Архивы автора: Европейские социалисты

ევროპარლამენტარი კლერ დეილი: ოდესმე შევწყვეტთ ჩარევას და ქართველებს მივცემთ საშუალებას, თავად აშენონ საკუთარი მომავალი?

👉საქართველოს პოლიტიკური პარტიის და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი სრულად იზიარებს „ევროპელი სოციალისტების“ პარტნიორი ევროპარლამენტის დეპუტატების, მემარცხენე ფრთის წარმომადგენლების მიკ ვოლასისა და კლერ დეილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს უნდა მიეცეს საშუალება თავად ააშენოს საკუთარი მომავალი.

🔷დეპუტატებმა აღნიშნული განცხადება საქართველოში ბოლო დღეებში მიმდინარე აქციებთან და პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთეს, რომელიც მმართველი პარტიის მიერ დაინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას მოყვა.

📌ევროპარლამენტარი კლერ დეილი: ოდესმე შევწყვეტთ ჩარევას და ქართველებს მივცემთ საშუალებას, თავად აშენონ საკუთარი მომავალი?

📌ევროპარლამენტარი მიკ ვოლასი: ევროკავშირი, ამერიკა, იყენებენ ჩვენს სიმდიდრეს, რათა არაწევრ ქვეყნებში როგორიცაა საქართველო, გაავრცელონ პროპაგანდა და გააღვივონ პროტესტი არასამთავრობოებით.

ფრიდონ ინჯიას გამოსვლა ამბროლაურში

🔴 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია გამოდის ინციატივით შეიქმნას სპეციალური სახელმძღვანელო „ქართული ღირებულებების“ შესახებ, რომელიც სკოლებში შეისწავლება.

🔴არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ასეთი სახელმძღვანელო გადაითარგმნოს და ევროპაში დაიწყოს „ქართული ღირებულებების“ სწავლება.

🔷ამის შესახებ დეპუტატმა ამბროლაურში მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა.

🔷ფრიდონ ინჯიას თქმით, მისი შეხედულებით, კარგი იქნებოდა კანონპროექტში სათაური „ოჯახური ღირებულებები“ შეიცვალოს ტერმინით „ქართული ღირებულებები“, რადგანაც ქართული ღირებულებები ფართო ცნებას მოიცავს, როგორიც არის: ოჯახური ღირებულებები, ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, დედაენის უდიდესი სიყვარული და პატივისცემა, მამულიშვილობა და მრავალი სხვა.

🔷„საერთო სახალხო განხილვის პროცესში მე აღმოვჩნდი როგორც ერთერთი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე და მინდა აღვნიშნო, რომ იყო ოპოზიციონერი არ ნიშნავს იყო ხელისუფლების და ქვეყნის წინაღმდეგი. მიმაჩნია, რომ ამ გუნდთან, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, შესაძლებელია თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ თემების ირგვლივ, რომელიც ასე აქტუალურია ბოლო პერიოდში, რაც მისაღებია ჩემთვის და ჩემი ხალხისთვის. ამიტომ, ვთვლი, რომ ამ პროცესში მეც უნდა გამოვხატო ჩემი პოზიცია და დავაფიქსირო ჩემი პოლიტიკური პარტიის პოზიცია“. – განაცხადა დეპუტატმა.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის აზრით, ბოლო პერიოდში ქვეყანა საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დგას და ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ პროცესებს დღევანდელი ხელისუფლება ღირსეულად და ვაჟკაცურად უმკლავდება.

🔷„მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ პრინციპული პოზიცია დაიკავა და ცალსახად განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირმა უნდა მიიღოს ისეთი როგორიც არის.

🔷როცა საუბარია ოჯახურ ღირებულებებზე, მე ვიტყოდი, რომ უმჯობესია ეს შეიცვალოს ქართული ღირებულებებით, რადგან ქართული ღირებულებების ცნება თავად მოიცავს ოჯახურ ღირებულებებს, ტრადიციებს, ქრისტიანობას, მამულიშვილობას და მრავალი სხვა.

🔷აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კარგი იქნებოდა გამოიცეს სახელმძღვანელო „ქართული ღირებულებების“ შესახებ, რომელიც შეისწავლება სკოლებში. არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ასეთი სახელმძღვანელო გადაითარგმნოს და ევროპაში დაიწყოს „ქართული ღირებულებების“ სწავლება, რადგან სწორედ ქართულ ღირებულებებზე დგას ჩვენი სახელმწიფო და ნამდვილად დროულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება სახელმწიფოსთვის მნიშნელოვანი და საკვანძო კანონპროექტების შემოღების შესახებ.

🔷სწორედ ქართული ღირებულებების დაცვით იქნება შესაძლებელი სახელმწიფოს მშენებლობა, განვითარება და ჩვენი მომავალი თაობების დაცვა“. – გააცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ამბროლაურში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განსაკურებული სითბოთი და პატივისცემით მოიგონა ცნობილი ქართველი პიროვნებები, რომლებიც წარმომავლობით სწორედ რაჭიდან გახლდათ, როგორებიც იყვნენ: ზურაბ ქაფიანიძე, თენგიზ არჩვაძე, ომარ მხეიძე, ალექსანდრე ჯაველიძე და მრავალი სხვა.

🔷დეპუტატმა ასევე, ხაზი გაუსვა რაჭის კუთხის განსაკუთრებულ დამახასიათებელ თვისებებს, რომელიც ქართული ღირებულებების, ძირითადი ტრადიციებისა და ფასეულობების ერთერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად.

ფრიდონ ინჯიას გამოსვლა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ – საყოველთაო სახალხო განხილვა

🔴საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მონაწილეობას იღებს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვაში, რომელმაც სტარტი აიღო დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ ქუთაისიდან.

🔷ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში 22 აპრილს საორგანიზაციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა მოსახლეობასთან, სადაც შეხვედრა საკითხის ირგვლივ სიტყვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.

🔷„მე როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა პარტიამ პირველმა აღიარა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და დაახლოებით 5-6 თვის განმავლობაში ერთადერთი პოლიტიკური ძალა იყო, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში იღებდა მონაწილეობას.

🔷 ხაზი მინდა გავუსვა, რომ 2020 ის არჩევნები ჩატარდა სრულიად გამჭვირვალედ და წინა საპარლამენტო არჩევნებზე არ ყოფილა ისეთი დარღვევა, რომელსაც რაიმე ზეგავლენის მოხდენა შეეძლო არჩევნების შედეგებზე.

🔷 მე როგორც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს არ მიმაჩნია, რომ როგორც ოპოზიციური პარტია, აუცილებლად უნდა იყო ხელისუფლების წინააღმდეგი, ან იმ კარგი საქმეების წინააღმდეგი, რასაც აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება.

🔷რა თქმა უნდა, არის საკითხები, სადაც მე ჩემს სათქმელს ვამბობ და მაქვს არგუმენტაცია განსხვავებული მოსაზრებისას, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ესა თუ ის პრობლემა“. – აღნიშნა დეპუტატმა.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შესთავაზა საკუთარი წინადადება, რომ კანონპროექტის სათაურში სიტყვა ოჯახური ღირებულებები შეიცვალოს სიტყვით – ქართული ღირებულებები.

🔷„ვსარგებლობ შემთხვევით, რადგან ამ საკითხის საერთო-სახალხო განხილვაა, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება მსოფლიოში და განსაკუთრებით ისეთ ტრადიციულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

აქედან გამომდინარე, ის ჩანაწერი, რომელიც მმართველმა პარტიამ საქართველოს მოსახლეობას შესთავაზა, კერძოდ, ოჯახურ ღირებულებათა შესახებ, აქ მე ოჯახური ღირებულებების ნაცვლად ჩავწერდი ქართულ ღირებულებს.

🔷რატომ? – ყველა ოჯახს, ყველა ქვეყანაში თავისებური ღირებულებები აქვს და ზოგიერთ ქვეყნებში მათი ღირებულებები ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ამიტომ მე გთავაზობთ, – სიტყვა ოჯახური ღირებულებები შევცვალოთ სიტყვით – „ქართული ღირებულებები“ და ამაში შედის ოჯახიც, ტრადიციებიც, ის ძალაც რაც ყველას სულშია, რამაც გადაარჩინა საქართველო საუკუნეების განმავლობაში.

🔷იყვნენ იმპერიები, რომლებმაც გაანადგურეს სახელმწიფოები, მაგრამ საქართველო გადარჩა და ქართული სახელმწიფო იქნება მანამ, სანამ დედამიწა იტრიალებს“. – განაცხადა თავის გამოსვლაში ფრიდონ ინჯიამ.

“ევროპელი სოციალისტების” განცხადება

🔷პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი კატეგორიულად გმობს ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას, რომელმაც პერმანენტული და ძალადობრივი სახე მიიღო.

🔷„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილე რადიკალური ჯგუფების ქმედებები, რომლებიც გარდა იმისა, რომ ხელს უშლიან მათ პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, ფიზიკურად ესხმიან თავს “იმედის” ჟურნალისტებს.

🔷მედიის მიმართ ბულინგი შორს არის ევროპული ფასეულობებისა და ღირებულებებისაგან, რაზეც ასე აპელირებენ მარგინალური ჯგუფები.

🔷აღნიშნული ქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს. შესაბამისად, დანაშაულის შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მოვუწოდებთ შესაბამის სამსახურებს, ჩაატარონ მოკვლევა, გამოავლინონ ამ ქმედების ჩამდენი პირები, გაატარონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა სრული მოცულობით, რადგან ასეთი ფაქტების მიჩქმალვა იქნება ცუდი პრეცედენტი. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება აღნიშულ ფაქტზე.

🔷ასევე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდონ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, განსაკუთრებით რადიკალური ჯგუფების ქმედებებთან მიმართებაში გაუთვალისწინებელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად“. – ნათქვამია განცხადებაში.

Заявление партии “Европейские Социалисты”

17.04.24

Председатель политической партии “Европейские Социалисты” Фридон Инджия и политический Совет партии категорически осуждают факты нападений на съемочные группы телекомпании “Имеди”, что в последнее время принимает перманентный и насильственный характер.

🔷 “Для нас категорически неприемлемы действия радикальных группировок, участвующих в митинге перед зданием Парламента, которые, помимо того, что мешают представителям СМИ выполнять свои профессиональные обязанности, физически нападают и проявляют агрессию в адрес журналистов ТВ “Имеди”.

🔷Применение буллинга в адрес представителей СМИ не соответствует  европейским ценностям, которыми так апеллируют маргинальные группы.

🔷 Подобные действия являются основанием для возбуждения уголовного дела и привлечения виновных к ответственности.

🔷 Исходя из этого, основываясь на имеющейся информации о наличии преступления, мы призываем соответствующие ведомства изучить вопрос, установить виновных, принять предусмотренные законом меры, начав уголовное преследование, поскольку сокрытие подобных фактов станет плохим прецедентом.

Соответственно, мы считаем, что МВД обязано немедленно начать расследование по факту.

“Мы также призываем организаторов митинга с максимальной ответственностью отнестись к происходящим в стране политическим процессам, особенно касательно действий радикальных группировок, с целью избежания непредвиденных угроз и осложнений”, – говорится в заявлении партии ЕС.