ევროკომისიის ყველა მოთხოვნის ასე მორჩილად შესრულება არა მგონია, სწორი პოლიტიკა იყოს – ფრიდონ ინჯია

📌 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას განცხადებით, მას საწინააღმდეგო არაფერი აქვს, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც იურიდიულ პირებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, მაგრამ ჩნდება კითხვა, თუ რატომ არ აქვთ მიღებული მსგავსი კანონი ევროკავშირის ქვეყნებს, მით უფრო, როცა საუბარია საქართველოს კანონმდებლობის ინტეგრაციაზე ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

🔷 „იგივე შეიძლება ითქვას დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონთან მიმართებაში, რომლის მიღებასაც ითხოვენ საქართველოს პარლამენტისგან, მაგრამ არის მიღებული ევროპაში. მაშინ მოვთხოვოთ ევროკავშირს, რომ როგორც გარდამავალ ქვეყნებს, რომლებიც ისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, გამოგვიგზავნონ კანონების ჩამონათვალი.

🔷 თავის დროზე იყო ასევე პრაქტიკა, როდესაც საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვიდან მოდიოდა კანონების მიღების მოთხოვნა და ამის შემდეგ საბჭოთა კავშირში შემავალი ყველა რესპუბლიკა იყო ვალდებული მიეღო შესაბამისი კანონი, უკვე თავისი ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე, მაგრამ იქ არ იყო დიფერენცირება და მოთხოვნა ყველა რესპუბლიკისთვის იყო ერთი.

🔷 დღეს ხდება სულ სხვა რამ. ბრიუსელიდან ვიღებთ მოთხოვნებს ამა თუ იმ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, იმ კანონების, რომლებიც თავად ევროკავშირის ქვეყნებს არ აქვთ მიღებული.

🔷 მიმაჩნია, რომ ამ საკითხებზე უნდა დავფიქრდეთ. გვინდა ასე მორჩილად ყველაფერი მივიღოთ, რასაც ისინი შემოგვთავაზებენ? … ან, გთავაზობთ, მივიღოთ ისეთი კანონი და გადაწყვეტილებები, რომლებიც არ შეეწინააღმდეგება ჩვენს ადათ-წესებს, იდენტობას, ის რაც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება სამომავლოდ მიზანშეწონილი და მოემსახურება საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას.

15 დეკემბერს ჩვენ მოგვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს, რაშიც თავად ევროკაშირის წარმომადგნელები არიან დაინტერსებულნი, საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

🔷 რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ, თავისი როლი ითამაშა ამ პროცესში და ყველაფერი გააკეთა, რაც ევროკომისიამ მოითხოვა, მაგრამ არა მგონია, რომ ასე ყველა მოთხოვნის შესრულება მორჩილად იყოს სწორი პოლიტიკა.

🔷 მიმაჩნია, რომ მომავალში ხელისუფლებამ უნდა გადადგას მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ნაბიჯები“, – განაცხადა დეპუტატმა.

Добавить комментарий

Ваш электронный адрес не будет опубликован.

Вы можете использовать следующие теги и атрибуты <abbr title="Язык гипертекстовой разметки">HTML: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> </abbr>

*