„ჩვენ ოჯახში გადავწყვიტეთ, რომ შვილად ავიყვანოთ ორი ჩვილი უკრაინიდან და გავზარდოთ საქართველოსა და უკრაინის სიყვარულით“

👉„ჩვენ ოჯახში გადავწყვიტეთ, რომ შვილად ავიყვანოთ ორი ჩვილი უკრაინიდან და გავზარდოთ საქართველოსა და უკრაინის სიყვარულით“ – განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ.

🔹 როგორც ფრიდონ ინჯიამ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, მართლაც, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია დღეს უკრაინა. უმძიმეს მდგომარეობაშია ხალხი, დანგრეულია ყველაფერი. „მე, როგორც ერთი ფიზიკური პირი, მზად ვარ ორი ჩვილი ავიყვანო შვილად და თუ იქნება ასეთი სურვილი სხვა პარლამენტარების მხრიდანაც, ვინც წარმატებულია, ეს იქნება მართლაც დიდი საქმე“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მისი თქმით, სწორედ ეს იქნება ნამდვილი საქმე, ნამდვილი გვერდში დგომა და მხარდაჭერა და არა დაპირისპირება ერთმანეთთან. „კარგი იქნება თუკი, ამ ინიციატივას ჩაუდგება ვინმე სათავეში“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.