📍 საქართევლოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ავთანდილ ენუქიძის გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით საქართველოს შინაგან საქმეთა მინსტრს ვახტანგ გომელაურის შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით მოუსმინეს.

📍 საქართევლოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ავთანდილ ენუქიძის გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით საქართველოს შინაგან საქმეთა მინსტრს ვახტანგ გომელაურის შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით მოუსმინეს.

ფრიდონ ინჯია – ანაკლიის პორტის მშენებლობის განხორციელებისას მკაფიო ამოცანა და უმთავრესი პოსტულატი უნდა იყოს სახელმწიფოსთვის მაქსიმალური და სტაბილური მოგების მიღება წლების განმავლობაში და აქ არ უნდა იყოს არავითარი პოლიტიკა

📍 „ანაკლიის პორტის მშენებლობის განხორციელებისას მკაფიო ამოცანა და უმთავრესი პოსტულატი უნდა იყოს სახელმწიფოსთვის მაქსიმალური და სტაბილური მოგების მიღება წლების განმავლობაში და აქ არ უნდა იყოს არავითარი პოლიტიკა“.

🔷 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს მოუსმინეს.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა ქვეყნის მთავრობის მიერ რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მთელი რიგი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების საკონტროლო პაკეტის მფლობელი სახელმწიფო გახდა და მათ შორისაა, ანაკლიის პორტი.

🔷 „მიმაჩნია, რომ ასეთ საკითხებზე მინისტრის მოწვევა საჭიროა და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. საბოლოო ჯამში, ამ პროცესის შედეგად თქვენ თქვენი მხრიდან კორექტირებას შეიტანთ პროექტში და ამის შესახებ საქმის კურსში იქნება საკანონმდებლო ორგანო.

🔷 მე ვერ გეტყვით რა როგორ მოხდა და რატომ შეფერხდა ანაკლიის პორტის მშენებლობა წინა წლებში, მაგრამ მე დიდ მიღწევად მიმაჩნია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების საკონტროლო პაკეტის მფლობელი სახელმწიფო გახდა.

🔷 ეს არის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში სახელმწიფოს მონაწილეობა და როგორც იქნა სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ისეთ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში როგორიც არის ჰუდონ ჰესი ან სხვა და მათ შორის ანაკლიის პორტი, საკონტროლო პაკეტი ჰქონდეს ხელში. ეს არის უდიდესი მიღწევა.

🔷ჩვენი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ თითქმის სამი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად, ყველა გამოსვლაში ვსაუბრობთ ამის თაობაზე. მისასალმებელი იქნება, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების მიმართ სახელმწიფოს ყოველთვის ჰქონდეს ასეთი მიდგომა. მაშინ, ქვეყანა სულ სხვა სახეს მიიღებს და სხვაგვარად განვითარდება.

🔷 მე ვფიქრობ, რომ პროექტის განხორციელებისას, მკაფიო ამოცანა და უმთავრესი პოსტულატი მაქსიმალური და სტაბილური მოგება უნდა იყოს წლების განმავლობაში და აქ არ უნდა იყოს არავითარი პოლიტიკა“. – განაცხადა დეპუტატმა.

🔷 რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ წლების განმავლობაში პროექტის მშენებლობის შეფერხების გამო სახელმწიფომ დაკარგა მოგება, დეპუტატის აზრით, იმ პოლიტიკით, რასაც ეხლა აკეთებს ქვეყნის ხელისუფლება, რაც 51 % – იანი საკონტროლო პაკეტის სახელმწიფოს ხელში გადასვლას გულისხმობს, ეს დანაკარგი ამით ანაზღაურდება.

🔷 დეპუტატს მიაჩნია, რომ პროექტის განხორციელებისას თავშივე უნდა იყოს ჩადებული და გათვალისწინებული საექსპლუატაციო ხარჯების მინიმუმამდე დაყვანა.

🔷 „თუკი, მაგალითად, ტენდერში გაიმარჯვა ჩინურმა კომპანიამ, მე აქ პრობლემას ვერ ვხედავ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელშეკრულება დადო ჩინეთთან როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში, ჩინურ ინვესტიციას საქართველოში გზა ჰქონდა ჩაკეტილი. არ იყო ამის ნება. არ ვიცი ეს ნება როგორ მოიპოვეთ თქვენ, მაგრამ ეს არის უმნიშვნელოვანესი. პრაქტიკულად, ჩინური და ირანული ინვესტიციების განხორციელება საქართველოში აკრძალული იყო.

🔷 თუ ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან გამოვდივართ, და გვინდა, რომ ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს და ცხოვრების დონემ აიწიოს, მაშინ, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ ინვესტიციების განხორციელებისთვის. ასეთ შემთხევაში, ქვეყნის მოსახლეობა არ წავა უცხო ქვეყანაში და პირიქით, ემიგრანტები დაბრუნდებიან სამშობლოში.

🔷 აქედან გამომდინარე, თქვენ თავაწეული უნდა იხელმძღვანელოთ იმ პირველი პოსტულატით რაზეც, მე თავში გავამახვილე ყურადღება – მაქსიმალური და სტაბილური მოგების მიღება ამ პროექტიდან“. – აღნიშნა დეპუტატმა.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ პროექტის განხორციელებისას ასევე, მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ტვირთბრუნვის გაზრდას. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს ქვეყანაში მოქმედ პორტებში არ არის დიდი ტვირთბრუნვა.

🔷 „ანაკლიის პორტის მშენებლობისას, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ტვირთბრუნვის გაზრდა და მისი ტვირთით უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, სასურველი იქნება, საკონტროლო პაკეტის 49% – ში მონაწილე მხარე იყოს ჩართული ტვირთის მოზიდვაში. და თუ იმ 49 % ის მართვაში იქნება შვეიცარული კომპანია, ან გნებავთ ავსტრიული, ის ვერ დატვირთავს პორტს. ხოლო თუ მაგალითად, ეს ჩინური მხარე იქნება, გინდაც ყაზახური, ან აზიის ქვეყნის წარმომადგენელი, მაშინ ეს რაღაცნაირად მოგვცემს საშუალებას, მოველაპარაკოთ მათ ტვირთბრუნვის გაზრდაზე, სხვა შემთხვევაში, ეს ფუჭი საქმიანობა იქნება.“ – აღნიშნა დეპუტატმა.

🔷 ფრიდონ ინჯიამ თავის გამოსვლაში ანაკლიის პორტის მშენებლობის საქმეში ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობაზე და აღნიშნა, რომ ამ პროექტის განსახორციელებლად ეს არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.

🔷 „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, იმისათვის, რომ ტვირთი მოვიზიდოთ, საჭიროა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობა და პირველ რიგში, ეს არის რკინიგზა. მნიშვნელოვანია მოწესრიგებული იყოს სარკინიგზო თუ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. იმიტომ, რომ ერთის მხრივ, ჩვენ ავაშენოთ პორტი და იქედან იყოს მზა ტვირთი, მაგრამ ვერ მიდიოდეს დანიშნულების ადგილას ცუდი ინფრასტრუქტურის გამო, ეს დაუშვებელია და ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ფაქტორის თავშივე გათვალისწინება.“ – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ.

Фридон Инджиа адресовал министру культуры, спорта и молодежи ряд инициатив

📍 Фридон Инджиа адресовал министру культуры, спорта и молодежи ряд инициатив

🔷 Председатель парламентской политической группы «Европейские социалисты» Фридон Инджиа обратился к министру культуры, спорта и молодежи Грузии Теа Цулукиани с рядом инициатив и вопросов в формате «Часа министра», проводимого в парламенте.

🔷Как отметил депутат, несмотря на то, что Грузия – маленькая страна, быть министром спорта и культуры этой маленькой страны – это большая ответственность и, в то же время, большая гордость, ведь грузины – творческие люди.

🔷 „თქვენ ამას ღირსეულად ასრულებთ. სიმკაცრე არ გაკლიათ, მაგრამ მე ვისურვებდი, უფრო მკაცრი იყოთ იმიტომ, რომ სიმკაცრე ხალხს უფრო მეტად უყვარს“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 По его словам, в стране много успешных и выдающихся спортсменов, и для них будет большим стимулом, если министр вручит им почетные ордена или медали, что станет еще одним проявлением высокой оценки заслуг и труда этих спортсменов. известные спортсмены.
Кроме того, депутат считает, что в грузинском телепространстве должен быть спортивный канал, который будет вещать 24 часа в сутки, и было бы хорошо, если бы этот канал был создан под эгидой министерства.

🔷 Фридон Инджиа также рассказал о грузинском культурном наследии и отметил, что крепость Абедати, которая расположена в муниципалитете Мартвиль и датируется IV-V веками, нуждается в восстановлении.

🔷 „იქედან გამომდინარე, რომ ბიუჯეტში იმაზე მეტი სახსრების მობილიზება ხერხდება, ვიდრე დაგეგმილი იყო, ხომ არ იქნება შესაძლებელი, გამონაკლისის სახით, მოხერხდეს ამ ძეგლის რეაბილიტაცია“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 როგორც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპასუხოდ აღნიშნა, აბედათის ციხესიმაგრის სარეაბილიტაციო საჭიროებებს ადგილზე შეისწავლის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ჯგუფი და ამის შემდეგაც განისაზღვრება, თუ რის გაკეთებას შეძლებს მომავალში სამინისტრო.

Фридон Инджиа отреагировал на агитацию по поводу импичмента бывшего генерального прокурора Грузии Отара Фарцхаладзе на пленарном заседании парламента несколько дней назад.

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენიმე დღის წინ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხთან დაკავშირებით არსებულ აჟიოტაჟს გამოეხმაურა.

📍 „საქართველოს მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია. არავის აქვს უფლება სასამართლოს გადაწყვტილების გარეშე შეზღუდოს მოქალაქის უფლებები. ახლა გამაგებინეთ, ვინ უნდა დაიცვას დღეს ფარცხალაძე, ხვალ სხვა ვინმე ეროვნული ბანკის ანტიკონსტიტუციური ქმედებისგან“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷На пленарном заседании депутат обратил внимание на осуждение Соединенными Штатами Америки Отара Фарцхаладзе, дружественного Грузии государства, без какой-либо аргументации.

🔷 «Парцхаладзе продал территорию Грузии?» Он что, отчуждал государственную собственность Грузии по дешевке или раздал ее?! Или совершили поступок, нанесший вред нашей стране? Если бы он одобрил решение президента России, то у него лично или через него у грузинских властей не было рычагов, принять ли его.

🔷 Может кто-нибудь сказать мне, что должно было сделать в этом случае правительство Грузии? Какие ноги он набил? У тебя случилась истерика? Как это сделал двойной агент страны, горе президенту Саломе Зурабишвили, по одностороннему решению президента России, какое решение дало Грузии дополнительные миллионы?

🔷 გამოდის რა, საქართველოს მეგობარი – აშშ ასანქცირებს ადამიანს, ამ შემთხვევაში ფარცხალაძეს, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე და ვინც მართლა ტერიტორიები გაყიდა, თავისი ანტიეროვნული ანტი სახელმწიფოებრივი ქმედებებით ძირძველი საქართველოს კუთხეები, (იმედია დროებით) მოწყვიტა დედა სამშობლოს, ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე გააუბედურა და დააკარგვინა რაც ჰქონდათ, ერთი ხელი საზაფხულო ტანსაცმლის ამარა დატოვა ისინი და აქცია ლტოლვილებად. გარდა ამისა, გააჩუქა თავისი ოჯახის წვერებზე ისეთ ადამიანზე და მათ მიმდევრებზე სანქციები არ დაუკისრებიათ, პირიქით თავგამოდებით იცავენ მათ.

🔷 Они создали агентскую сеть, которая встроена практически во все государственные учреждения, и если они не смогли внедрить туда агентов, то создали неправительственные организации, которые финансируют сами. А человек, который рад получить миллиарды в бюджет Грузии от страны, где проживает до миллиона грузин, будет подвергнут санкциям.

🔷 კალაშინიკოვი მოიყვანეს მოწმედ. თურმე ფარცხალაძე „კგბ“-ს აგენტი ყოფილა. რა თქვა კალაშნიკოვმა – მოვიწვიეთ, ვისაუბრეთ და პრაქტიკულად, ამით დამთავრდა. თქვენ თუ წარმოგიდგენიათ? ფარცხალაძე მართლაც რომ იყოს „კგბ“-ს აგენტი, კალაშნიკოვი ისეთი მიამიტია, რომ არ იცის რა თქვას და ასე მარტივად სახალხოდ გამოაშკარავა „კგბ“-ს აგენტი?!

🔷Теперь что касается гражданства Фарцхаладзе, если человек родился в Советском Союзе и имеет свидетельство о рождении времен Советского Союза, он может подать заявление на получение гражданства в РФ. Об этом есть соответствующий закон.

🔷 В Израиле, Греции, Германии, Испании и многих других странах, если человек докажет генетическую, родственную связь с основной нацией, проживающей в этой стране, либо по отцовской, либо по материнской линии, либо имеет соответствующую фамилию и считает себя представителю той или иной нации, им дают без знания какого-либо языка гражданство.
ჩვენთან კი, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ერთის მხრივ ვთვლით და არის კიდეც ჩვენი ქვეყნის ძირძველი ნაწილი, ხოლო მეორეს მხრივ, იქედან იძულებით გადაადგილებულ ჩვენს თანამემამულეებს გამოცდებს ვუტარებთ ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ა 10 დან 8-ს საქართველოს მოქალაქეობას არ ვაძლევთ.

🔷Каждая страна пытается увеличить население, ведь если нет населения, то нет и страны. Мы проводим антинациональную политику.
кто это делает Агенты, внедренные и финансируемые США еще со времен Саакашвили.

🔷 საქართველოს მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია. არავის აქვს უფლება სასამართლოს გადაწყვტილების გარეშე შეზღუდოს მოქალაქის უფლებები. ახლა გამაგებინეთ, ვინ უნდა დაიცვას დღეს ფარცხალაძე, ხვალ სხვა ვინმე ეროვნული ბანკის ანტიკონსტიტუციური ქმედებისგან“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷Председатель политической группы считает, что прокуратура должна поднять этот вопрос перед Конституционным судом, но, по словам Фридона Инджиа, прокуратура не расследует подобные дела и годами откладывает их на полку.
„ვინ უნდა დააყენოს საკონსტიტუციო სასმართლოს წინაშე ეს საკითხი. მე ვფიქრობ პროკურატურამ, რომელიც შორიდან უყურებს ამ ყველაფერს. პროკურატურას, დროულად რომ გამოეძია თაროებზე შემოდებული საქმეები, და სასამართლოში წარემართა პროცესი, საქართველო ბევრ უბედურებას აიცილებდა თავიდან.

🔷 თუ შეამჩნიეთ, ეს აგენტურა, ანუ მეხუთე კოლონა, პროკურატურაზე ერთ სიტყვასაც არ ამბობს, იმის შესახებ, რომ გამოიძიონ ის საქმეები, რომლებიც მათ ამხელთ… და ეს გასაგებია, თავის თავს, ხომ არ გამოუტანენ განაჩენს დანაშაულის ჩადენის შესახებ.

🔷 უტევენ მხოლოდ სასამართლოს, პროკურატურა და ზოგიერთი სხვა სახელმწიფო დაწესებულება სრული კონტროლის ქვეშ ჰყავთ და მათ არ ეხებიან“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

Фридон Инджиа считает, что представленный правительством Грузии законопроект в качестве законодательной инициативы о внесении изменений в Органический закон Грузии о гражданстве Грузии не учитывает изменения по принципиальным вопросам, которые называются введением упрощенный порядок предоставления гражданства Грузии.

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ არ ითვალსიწინებს ცვლილებებს პრინციპულ საკითხებთან მიმართებაში, რასაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებული წესის შემოღება ჰქვია.

🔴 „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

🔷 „მე მიმაჩნია, რომ წარმოდგენილი ცვლილებები შეეხება პროცედურულ საკითხებს და არ ითვალისწინებს ცვლილებას პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, რასაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებული წესის შემოღება ჰქვია. ის გარემოება, რომ კანონის პროექტი მოიწონეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ეს არის საკითხისადმი შაბლონური მიდგომა და ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ საქართველო განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან.

Например, такие как Израиль, Греция и Германия.

🔷 რა მაქვს მხედველობაში? ამ ქვეყნებში მოქალაქეობას ანიჭებენ პიროვნებას, რომელსაც აქვს ზემოთ მოყვანილი რომელიმე ქვეყნის ეროვნების დამადასტურებელი საბუთი, წარმომავლობა. ეს იქნება დედის თუ მამის მხრიდან ან სხვა ნათესაური კავშირის მიხედვით და არ აქვს მნიშვნელობა პიროვნებამ იცის თუ არა მშობლიური ენა. ეს არის ეროვნული სულისკვეთება და ეროვნული ინტერესების გამომხატველი კანონი, რომელიც მოქმედებს ამ ქვეყნებში. ჩვენ კი, ჩვენი კანონმდებლობით ძალიან შორს ვართ ასეთი პრინციპებისგან.“ – განაცხადა კომიტეტის სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხზე მსჯელობისას განსაკურებული ყურადღება დაეთმოს იმ ადამიანებს, რომლებიც იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ სამშობლო.

🔷 „ჩვენი თანამემამულეები, რომლებსაც ბედის უკუღმართობის გამო მოუწიათ საქართველოს, კერძოდ, კი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დატოვება, დღეს სურვილი აქვთ მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა და დაბრუნდნენ სამშობლოში. აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, რაც კონსტიტუციით არის გამყარებული. ხელისუფლება კი, ჩვენს თანამემამულეებს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს ეუბნება. ვინ აგებს ამაზე პასუხს? ეს არ არის ანტიეროვნული? გამოდის, რომ ჩვენ ერთს ვლაპარაკობთ და მეორეს მხრივ პრაქტიკულად, თავიდან ვიშორებთ იმ ხალხს, რომლებიც იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და ეხლა აღარ ვაძლევთ მათ მოქალაქეობას. ეს ტერიტორიები რომ დაგვეცვა და შეგვენარჩუნებინა, ხომ იქნებოდნენ ისინი ისევ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები?! …“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატმა უარყოფითად შეაფასა მოქალაქეობის მინიჭების სახელმწიფო კომისიის მუშაობა და კომიტეტის წევრებს ჩვენი თანამემამულის ლერი იაშვილის მაგალითი გააცნო, რომელსაც აღნიშნულმა კომისიამ გაუგებარი მიზეზის გამო საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრა.

🔷 „ლერი იაშვილი გახლავთ ქუთაისში დაბადებული და გაზრდილი, რომელმაც სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. იგი 70 წლისაა და მას სურვილი აქვს ჩამოვიდეს საქართვლოში საცხოვრებლად. ლერი იაშვილი წერს ლექსებს და ამავდროულად გახლავთ საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, რომელმაც სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა ვერ ჩააბარა და ამ მოტივით მას საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე ეთქვა უარი. გამაგებინეთ რა მიზანს ემსახურება ამ კომისიის საქმიანობა?!“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.