Tag Archives: ფრიდონ ინჯია

„ჩვენ ოჯახში გადავწყვიტეთ, რომ შვილად ავიყვანოთ ორი ჩვილი უკრაინიდან და გავზარდოთ საქართველოსა და უკრაინის სიყვარულით“

👉„ჩვენ ოჯახში გადავწყვიტეთ, რომ შვილად ავიყვანოთ ორი ჩვილი უკრაინიდან და გავზარდოთ საქართველოსა და უკრაინის სიყვარულით“ – განაცხადა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ.

🔹 როგორც ფრიდონ ინჯიამ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, მართლაც, რომ უმძიმეს მდგომარეობაშია დღეს უკრაინა. უმძიმეს მდგომარეობაშია ხალხი, დანგრეულია ყველაფერი. „მე, როგორც ერთი ფიზიკური პირი, მზად ვარ ორი ჩვილი ავიყვანო შვილად და თუ იქნება ასეთი სურვილი სხვა პარლამენტარების მხრიდანაც, ვინც წარმატებულია, ეს იქნება მართლაც დიდი საქმე“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მისი თქმით, სწორედ ეს იქნება ნამდვილი საქმე, ნამდვილი გვერდში დგომა და მხარდაჭერა და არა დაპირისპირება ერთმანეთთან. „კარგი იქნება თუკი, ამ ინიციატივას ჩაუდგება ვინმე სათავეში“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

ფრიდონ ინჯია – სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მიმაჩნია, სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც ქართულმა და სტრასბურგის სასამართლომ გამოუტანა

???? ფრიდონ ინჯია – სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მიმაჩნია, სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც ქართულმა და სტრასბურგის სასამართლომ გამოუტანა
????„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ მას მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად არ მიაჩნია, რადგან ის სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც ქართულმა და სტრასბურგის სასამართლომ გამოუტანა.
???? მისივე თქმით, გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე მისული ხალხი ხელისუფლების მიერ ქვეყნის მართვით უკმაყოფილო და განაწყენებული ადამიანები არიან.
????„გუშინ ვინც შეიკრიბა, არის ხელისუფლების მიერ ქვეყნის მართვით უკმაყოფილო და განაწყენებული ხალხი. ხალხი, ვინც სამართალი ვერ იპოვა. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მიმაჩნია. ის იხდის სასჯელს იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას სასამართლომ გამოუტანა. როგორც ქართულმა სასამართლომ, ისე სტრასბურგის. სამართალი უნდა იყოს ყველასთვის. სამართალი რომ იყოს და სასხელმწიფო რომ სამართლიანად სჯიდეს ყველა დამნაშავეს, იქ 90 პროცენტი არ შეიკრიბებოდა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
https://1tv.ge/news/fridon-injia-saakashvili-politpatimrad-ar-mimachnia-sasjels-ikhdis-danashaulistvis-romelic-qartulma-da-strasburgis-sasamartlom-gamoutana/?fbclid=IwAR0gd_sMlTEP6-5DdXVfTFjygxy33U-iJQDipYMtd6Et2oH53gvMWbt2fJU

“ეს ნაბიჯი მიმართულია ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევისკენ” – “ევროპელი სოციალისტები” მმართველი პარტიის მხრიდან შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტს ეხმაურება

საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტსაბჭო მიესალმებიან „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერის ფაქტს და გამოთქვამენ მზადყოფნას, შეუერთდნენ აღნიშნულ დოკუმენტს.
,,მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი მიმართულია ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევისკენ, რაც ასევე სრულად რეკომენდირებული და მხარდაჭერილია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“ – ნათქვამია განცხადებაში.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ აღნიშნული გადაწყვეტილება და ხელმოწერილ დოკუმენტში შემავალი მუხლების „ოცნების“ მიერ შესრულების პასუხისმგებლობა, საფუძველს უყრის სრულიად ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რაც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კონსტრუქციულ ურთიერობას კიდევ უფრო რეალურს გახდის.

“იმისთვის , რომ სახელმწიფო გადარჩეს და მოსახლეობა შიმშილის ზღვარის მდგომარეობიდან გამოვიდეს, უნდა შეიქმნას საგანგებო კომისია, რომელსაც უხელმძღვანელებს ქვეყნის პრემიერმინისტრი”- ფრიდონ ინჯია

“იმისთვის , რომ სახელმწიფო გადარჩეს და მოსახლეობა შიმშილის ზღვარის მდგომარეობიდან გამოვიდეს, უნდა შეიქმნას საგანგებო კომისია, რომელსაც უხელმძღვანელებს ქვეყნის პრემიერმინისტრი”, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში არ დარჩენილა არცერთი პროდუქტი, რომელიც არ გაძვირებულა.

“ეს გაძვირება არის 30%-დან 69%-მდე, არის პროდუქტი, რომელიც 100% -ითაც გაძვირდა”. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

მისივე თქმით, ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩდნება, თუ სახელმწიფო გლეხების სამეურნეო საქმიანობაში არ ჩაერია.

“ევროპის ქვეყნებში, აზიაში, ასევე ამერიკაში, ძალიან მიღებულია ასეთი პრაქტიკა – გეგმიური ეკონომიკა ან სახელმწიფო კაპიტალიზმი, ამიტომ მიმაჩნია, რომ რაღაც ნაწილში თუ მთავრობამ არ მიიღო მონაწილეობა გლეხების სამეურნეო საქმიანობაში და მოსავლის მოყვანაში, ჩვენ აღმოვჩნდებით უმძიმეს მდგომარეობაში”, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

“ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს, თვითონ მივიდეს ოპოზიციასთან” – ფრიდონ ინჯია

პოლიტიკური პარტია “ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მედიატორის ფუნქციას შეასრულებს და ოპოზიციასთან სასაუბროდ თვითონ მივა.
ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რატომ არ დაესწრო ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ღონისძიებას, სადაც ოპოზიციის წევრები სალომე ზურაბიშვილმა მიიწვია.
,,პრეზიდენტის საქმეა დღეს, რომ იყოს მედიატორი სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის, უმრავლესობასა და უმცირესობას შორის და არა მედიატორები, რომლებიც მოდიან ევროპიდან. ეს ზუსტად პრეზიდენტის საქმეა. მე მიხარია, რომ პრეზიდენტმა ეს სახელმძღვანელოდ მიიღო. მე საუბარი მქონდა პრეზიდენტთან, რომელმაც თქვა, რომ „ამ საქმეს აუცილებლად მოვკიდებ ხელს, შევარიგებ ხალხს”.
მომეჩვენა და ასევე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტს გადაწყვეტილი აქვს, თვითონ მივიდეს ოპოზიციასთან. დაახლოებით, ასეთი საუბარი იყო პირად საუბარში. თვითონ მივა იქ. მე ასე ვფიქრობ, იმიტომ, რომ სხვანაირად არ გამოვა მედიატორი იყო, თუ ერთი მხარე არ მოდის და მეორე მხარე მოდის. ამიტომ, პრეზიდენტი იმიტომაა ქვეყნის პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ძალაუფლება არ აქვს, რაც აქვს ფრიად საკმარისია იმისთვის, რომ მართლაც იყოს მედიატორი ჩვენს საზოგადოებაში“, – აცხადებს ფრიდონ ინჯია.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ღონისძიება გაიმართა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა. ღონისძიებაზე მიწვეულები იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები.