Abhazya

09,12,2021

⚫️ სამწუხაროა, რომ პოლიტიკურ ამბიციებს შეეწირნენ ეს ადამიანები

???? უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი და აღდგეს ურთიერთობები, აღდგეს ჩვენი ერთობა საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში.

???? განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მან პატივი მიაგო 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 იდენტიფიცირებული პირის ხსოვნას, რომელთა გადმოსვენება მოხერხდა და რომელთაგანც 5 სამხედრო, ხოლო 3 მშვიდობიანი მოქალაქეა.

⬛️ სამების საკათედრო ტაძარში დაღუპულთა მოსახსენიებლად სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

⬛️ „ძალიან მძიმეა თქვა რამე ამ ათეული წლების შემდეგ, რაც იქ მოხდა. ესენი ყველანი გმირები არიან. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ომის მონაწილეს -ავქსენტი ნაჭყებიას, მე პირადად ვიცნობდი და ბოლოს მე მას შევხვდი 21 სექტემბერს სოხუმის სატელევიზო ანძასთან. სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა და მიძნელდება დღეს ამის გახსენება. ღმერთმა ქნას, რომ მსგავსი არ განმეორდეს არასდროს და აღდგეს ურთიერთობები, აღდგეს ჩვენი ერთობა საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში. ვწუხვარ და ვუსამძიმრებ მეომრების ნათესავებს, დებს, ძმებს, ბიძებს, რომლებიც აქ არიან. ნათელში მათი სულები“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.მისივე თქმით, სამწუხაროდ, კიდევ ბევრია ისეთი დაღუპული, რომლებსაც საფლავი არ აქვთ და სამწუხაროა, ეს ყველაფერი, რომ პოლიტიკურ ამბიციებს შეეწირნენ ეს ადამიანები.