Tag Archives: პარლამენტის პლენარული სხდომა

საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა შეთანხმებულად უნდა იზრუნონ მოსალოდნელ კრიზისზე, განსაკუთრებით სასურსათო უსაფრთოხების კუთხით

📍 საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა შეთანხმებულად უნდა იზრუნონ მოსალოდნელ კრიზისზე, განსაკუთრებით სასურსათო უსაფრთოხების კუთხით!

🔹 “ყველასათვის ნათელია, რომ მინიმუმ უახლოესი 2 წელი, მსოფლიოში შექმნილი ურთულესი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, იქნება ძალიან მძიმე მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკისთვის”.

🔹 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

🔹 მისი თქმით, ყველა ცნობილი საერთაშორისო ინსტიტუტი და ექსპერტი თავის დასკვნებსა და პროგნოზებში სწორედ ამას ადასტურებს.

🔹 „ამ კრიზისის და გამოწვევის დასაძლევად ვფიქრობ, რომ დადგა დრო, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა შეთანხმებულად იზრუნოს მოსალოდნელი კრიზისის გადალახვის გზებზე, განსაკუთრებით სასურსათო უსაფრთოხების თავლსაზრისით.“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 „აქედან გამომდინარე, ხომ არ ვიფიქროთ, შეიქმნას ანტიკრიზისული საბჭო, დაახლოებით ისეთივე ფორმის, რომელიც წარმატებულად მუშაობდა კოვიდთან ბრძოლის წინააღმდეგ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. ამ შემთხევაში, ვთვლი, რომ გამოწვევები გაცილებით უფრო მწვავე და რთულია“,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მისი თქმით, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და პარლამენტმა მოსალოდნელი კრიზისის დასაძლევად, უნდა იმოქმედოს მაქსიმალურად ეფექტურად, თამამად და სწრაფად, ვინაიდან მოვლენების განვითარებიდან გამომდინარე, ოპერატიულად იქნება მისაღები ძალიან ბევრი საკანონმდებლო ცვლილება და ინიციატივა.

🔹 „ნუ დავივიწყებთ, რომ ქვეყანაში მოქმედებენ სერიოზული დესტრუქციული და მოღალატეობრივი ძალები. გვესმის არა ერთი მოწოდება ქვეყნაში მდგომარეობის არევისა და დესტაბილიზაციის მიმართულებით. ამიტომ, ხელისუფლებას მართებს გამოიჩინოს მაქსიმალური მობილიზება გამოწვევების ყველა ფრონტზე, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.