Tag Archives: ევროპელი სოციალისტები

ფრიდონ ინჯია ხელისუფლებას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს აიღოს მაგალითი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ძალიან ოსტატურად გამოდიან სიტუაციიდან, რათა არ ჩაერთონ საომარ ვითარებაში და ზიანი არ მიაყენონ საკუთარ ქვეყანას

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია ხელისუფლებას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს აიღოს მაგალითი იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ძალიან ოსტატურად გამოდიან სიტუაციიდან, რათა არ ჩაერთონ საომარ ვითარებაში და ზიანი არ მიაყენონ საკუთარ ქვეყანას.

🔹 ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელებს შორის პოლიტიკური გამოსვლები გაიმართა.

🔹 „აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, როცა მივდიოდით რაიონებში ჩვენი წინაპრების საფლავების მოსანახულებლად, ნათლად გამოჩნდა კიდევ ერთხელ, თუ რამდენად ლამაზია ჩვენი ქვეყანა. არ არის რაიონი დარჩენილი, სადაც რაღაც არ კეთდება, არ ლამაზდება. გაჩნდა გარკვეული ეკონომიკური საშუალებები და მთავრობას მიეცა შესაძლებლობა დაეფინანსებინა გლეხობა. ეს ყველაფერი არის იმის შედეგი, რომ ბოლო 10 წელია საქართველოში ომი არ არის. გადავხედოთ იმ სოფლებსა და ქალაქებს და დავინახავთ, რა მდგომარეობაშია დღეს ჩვენი მოძმე ერის უკრაინის ტერიტორია.“

🔹 „მე მინდა გავამახვილო ყურადღება ისეთ ქვეყნებზე, როგორიც არის ისრაელი, თურქეთი, აზერბაიჯანი, და ასე შემდეგ, რომლებიც დანის პირას დადიან, მაგრამ თავიანთი ინტერსებიდან გამომდინარე, აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ ომში არ მიიღონ მონაწილეობა და გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან. ჩვენი სიტუაცია უფრო მძიმეა, რადგანაც ჩვენი ტერიტორიის გარკვეული ნაწილი არაკონტროლირებადია, და სულ ახლოს არის ეს ხაზი საქართველოს დედაქალაქთან“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მისივე თქმით, 24 თებერვალს, როცა ომი დაიწყო, ორი კვირით ადრე, მან პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა მოძმე უკრაინელების მხრიდან მინსკის ხელშეკრულების შესრულების აუცილებლობაზე.

🔹 „ამის შემდეგ კი, ერთი კვირით ადრე, მე და ჩემმა კოლეგამ ავთანდილ ენუქიძემ (საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი) კიდევ ერთხელ განვაცხადეთ ამის შესახებ, მაგრამ დღეს ხედავთ, თუ როგორ სხვანაირად შეტრიალდა ყველაფერი. განადგურებულია ქალაქები. მე არ მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ამიტომ, დიდი სიფრთხილეა საჭირო“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, იყოს უფრო ადეკვატური არსებული ვითარებიდან გამომდინარე.

🔹 „მე მინდა მოვუწოდო ჩვენს ხელისუფლებას, რომ შეასრულოს კანონები და იყოს უფრო ადეკვატური იმ სიტუაციებიდან გამომდინარე, რაც დღეს საქართველოში ხდება“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ კანონის უზენაესობა ხელისუფლებისთვის ნებისმიერ ვითარებაში არის უპირველესი და ქვეყანაში აუცილებლად უნდა ხდებოდეს კანონის შესრულება.

საქართველოს მართებს ძალიან დიდი სიფრთხილე თითოეულ განცხადებაში, თითოეულ ქმედებაში, რადგან მოწინააღმდეგე 40 კილომეტრშია – ფრიდონ ინჯია

👉„საქართველოს მართებს ძალიან დიდი სიფრთხილე თითოეულ განცხადებაში, თითოეულ ქმედებაში, რადგან მოწინააღმდეგე 40 კილომეტრშია“, – ფრიდონ ინჯია.

🔹 საქართველოს მართებს ძალიან დიდი სიფრთხილე, ყურადღება თითოეულ განცხადებაში, თითოეულ ქმედებაში. ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც საქართველოა, არც ერთი ქვეყნა არ იმყოფება, რადგან მოწინააღმდეგე 40 კილომეტრშია. მით უმეტეს, საქართველომ ორი ომი გამოიარა, რის შედეგად, ქვეყენამ მიიღო ის, რომ 20% ტერიტორიების არ არის საქართველოს იურისდიქციაში.

🔹 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებთან ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

🔹 „ჩვენ 30 წლის განმავლობაში ორჯერ გვქონდა დიდი ომი. 90 – იანი წლების დასაწყისში საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონ-ნახევარი იყო. ეხლა საქართველოს მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 3 მილიონ 700 ათასს. მაშინ საქართველოს ფარგლებს გარეთ 300 ათასი ადამიანი აღმოჩნდა და მას 2008 წელს კიდევ დაემატა 100 ათასამდე იძულებით გადაადგილებული პირი. ისინი გადანაწილდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, უკრაინაში და დღეს უკრაინიდან ლტოლვილები აქეთ მოდიან, საქართველოში და ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი კეთდება მათ დასახმარებლად, რასაც ადასტურებს ბოლო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების თვალსაზრისით“, – განაცხადა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔹 „ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს ომი იმიტომ, რომ ამის უშუალო მომსწრეები ვართ. აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას მართებს ძალიან დიდი სიფრთხილე, ყურადღება თითოეულ განცხადებაში თუ ქმედებაში. მით უმეტეს, საქართველომ ორი ომი გამოიარა რის შედეგადაც, ქვეყენამ მიიღო ის, რომ 20% ტერიტორიების არ არის საქართველოს იურისდიქციაში“, – განაცხადა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔹 ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. როგორც ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, თუ ქვეყანას აქვს სურვილი იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, ასეთ ქვეყანაში სასამართლო სისტემა უნდა იყოს სამართლიანი და მაღალპროფესიული, რომელიც უნდა პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

„შემთხვევითი არ იყო, რომ მოსამართლეობის 12 კანდიდატიდან, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, ჩვენ როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, მხარი დავუჭირეთ მხოლოდ რამდენიმეს, რადგანაც ჩავთვალეთ, რომ დანარჩენი კანდიდატები ვერ პასუხობდნენ სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებს“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 ევროპის პარლამენტის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე ასევე განიხილეს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, რაზეც ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ საქართველოს ამ მიმართულებით დიდი გამოცდა ელის.

„ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს დიდი გამოცდა ელის. კითხვარი, რომელიც უკვე მიიღო საგარეო უწყებამ, იქნება ტესტი, თუ რა შეუძლია საქართველოს და როგორ უნდა მივიღოთ ეს გამოწვევა“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

“ევროპელი სოციალისტების” საკანონმდებლო ინიციატივა ემიგრაციაში წასულთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივების შესახებ

📍 “ევროპელი სოციალისტების” საკანონმდებლო ინიციატივა ემიგრაციაში წასულთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივების შესახებ.

🔹 მინდა გაგაცნოთ ინფორმაცია „ევროპელი სოციალისტების“ წევრების, ბატონების – ავთანდილ ენუქიძის, დავით ზილფიმიანის, გელა მიქაძისა და ჩემი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ.

🔹 ჩვენი წინადადება შეეხება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს, რომელიც განპირობებულია მრავალი მნიშვნელოვანი ფაქტორით.

🔹 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3.728,573 ადამიანია.

🔹 მოსახლეობის რიცხოვნობის ამსახველი ეს ციფრები, მკაფიოდ გადმოგვცემს ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ და მიგრაციულ მწვავე პრობლემებს.

🔹 განსაკუთრებით ნიშანდობლივია 1990-იანი წლების მასობრივი ემიგრაცია, რომელიც ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და სამხედრო კონფლიქტებს მოჰყვა. ემიგრაციაში მიდიოდნენ საქართველოს მოქალაქეები, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. საუბედუროდ, ეს პროცესი დღემდე გრძელდება და საგანგაშო მაჩვენებელს აღწევს.

🔹 XX – ე საუკუნის მიწურულს შექმნილმა სამხედრო-პოლიტიკურმა დაპირისპირებამ, მიგრაციის კიდევ ერთი კერა გააჩინა. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების შედეგად, ამ რეგიონების მოსახლეობა თითქმის სამი ათწლეულია დანარჩენ საქართველოს მოწყვეტილია და მათი რაოდენობა ასეულობით ათასია.

🔹 ემიგრაციის გაზრდილ მაჩვენებელთან ერთად შესამჩნევია ემიგრანტების დაბრუნების კლებადი ტენდენციაც. ემიგრანტები, რიგი მიზეზების გამო ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას.

🔹 პირველ რიგში, ამ მიზეზებს შორის შეიძლება იყოს არასრულყოფილი კანონმდებლობა და ხელოვნურად შექმნილი ბარიერებიც კი.

🔹 საქართველოს მოწყვეტილნი არიან არა მხოლოდ ემიგრაციაში წასული პირები, არამედ მათი შვილებიც, რომლებიც დღითიდღე შორდებიან მშობლიურ ფესვებს.

🔹 სახელმწიფო ვალდებულია დააბრუნოს და დაიცვას თითოეული ადამიანი, რომელიც გაექცა ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ, ეკონომიკურ, კონფლიქტურ ვითარებას, ან იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა და ამასთანავე, სახელმწიფომ უნდა მისცეს მათ საქართველოში დაბრუნების საშუალება და მოტივაცია.

🔹 სახელმწიფო ვალდებულია, ემიგრაციიდან დაბრუნებულ ოჯახს ფინანსური დახმარებაც აღმოუჩინოს, რაც შემდეგი განხილვის საგანს წარმოადგენს.

🔹 „ევროპელი სოციალისტების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი მიზნად ისახავს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ისეთი ცვლილებების შეტანას, რომელიც გააადვილებს საქართველოდან ზემოთ ჩამოთვლილი რიგი მიზეზების გამო წასული ადამიანებისა და მათი შვილების საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხს, ახლებური რეგლამენტაციით, არსებული გამოწვევებისა და პრაქტიკული საჭიროებების გათვალისწინებით.

🔹 მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში, არის ისეთი დათქმები, რომლებიც თეორიულად თითქოს ამარტივებენ მოქალაქეობის მიღების პროცედურებს, პრაქტიკული თვალსაზრისით, აღნიშნული ჩანაწერები სრულად ვერ უზრუნველყოფენ მის ეფექტურ რეალიზაციას. რაც სამწუხაროდ, ემიგრაციებში წასულების გულისწყრომას და იმედგაცრუებას იწვევს.

🔹 საჭიროა, ისეთი მიგრაციული პოლიტიკის გატარება, რომელიც ერთ მუშტად შეკრავს საქართველოდან წასულ და გაფანტულ ადამიანებს. მათ გაუჩენს ინტერესს და მოტივაციას ჩვენი ქვეყნის მიმართ, რათა ისინი საბოლოოდ დაბრუნდნენ სამშობლოში თავიანთ შვილებთან ერთად. მათ უნდა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს. ამ მხრივ, ჩვენ ბევრი სხვა ქვეყნის მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ.

🔹 აუცილებელია, კანონში არსებობდეს დათქმები, რომელიც გაამარტივებს იმ ადამიანებისთვის მოქალაქეობის მიღებას, რომელთაც სურთ, დაუბრუნდნენ ისტორიულ ფესვებს, რათა მათთვის არ არსებობდეს ისეთი შეზღუდვები და ბარიერები, როგორიცა არის გართულებული ტესტირება სახელმწიფო ენაში, საქართველოს ისტორიასა და სამართლის საფუძვლებში.

🔹 მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი პოლიტიკის გატარება, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და დემოგრაფიული საკითხის გაუმჯობესებას.

🔹კანონპროექტის მომზადებისას, ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები სხვადასხვა ორგანიზაციასთან და მათ შორის, სახელმწიფო ინსტიტუტებთან, როგორიც არის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასევე, კონსულტაციები გვქონდა ცალკეულ დეპუტატებთან.

საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა შეთანხმებულად უნდა იზრუნონ მოსალოდნელ კრიზისზე, განსაკუთრებით სასურსათო უსაფრთოხების კუთხით

📍 საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა შეთანხმებულად უნდა იზრუნონ მოსალოდნელ კრიზისზე, განსაკუთრებით სასურსათო უსაფრთოხების კუთხით!

🔹 “ყველასათვის ნათელია, რომ მინიმუმ უახლოესი 2 წელი, მსოფლიოში შექმნილი ურთულესი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, იქნება ძალიან მძიმე მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკისთვის”.

🔹 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

🔹 მისი თქმით, ყველა ცნობილი საერთაშორისო ინსტიტუტი და ექსპერტი თავის დასკვნებსა და პროგნოზებში სწორედ ამას ადასტურებს.

🔹 „ამ კრიზისის და გამოწვევის დასაძლევად ვფიქრობ, რომ დადგა დრო, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა შეთანხმებულად იზრუნოს მოსალოდნელი კრიზისის გადალახვის გზებზე, განსაკუთრებით სასურსათო უსაფრთოხების თავლსაზრისით.“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 „აქედან გამომდინარე, ხომ არ ვიფიქროთ, შეიქმნას ანტიკრიზისული საბჭო, დაახლოებით ისეთივე ფორმის, რომელიც წარმატებულად მუშაობდა კოვიდთან ბრძოლის წინააღმდეგ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. ამ შემთხევაში, ვთვლი, რომ გამოწვევები გაცილებით უფრო მწვავე და რთულია“,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მისი თქმით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და პარლამენტმა მოსალოდნელი კრიზისის დასაძლევად, უნდა იმოქმედოს მაქსიმალურად ეფექტურად, თამამად და სწრაფად, ვინაიდან მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, ოპერატიულად იქნება მისაღები ძალიან ბევრი საკანონმდებლო ცვლილება და ინიციატივა.

🔹 „ნუ დავივიწყებთ, რომ ქვეყანაში მოქმედებენ სერიოზული დესტრუქციული და მოღალატეობრივი ძალები. გვესმის არა ერთი მოწოდება ქვეყნაში მდგომარეობის არევისა და დესტაბილიზაციის მიმართულებით. ამიტომ, ხელისუფლებას მართებს გამოიჩინოს მაქსიმალური მობილიზება გამოწვევების ყველა ფრონტზე, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

უცხოეთში მცხოვრობი ქართული დიასპორა არის საქართველოს ინტელექტუალური, დემოგრაფიული და ფინანსური სიმდიდრე

📍„უცხოეთში მცხოვრობი ქართული დიასპორა არის საქართველოს ინტელექტუალური, დემოგრაფიული და ფინანსური სიმდიდრე“

🔹 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მიგრაციისა და თანამედროვე მიგრაციული პროცესების შესახებ იმსჯელეს.

🔹 კომიტეტის სხდომაზე, მიგრაციული კვლევები და დიასპორული ინვესტიციების მოზიდვა – განხორციელების ხელშეწყობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა მომხსენებელმა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროგრამის კოორდინატორმა – ნათია კვიციანმა.

🔹 ფრიდონ ინჯია თვლის, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია საზღვარგარეთ სხავადასხვა ქვეყნებში არსებული დიასპორის სისტემატიზაცია – ანალიზი, მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

🔹 „ერთი მილიონამდე საქართველოს მოქალაქე არის რუსეთში, ალბათ სხვა ქვეყნებში იქნებიან კიდევ დაახლოებით 500 ათასი. აი, დანარჩენი სად დაგვეკარგა? ეს საინტერესოა და საერთოდ მე მიმაჩნია, რომ ასეთი მოძიება ქართველების, ქართველების გვარის ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ არის აუცილებლი მათი სისტემატიზაცია. თუ რას აკეთებენ ისინი, რა ბიზნესი აქვთ, სად ცხოვრობენ? ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოხდეს ანალიზი, თუ რაში შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენ მათი შესაძლებლობები. რა მაქვს მხედველობაში და საითკენ მივდივარ? ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ არის ჩვენი სიმდიდრე. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ამ ფაილებში ყოფილიყო ანალიზი ქვეყნების მიხედვით. მე მხედველობაში მაქვს ის, რომ მათი ცოდნა გამოვიყენოთ ჩვენს ქვეყანაში. გამოვიყენოთ მათი კაპიტალი“, – განაცხადა კომიტეტის სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔹 „ქართველებს ჩვენ ძალიან გვჭირდება, რომ როგორმე ფეხზე დავდგეთ. კვლავ იმ დიასპორით, მათი საქმეებით, ექიმებით, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებით და ძალიან კარგი იქნებოდა თუკი, ამ ფაილებში იქნებოდა სისტემატიზირებული ინფორმაციები ქვეყნების მიხედვით. ეს იქნებოდა ძალიან საინტერესო“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის აზრით, აუცილებელია, კომიტეტთან ერთად მაქსიმალური მუშაობა დიასპორის მოზიდვის მიმართულებით.

🔹 ფრიდონ ინჯიამ იმედი გამოთქვა, რომ დიასპორის კომიტეტის მხრიდან ეს საკითხი მხარდაჭერილი იქნება.