Архивы автора: Европейские социалисты

ფრიდონ ინჯიას კითხვები ფინანსთან მინისტრს ლაშა ხუციშვილსსაქართველოს პარალმენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მოუსმინეს.

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას კითხვები ფინანსთან მინისტრს ლაშა ხუციშვილს
საქართველოს პარალმენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მოუსმინეს.

🔷 „როგორია თქვენი ხედვა ციფრული ბანკის შექმნასთან დაკავშირებით?

🔷 გარკვეული ქვეყნები ამ მიმართულებით უკვე მუშაობენ და შესაძლებელია, რომ ციფრული ბანკი იყოს შედარებით ხელმისაწვდომი მოსახლეობისთვის შეღავათიანი პირობებით და მან დაარეგულიროს ის მონოპოლიზმი, რომელიც დღეს არის საბანკო სექტორში“. – აღნიშნა თავის შეკითხვაში ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ქვეყნაში ერთი სახელმწიფო ბანკი შექმნის აუცილებლობაზე. მისი განცხადებით, თუკი ხელისუფლება ვერ იღებს გადაწყვეტილებას შექმნას ერთი სახელმწიფო ბანკი, იქნებ იყოს შესაძლებელი შეიქმნას ციფრული ბანკი, რომელიც მართლაც შეძლებს საბანკო სისტემაში დღეს არსებული პრობლემების გადაწყვეტას და საბანკო მონოპოლიზმის არარსებობას.
„მე რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება და მივმართე მთავრობას, რომ შეიქმნას ერთი მაინც სახელმწიფო ბანკი, სადაც სახელმწიფოს ექნება საკონტროლო პაკეტი 51 – %-ი მაინც. სამაგალითო ქვეყნებს შორის არის ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი. ჩინეთში, 4 სახელმწიფო ბანკია. ესე იგი რაღაც ყოფილა ამაში სახელმწიფოსთვის მისაღები და საინტერესო. მე ვიტყოდი, რომ ჩინეთი ბევრი სხვადასხვა მიმართულებით არის პირველ ადგილზე მსოფლიოში თავისი განვითარებით. თუ სახელმწიფო ბანკის შექმნა არ გამოდის, რას ფიქრობთ თქვენ ციფრული ბანკის შექმნაზე?“ – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ფინანსთან მინისტრს ასევე დაუსვა, შეკითხვა თუ რამდენად არის შესაძლებელი, რომ სავალუტო ფონდის პარალელურად, საქართველომ შეძლოს თანამშრომლობა სხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რომლებიც დღევანდელ მსოფლიოში მასშტაბური გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგად იქმნება.

🔷 „ტრადიციულად ჩვენ ორიენტირებულები ვართ სავალუტო ფონდზე. დღეს, მსოფლიოში ისე სწრაფად იცვლება პოლიტიკური ვითარება, რომ იქმნება ახალი ფინანსური შესაძლებლობები.

🔷 როგორ ფიქრობთ თქვენ, რამდენად არის შესაძლებელი საქართველომ პარალელურად, შეძლოს თანამშრომლობა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია ბრიქსის ბანკთან, რომელიც შექმნეს ისეთმა ქვეყნებმა როგორიც არის, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, აფრიკის რესპუბლიკა და რუსეთი და მათ რიგებს კიდევ დაემატა მსოფლიოს სხვა წამყვანი ქვეყნები“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის მიერ ციფრულ ბანკთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯები გადადგმულია. ხორციელდება საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები. ბუნებრივია, საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ ინიციატივებს აქვს შესაბამისი მხარდაჭერა.

🔷 „თუ სწორად მახსოვს, რამდენიმე ლიცენზიაც არის გაცემული სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით.

🔷 შესაბამისად, იმ ჩარჩოში რა ჩარჩოშიც ექცევა აღნიშნული საბანკო ინსტიტუტები ამასთან დაკავშირებით შესაძლებელია, რომ დეტალურად მსჯელობაც გაიმართოს.

🔷 უფრო კონკრეტულად ვფიქრობ, რომ პარასკევს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა საქართველოს პარალმენტში „ინტერპელაციის ფორმატში“ წარმოგიდგენთ ინფორმაციას ციფრულ ბანკთან დაკავშრებით“. – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

The speech of the chairman of the parliamentary political group “European Socialists” Fridon Injia at the plenary session of the Parliament in the format of a political debate.

📍 The speech of the chairman of the parliamentary political group “European Socialists” Fridon Injia at the plenary session of the Parliament in the format of a political debate.

🔷 First of all, I want to congratulate you all on the success of our Georgian athletes Merab Dvalishvili and Ilia Topuria, which gave Georgia great joy and pride. We are a small nation and we have the strongest weightlifter in the world, Lasha Talakhadze.

🔷 The artificially invented requirements and conditions of the European Union, which have become the cause of speculation and instability in the country for years, I want to tell everyone that our well-wishers in Europe can take an example of courage, strength, tolerance, purposefulness and fighting ability from us. A clear example of this is the history of our indigenous nation.

🔷 One of the main requirements of the 9-point condition of the European Union is the fight against disinformation and defamation. Citizens of Georgia – statesmen and politicians – have repeatedly become victims of misinformation and slander. Therefore, I believe that it is precisely in our country that these insulting and defamatory actions should be put to an end, if the targeted campaign should be regulated and prevented once and for all at the legislative level.

🔷 Isn’t it slander when Georgian government is called Russian? or other anti-government statements that I think should be banned.

🔷 Ms. Salome’s statement that we should expect Russia to interfere in our parliamentary elections, what does this mean? Does this statement mean to facilitate and speed up the opening of the second front in Georgia? It is a provocative statement for both the Russian side and the Georgian government.

🔷 Is this grist to the mill of those radical forces in Russia and provokes those who occupied 20 percent of the territory of Georgia?! With which forces “National Movement” acted and alienated the lands of Georgia in 2008 in such a close and coordinated manner. They are still closely connected with these forces.

🔷 Does the opening of the second front (what does it matter, who will open the second front, the side of Georgia or the side of Russia?) mean shedding blood in Georgia and turning Georgian cities and villages into Nazareth? A clear example of this is the events in Ukraine.

🔷 Do such statements mean provoking tension and unrest in Georgia?
Should we think about Ms. Salome’s anti-state statements made during her anti-constitutional trip? Was the statement of the Minister of Foreign Affairs of Poland about the release of the criminal Saakashvili, which was met so calmly by Mrs. Salome, pre-arranged?

🔷 I cannot call the statements of the President of Georgia Salome Zurabishvili anything else, which she has been deliberately making against Georgia for at least the last two years.

🔷 I believe that all his statements are anti-state, anti-national, and his so-called trips abroad are directly aimed at discrediting the Georgian state and government.

🔷 Based on all these actions, the only thing left is for the Georgian people to prohibit Salome Zurabishvili from crossing the border of Georgia in order to prevent anti-state actions, especially if we take into account that the Constitutional Court has already accused the country’s president of violating the Supreme Law of Georgia, the Constitution.

🔷 Unfortunately, this decision of the Constitutional Court does not provide for leaving the state, although I know that it is impossible to implement it in this situation. I think that not only Mrs. Salome should think, but all those who are planning to gather in the so-called “New Fanchaturi”.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლა პარალამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატების ფორმატში.

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლა პარალამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატების ფორმატში.

🔷 პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ყველას, ჩვენი ქართველი სპორტსმენების მერაბ დვალიშვილისა და ილია თოფურიას წარმატებები, რამაც საქართველოს უდიდესი სიხარული და სიამაყე მიანიჭა. ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და მსოფლიოში გვყავს ყველაზე ძლიერი ძალოსანი ლაშა ტალახაძე.

🔷 ევროკავშირის ხელოვნურად გამოგონილი მოთხოვნები და პირობები, რომელიც უკვე წლების განმავლობაში სპეკულაციისა და ქვეყანაში არასტაბილურობის მიზეზად იქცა, მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ ჩვენს კეთილისმსურველებს ევროპაში, ჩვენგან შეუძლიათ აიღონ მაგალითი, ვაჟკაცობის, სიძლიერის, ტოლერანტობის, მიზანდასახულობისა და ბრძოლისუნარიანობის. ამის ნათელი მაგალითი ჩვენი ძირძველი ერის ისტორიაა.

🔷 ევროკავშირის 9 პუნქტიანი პირობის ერთერთი მთავარი მოთხოვნაა ბრძოლა დეზინფორმაციასთან და ცილისწამებასთან. დეზინფორმაციისა და ცილისწამების მსხვერპლი არაერთხელ გამხდარან საქართველოს მოქალაქეები – სახელმწიფო მოღვაწეები, თუ პოლიტიკოსები. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ სწორედ, ჩვენს ქვეყანაში ყოვლად უმსგავსო ცილისწამებებს უნდა მოეღოს ბოლო და ეს შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი ქმედებები, თუ მიზანმიმართული კამპანია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დარეგულირდეს და აღიკვეთოს საკანონმდებლო დონეზე.

🔷 ის არ არის ცილისწამება, როცა საქართველოს ხელისუფლებას რუსულს უწოდებენ? ან სხვა ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, რომლებიც ვფიქრობ, უნდა აიკრძალოს.

🔷 ქალბატონი სალომეს განცხადება, იმის თაობაზე, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ რუსეთის ჩარევას ჩვენს საპარლამენტო არჩევნებში, რას ნიშნავს ეს? ნიშნავს თუ არა ეს განცხადება იმას, რომ ხელი შეუწყოს და დაჩქარდეს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ეს ხომ პროვოკაციული განცხადებაა როგორც რუსეთის მხარისთვის, ასევე საქართველოს მთავრობისთვის.

🔷 ეს ხომ რუსეთში იმ რადიკალური ძალების წისქვილზე ასხამს წყალს და ახდენს მათ პროვოცირებას, ვინც ოკუპაცია მოახდინა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის?! რომელ ძალებთანაც ასე შეხმატკბილებულად და შეთანხმებულად მოქმედებდა და ასხვისებდა საქართველოს მიწებს 2008 წელს „ნაციონალური მოძრაობა“. მათ ახლაც მჭიდრო კავშირი აქვთ ამ ძალებთან.

🔷 ნიშნავს თუ არა მეორე ფრონტის გახსნა (რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გახსნის მეორე ფრონტს საქართველოს მხარე, თუ რუსეთის მხარე?) – სისხლის ღვრას საქართველოში და საქართველოს ქალაქებისა და სოფლების ნაცარტუტად ქცევას? რისი ნათელი მაგალითიცაა უკრაინაში განვითარებული მოვლენები.

🔷 ნიშნავს თუ არა ასეთი განცხადებები, საქართველოში დაძაბულობის და არეულობის პროვაცირებას?
უნდა ვიფიქროთ თუ არა ქალბატონი სალომეს ანტიკონსტიტუციური ვოიაჟის დროს გაკეთებული ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების შესახებ? იყო თუ არა წინასწარ შეთნხმებული პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, კრიმინალი სააკაშვილის განთავისუფლების შესახებ, რომელსაც ასე მშვიდად შეხვდა ქალბატონი სალომე.

🔷 სხვას ვერაფერს ვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, რომელსაც იგი მინიმუმ ბოლო ორი წელია მიზანმიმართულად აკეთებს საქართველოს წინააღმდეგ.

🔷 მიმაჩნია, რომ ყველა მისი განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ხოლო მისი ეგრეთ წოდებული ვოიაჟები საზღვარგარეთ, პირდაპირ არის მიმართული ქართული სახელმწიფოს და ხელისუფლების დისკრედიტაციის წინააღმდეგ.

🔷 ყველა ამ ქმედებიდან გამომდინარე, ისღაა დარჩენილი, რომ ქართველმა ხალხმა სალომე ზურაბიშვილს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების აღსაკვეთად, საქართველოს საზღვრის გადაკვეთა აუკრძალოს, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოს უზენაესი კანონის, კონსტიტუციის დარღვევაში უკვე დაადანაშაულა.

🔷 სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს სახელმწიფოდან გაუსვლელობას, თუმცა ვიცი, რომ ამ მოცემულობაში ამის განხორციელება შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ უნდა დაფიქრდეს არა მარტო ქალბატონი სალომე, არამედ ყველა ის, ვინც ეგრეთ წოდებულ „ახალ ფანჩატურში“ შეკრებას გეგმავს.

„ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს არავითარი არგუმენტაცია, რომ მხარი არ დავუჭიროთ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს“ – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარალმენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სამთავრობო პროგრამით პრემიერ მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე წარდგა.

🔷„ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს არ აქვს არავითარი არგუმენტაცია, რომ მხარი არ დავუჭიროთ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს“ – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარალმენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც სამთავრობო პროგრამით პრემიერ მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე წარდგა.

🔷როგორც დეპუტატმა აღნიშნა, იგი როგორც ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იქნება ორმაგად კრიტიკული კონსტრუქციულ ჭრილში, ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხთან მიმართებაში.

🔷ფრიდონ ინჯიამ ირაკლი კობახიძის გამოსვლა შეაფასა როგორც არგუმენტირებული, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს წინაშე წარადგინა არამარტო სამთავრობო პროგრამა არამედ, საკუთარი თავი.

🔷„ირაკლი კობახიძეს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამოცდილება არ აქვს. მისი გამოსვლა იყო დინჯი, მშვიდი და არგუმენტირებული. მან პარლამენტში წარადგინა არამარტო სამთავრობო პროგრამა, არამედ საკუთარი თავი“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მომავალი პრემიერ მინისტრის მხრიდან საკადრო პოლიტიკასთან მიმართებაში პრინციპული და შეურიგებელი მიდგომის აუცილებლობაზე.

🔷„მიმაჩნია, რომ თქვენი მხრიდან მთავრობის წევრებთან მიმართებაში, რომლებიც დაინიშნებიან პრემიერ მინისტრის ხელმოწერით, უნდა იყოს შეურიგებელი და პრინციპული მიდგომა. ამ თვალსაზრისით არ უნდა არსებობდეს არავითარი დიფერენცირებული დამოკიდებულება. ნებისმიერი გადაცდომის შემთხვევაში, ეს იქნება დიდი თუ პატარა გადაცდომა, გადაწყვეტილება უნდა იყოს მხოლოდ ერთი – დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. საქართველოში მოიძებნება საკმაოდ ბევრი კვალიფიციური კადრი, რომელიც ღირსეულად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. ასეთი პრინციპული მიდგომით ბევრი რამ სასიკეთოდ გადაწყდება ქვეყნისთვის“.- აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო სადაზღვეო კომპანიის შექმნის თაობაზე, რომელიც მოემსახურება საჯარო სამსახურებს, რითაც ხელისუფლება მნიშვნელოვნად შეამცირებს სახელმწიფოს ხარჯებს.

🔷„ხელისუფლების მხრიდან ერთი სახელმწიფო სადაზღვეო კომპანიის შექმნა კონკურენციას გაუწევს კერძო სადაზღვეო კომპანიებს, რაც ამ ბაზარზე ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს შექმნის და ამასთანავე, სახელწიფოს მხრიდან თანხების დაზოგვა მოხდება. ამ ინიციატივასთან დაკავშირებით თქვენგან მივიღე ჩემთვის მისაღები პასუხი, რომ ამ საკითხის განხილვა მოხდება და თუ სახელმწიფოს საკონტროლო პაკეტის 51% -ი ექნება, ამ ინიციატივის განხორციელება შესაძლებელია“. – განაცხადა დეპუტატმა.

🔷ფრიდონ ინჯიამ ასევე, ისაუბრა სახელმწიფო ბანკის შექმნის შესახებ, რომლის მთავარი მიზანი უნდა იყოს მოსახლეობისთვის ფულზე ხელმისაწვდომობა. მაგალითისთვის ფრიდონ ინჯიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მოიყვანა, სადაც 4 სახელმწიფო ბანკი არსებობს, რითაც მოსახლეობას ეძლევა საშუალება ისარგებლოს ე.წ. იაფი ფულით და გადაიხადოს მინიმალურად დაბალი პროცენტი გაცემულ სესხზე.

🔷„სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმებით, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში გაატარა ჩინეთის ხელისუფლებამ, სიღარიბე მინიმუმამდეა დაყვანილი. ქვეყანის ეკონომიკა მნიშვნელოვნად ვითარდება და ჩინეთი მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების სიაშია. ასევეა, სკანდინავიის ქვეყნებში.

🔷თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ ქვეყანას, სადაც პენსიონერებისთვის სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი იყოს 26% -ი. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ერთი სახელმწიფო ბანკის შექმნა გადაჭრის ქვეყნის წინაშე საბანკო სექტორში დღეს არსებულ პრობლემას. შეიძლება წინააღმდეგობები იყოს სავალუტო ფონდიდან, ან რომელიმე საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციიდან, მაგრამ ეს სირთულე უნდა დავძლიოთ. მით უმეტეს, როცა დღეს უკვე არსებობს სხვადასხვა ალტერნატიული ფულადი რესურსების მოძიების მსხვილი წყაროები“. – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔷მისივე თქმით, საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტებზე არსებული ფასები დარეგულირებას საჭიროებს და ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ფარმაცევტული საწარმოს შექმნითა და ყველა ქალაქში შესაბამისი სახელმწიფო სააფთიაქო ქსელის გახსნით.

🔷„სახელმწიფო ფარმაცევტულმა საწარმომ უნდა გამოუშვას ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს მოსახლეობას, რაზეც იმპორტიორები, რომლებსაც მონოპოლიზირებული აქვთ ბაზარი, ხედავენ ყველაზე დიდ მოგებას. ეს არის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი საქართველოს მოსახლეობისთვის“. – აღნიშნა დეპუტატმა.

🔷ფრიდონ ინჯიას, განცხადებით, როცა სახელმწიფო ფლობს როგორც საფინანსო, ფარმაცევტულ და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებში საკონტროლო პაკეტის 51% -ს, მას აქვს სერიოზული ბერკეტი, გრძნობს თავს მყარად და დაცულად სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანების შესრულებაში, და ამით სახელმწიფოში კერძო სექტორთან მიმართებაში, იქმნება ჯანსაღი კონკურენციის საფუძველი.

🔷როგორც ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, ამის ნათელი მაგალითია, პანდემიის დროს, ჩინეთიდან შემოტანილი სახელწმიფოს მიერ წარმოებული ვაქცინები, რომელმაც ჯანსაღი კონკურენცია გაუწია გერმანიიდან კერძო ფარმაცევტული კომპანიების მიერ წარმოებულ ვაქცინებს, როგორც ფინანსური, ასევე ხარისხობრივი თვალსაზრისით.

🔷ფრიდონ ინჯიამ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების დროს, დამარცხების შემთხვევაში, ეყოთ გამბედაობა და აღიარონ დამარცხება, რათა არ განმეორდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი ბოიკოტირება საპარლამენტო საქმიანობის.

🔷„ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს იყო მთავრობის მოწინააღმდეგე. ამ წლების განმავლობაში ჩვენ მივეცით ხმა კანონებს და პარლამენტის იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიგვაჩნდა ქვეყნის საკეთილდღეოდ და ამ მხრივ ბევრჯერ დავაფიქსირეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია.

🔷მთელი 5-6 თვის განმავლობაში, მეათე მოწვევის პარლამენტში ვიყავით მხოლოდ ორი პარტია – „ევროპელი სოციალისტები“ და „ქართული ოცნება“. სხვა პარტია პარლამენტში არ შემოდიოდა. ისინი ვერ შეეგუენ დამარცხებას. ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს იყო ხელისუფლების მოწინააღმდეგე. თუ შენ საქართველო გიყვარს და ამ ქვეყნის შვილი ხარ, გვერდში უნდა დაუდგე იმ ხელისუფლებას, რომელიც უმრავლესობამ აირჩია. ამაში მე ვერ ვხედავ ვერაფერს დასაძრახს“. – მიაჩნია დეპუტატს.

🔷ფრიდონ ინჯიას განცხადებით, მსოფლიო დღეს დგას ახალი გადანაწილების ეტაპზე, რასაც თან ახლავს საკმაოდ რთული პროცესები, რაც განსაკუთრებით საშიშია პატარა ქვეყნებისთვის. აქედან გამომდინარე, საჭიროა დიდი სიფრთხილე.

🔷„ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვმართებს დიდი სიფრთხილე. ამიტომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში კანონის უზენაესობა და სწორი სახელმწიფოებრივი მიდგომა მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამოწვევებთან მიმართებაში“. – აღნიშნა დეპუტატმა.

🔷ფრიდონ ინჯიამ თავის გამოსვლაში პრემიერ მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით მიმართა.

🔷„ბატონო ირაკლი, მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხს წერტილი უნდა დაესვას. ამით ბევრი რამ გამოჩნდება და სალაპარაკოც აღარავის ექნება. უნდა გაირკვეს სიმართლე“. – დასძინა დეპუტატმა.

“მე მაქვს მოლოდინი, რომ ყველა თქვენი გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრის რანგში, იქნება ქართველი ხალხის ინტერსებიდან გამომდინარე” – ასე მიმართა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელის სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს.

🔷 “მე მაქვს მოლოდინი, რომ ყველა თქვენი გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრის რანგში, იქნება ქართველი ხალხის ინტერსებიდან გამომდინარე” – ასე მიმართა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელის სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პრემიერ მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს.

🔷საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ სამთავრობო პროგრამა წარმოადგინა.

🔷„ბატონო ირაკლი, მე მოველი, რომ ყველა თქვენი გადაწყვეტილება იქნება ქართველი ხალხის ინტერსებიდან გამომდინარე. ნებისმიერი საკითხი, რაზეც იყო განხილვის პროცესში საუბარი, გნებავთ სიღარიბე, მაღალი ფასები, ეს ყველაფერი მიბმულია ფულთან. გუშინ მე გავაკეთე განცხადება, რომ როცა იქნება იაფი კრედიტის, იაფი ფულის შესაძლებლობა, მაშინ იქნება სამუშაო ადგილებიც და სიღარიბეც იქნება ნაკლები“. – განაცხადა დეპუტატმა.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მთავრობის უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს ხარჯების მაქსიმალური ეკონომია და თითოეული თეთრის დაზოგვა.

🔷„მთავრობის ამოცანა უნდა იყოს თითოეული თეთრის დაზოგვა. დღეს საქართველოში დაახლოებით 350 ათასი საჯარო მოხელეა. მარტო პარლამენტი დაახლოებით 3 მილიონამდე ლარს იხდის სადაზღვეო მომსახურეობაში. საერთო ჯამში, სამინისტროებისა და სხვა საჯარო დაწესებულებების ჩათვლით, ეს თანხა დაახლოებით 150-160 მილიონი ლარი გამოდის, რომელიც კერძო კომპანიების ბიუჯეტში მიდის“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷დეპუტატის აზრით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს გარკვეული ფუნქციები, რითაც მოხდება თანხების დაზოგვა, თუნდაც შექმნას ერთი სახელმწიფო სადაზღვეო კომპანია, რომელიც საჯარო დაწესებულებების თანამშრომლებს სადაზღვეო მომსახურეობით უზრუნველყოფს.

🔷„თუ სახელმწიფო თავის თავზე აიღებს გარკვეულ ფუნქციებს, ამით რაღაც ნაწილში, დაიზოგება თანხები. დღეს ყველა სადაზღვეო კომპანია არის კერძო და ამ კომპანიების მოგების ნაწილი გადის საზღვარგარეთ. სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერსებული, რომ საზღვარგარეთ არ გავიდეს თანხა, რომლის გამომუშავება სახელმწიფოში ხდება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისათვის, და თუ იქნება ერთი სადაზღვეო კომპანია, სახელმწიფო საწესდებო კაპიტალით, მოხდება თანხების დაზოგვა, რაც მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს სახელმწიფოს ხარჯებს“. – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

https://fb.watch/qltI73jyTp/