანონის უზენაესობა“.

🔶 „გეთანხმებით, რომ არსებობს გარკვეული საშიშროება, მაგრამ მთავარი პოლიტიკური იარაღი საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდა იყოს კანონის უზენაესობა.

🔶 აქედან გამომდინარე, შესაბამისი უწყებები, უნდა დადგნენ თავის სიმაღლეზე, ყველა ანტიკონსტიტუციურ ქმედებას დაუპირისპირდნენ კანონით, რითაც იქნება დაცული სახელმწიფო და ხალხი. ხელისუფლებამ ნებისმიერი ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე მყისიერად უნდა მოახდინოს რეაგირება. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ მაგალითად ის ხალხი, ვინც 2008 წელს მოაწყო აგვისტოს ომი, გაასხვისა, გააჩუქა თუ დაუთმო საქართველოს ტერიტორიების 20% -ი, იგივე ხალხი მოქმედებს დღესაც“.- აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ასევე, შეაფასა ევროპარლამენტის და ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებები, რაც საქართველოს ხელისუფლების მიმართ გარკვეულ ზეწოლაში გამოიხატება.

🔶 „ხაზი მინდა გავუსვა ევროპის პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას და ავღნიშნო, რომ ევროპის პარალმენტის მხრიდან მსგავსი რეზოლუცია არ არის პირველი. გავიხსენოთ ბოლოს წინ მიღებული რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა 6- მა პარლამენტარმა, რომელთაგან ნაწილი ციხეშია და დადანაშაულებულია კორუფციაში, ხოლო ნაწილთან მიმართებაში მიმდინარეობს გამოძიება. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით უცნობია, კიდევ რამდენი პარლამენტარი იქნება მომავალში დადანაშაულებული კორუფციაში. მათ თავიანთი ინტერესები აქვთ.

🔶 ხოლო, რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მას, თავისი დავალება აქვს და ამით ნათლად ჩანს მისი ქვეყნის ინტერესები.

🔶 დეპუტატმა პარალელი გაავლო დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებასა და 2003 წლის პოლიტიკურ ვითარებას შორის და აღნიშნა, რომ მაშინდელი და დღევანდელი სიტუაცია მკვეთრად განსხავებულია.

🔶 „2003 წლის მოვლენები, რომელსაც „ვარდების რევოლუცია“ დაერქვა, იქ იყო არა რევოლუცია, არამედ ხელისუფლების გადაბარება. იმ პერიოდში, საპარლამეტო არჩევნებიდან გამომდინარე, სააკაშვილის გუნდი ითხოვდა, 7- თუ 8 ხმის დამატებას, ან ახალი არჩევნების ჩატარებას. მათ ჰქონდათ პრეტენზია იმ დროინდელი „მოქალაქეთა კავშირის“, მმართველი პარტიის მიმართ, რომ არჩევნები გაყალბდა. აქედან გამომდინარე, მათთვის შევარდნაძის გადაწყვეტილება, რომელმაც შეიძლება იფიქრა, რომ სისხლი დაიღვრებოდა, აიღო და გადააბარა ხელისუფლება, იყო საკმაოდ მოულოდნელი და ეს კარგად ჩანს სატელევიზიო კადრებში, როცა ისინი ამ გადაწყვეტილებით ძალიან დაბნეულები არიან. ასე, რომ მაშინ იყო სხვა სიტუაცია. დღეს, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს ვერ მოიგებს და ეს არაერთხელ დამტკიცდა 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე.

🔶 ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ წინა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სხვა სიტუაცია იყო, შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტია უფრო იყო შერწყმული და მათ მართლაც, მიიღეს 500 ათასამდე ხმა.

🔶 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ ის ცდომილებები, რომელიც დააფიქსირა საგამოძიებო კომისიამ, საბოლოო ჯამში, ვერანაირ გავლენას, ვერ მოახდენდა არჩევნების შედეგებზე.

🔶 ეხლა სულ სხვა სიტუაციაა. თვითონ „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ჯგუფად არის გაყოფილი ბევრი ტოვებს საერთოდ პარტიას და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი გაგრძელდება და ამას ჩვენ ვხედავთ ყოველდღე. ვფიქრობ, „ნაციონალურ მოძრაობას“ შეურთდებიან სატელიტი პარტიები და მოხდება გადაჯგუფება და მე ეჭვი მეპარება მათ რაიმე გავლენის მოხდენა შეძლონ შემდეგ არჩევნებზე, რომელიც 2024 წელს ჩატარდება.

🔶 ერთადერთი საშიშროება აქ ის არის, რომ რაიმე განსაკუთრებული პროვოკაცია არ მოხდეს და რაც მთავარია, ჩვენ არ ჩავერთოთ საომარ მოქმედებებში და საქართველოში არ გაიხსნას მეორე ფრონტის ხაზი.

🔶 თქვენ წარმოიდგინეთ დღეს რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველო არ იარსებებდა. ჩვენთან ორნიშნა ეკონომიკური ზრდა კი არა, ნახევარი საქართველო დაიცლებოდა.

🔶 მთავარია შევინარჩუნოთ მშვიდობა, ვიმოქმედოთ და ყველა ნაბიჯი გადავდგათ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე. როგორც ამას აკეთებენ ჩვენი მეზობელი ქვეყნები, შორს არ წავალ აგერ, აზერბაიჯანი და თურქეთი. ისინი იყენებენ ყველა იმ საომარ მდგომარეობას, რომელიც მიდის კონტინენტზე თავიანთი ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე. ეს იქნება სავაჭრო ბრუნვა, მიმოსვლები, ტურიზმი და სხვა. სწორედ ამ პრინციპით უნდა იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამაც“. – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔶 დეპუტატი თვლის, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შეიმუშავოს სახელმწიფო საგანგებო გეგმა, რომელიც გახდება მთავრობისთვის სამოქმედო დოკუმენტი.

🔶 „მე რამდენჯერმე გავაჟღერე, რომ კარგი იქნებოდა, თუ ხელისუფლება შეიმუშავებდა საგანგებო გეგმას განსაკუთრებული შემთხვევის დროს. ყველა მინისტრს უნდა ჰქონდეს თავისი მიმართულება, მას უნდა ჰქონდეს კონტროლზე აყვანილი თავისი სფერო, რომ გასაგები და გარკვეული იყოს, განსაკუთრებულ შემთხვევაში, რომელი მინისტრი რაზე აგებს პასუხს. ყველაფერი მოსალოდნელია…

🔶 მთავრობის მოქმედების საგანგებო გეგმა უნდა შემუშავდეს, რომლის კორექტირება უნდა ხდებოდეს იმ მომენტში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 დეპუტატის აზრით, ასევე აუცილებელია სახელმწიფო რეზერვის შექმნა.

🔶 „აუცილებლად მიმაჩნია, მედიკამენტებზე, თუ პროდუქტებზე, სახელმწიფო რეზერვის შექმნა იმ კატაკლიზმებიდან და გეო პოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე. ამიტომ სახელმწიფო რეზერვები აუცილებლად უნდა არსებობდეს. ეს იქნება გაზის მომარაგების საკითხი, ელექტრო ენერგია, პურ- პროდუქტების მოწოდების გზები და ასე შემდეგ.

🔶 ასევე უმნიშვნელოვანესია ფასების რეგულირება სამომხმარებლო პროდუქციაზე. ეს საკითხი დავალებული აქვს შესაბამის ორგანოებს, ეს იქნება ანტი მონოპოლური სამსახური, თუ ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სამინიტროები, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ამ საკითხთან მიმართებაში, უნდა იყოს მთავრობის გადაწყვეტილება განკარგულების სახით, ან მთავრობამ უნდა შემოიტანოს კანონპროექტი, რომელიც დააწესებს კონტროლს, ისეთ პროდუქციაზე როგორიც არის, პურ-პროდუქტები, მედიკამენტები.

🔶 ასევე მნიშვნელოვანია, განისაზღვროს რენტაბელობის საკითხი კომპანიების მოგების მარჟასთან მიმართებაში. ამ მხრივ, ძალიან საინტერესოა ისრაელის მაგალითი, სადაც კომპანიებს არ შეუძლიათ 15% ზე მეტი იყოს მათი მოგება. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს და სახელმწიფომ კონტროლზე უნდა აიყვანოს ფასები.

🔶 სამწუხაროდ, რამდენიმე დღეა ისევ მოხდა ფასების ზრდა მედიკამენტებზე. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას ფარმაცევტული საწარმო, რომელიც აწარმოებს პირველადი და ყოველდღიური მოხმარების მედიკამენტებს, რომელიც გაიყიდება ყოველგვარი ნამატის გარეშე. ეს გადაარჩენს ამ მიმართულებას. რადგან დღეს ამის სრულფასოვანი კონტროლი ვერ ხერხდება. რაც არ უნდა ძლიერი იყოს ანტი მონოპოლური სამსახური, რაც რ უნდა ძლიერი იყოს სახელმწიფო უწყებები, მაინც ძნელია ამ სფეროზე კონტროლი და ამას მოწმობს ორი დღის წინ ფასების მატების ფაქტი მედიკამენტებზე.

🔶 ხელისუფლებამ ხელში უნდა აიღოს ამ მნიშვნელოვანი სფეროების მართვის სადავეები. უნდა იყოს მიღებული კანონი და კანონის უზენაესობა უნდა არსებობდეს სახელმწიფოში. აქ საუბარია ხალხის გადარჩენაზე, მოსახლეობის და ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე. აქ შეილება საუბარი იყოს 10 დასახელების პროდუქტზე, რომლიც კონტროლის ქვეშ იქნება და ვერავინ ვერ შეძლებს თვითნებურად ფასების მატებას. ეს გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას და სტიმულს მისცემს მეწარმეს”. – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

Добавить комментарий

Ваш электронный адрес не будет опубликован.

Вы можете использовать следующие теги и атрибуты <abbr title="Язык гипертекстовой разметки">HTML: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> </abbr>

*