Tag Archives: ევროპელი სოციალისტები

“იმისთვის , რომ სახელმწიფო გადარჩეს და მოსახლეობა შიმშილის ზღვარის მდგომარეობიდან გამოვიდეს, უნდა შეიქმნას საგანგებო კომისია, რომელსაც უხელმძღვანელებს ქვეყნის პრემიერმინისტრი”- ფრიდონ ინჯია

“იმისთვის , რომ სახელმწიფო გადარჩეს და მოსახლეობა შიმშილის ზღვარის მდგომარეობიდან გამოვიდეს, უნდა შეიქმნას საგანგებო კომისია, რომელსაც უხელმძღვანელებს ქვეყნის პრემიერმინისტრი”, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში არ დარჩენილა არცერთი პროდუქტი, რომელიც არ გაძვირებულა.

“ეს გაძვირება არის 30%-დან 69%-მდე, არის პროდუქტი, რომელიც 100% -ითაც გაძვირდა”. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

მისივე თქმით, ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩდნება, თუ სახელმწიფო გლეხების სამეურნეო საქმიანობაში არ ჩაერია.

“ევროპის ქვეყნებში, აზიაში, ასევე ამერიკაში, ძალიან მიღებულია ასეთი პრაქტიკა – გეგმიური ეკონომიკა ან სახელმწიფო კაპიტალიზმი, ამიტომ მიმაჩნია, რომ რაღაც ნაწილში თუ მთავრობამ არ მიიღო მონაწილეობა გლეხების სამეურნეო საქმიანობაში და მოსავლის მოყვანაში, ჩვენ აღმოვჩნდებით უმძიმეს მდგომარეობაში”, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

“მეტი დასავლეთი საქართველოში, მეტი ტექნიკური დახმარება და წარმომადგენლობა საქართველოში” – დავით ზილფიმიანი

“ევროპელი სოციალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
 ონლაინ-შეხვედრის მონაწილეებმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
 “მეტი დასავლეთი საქართველოში, მეტი ტექნიკური დახმარება და წარმომადგენლობა საქართველოში – ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა ჩვენი ქვეყნისთვის.
ეს არის ჩემი პირადი აზრიც და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ძირითადი პოზიციაც” – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.