Sonunda Milliyetçi Hareket dağılacak - Fridon Eng

📍Sonunda "Milli Hareket" çökecek

🔹 Yabancı etkinin şeffaflığına ilişkin yasa taslağını ertelemek zorundayız, ancak yine de kabul edilebilir olacak, ancak bu yasa taslağının Amerikan versiyonu

🔹 უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროქტების ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გამოაფხიზლა დაშლის პირას მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ საბოლოო ჯამში, ის მაინც დაიშლება.

🔹 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „სეზონი TV“-ს ეთერში განაცხადა.

🔹 „სამწუხაროდ, ამ სიტუაციამ გამოაფხიზლა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დაშლის პირას იყო. თუმცა, რამდენიმე დღის წინ, როდესაც მათი წარმომადგენლების, კერძოდ, მერაბიშვილის მიერ დაანონსდა, 9 აპრილის აქცია, აქ ისევ დაიწყო დაპირისპირება, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნითაც. ვფიქრობ, რომ საბოლო ჯამში „ნაცმოძრაობა“ დაიშლება“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას, დეპუტატმა განაცხადა, რომ ამ კანონპროქტმა უკვე იმუშავა და ნათლად გამოავლინა ჯგუფები, არასამთავრობოები და მათთან გაერთიანებული ორ-სამკაციანი პარტიები. ახლა კი, სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე ქვეყნის დაცვის ვალდებულება.

🔹 „საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რომელი ქვეყნიდან ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და როგორ ხდება ამის ათვისება. მე, როგორც მოქალაქე, ვკითხულობ – რამდენად ემთხვევა იმ ქვეყნის ინტერესები ჩემი ქვეყნის ინტერესებს? აქციაზე გამოსული 15-17 ათასი ადამიანის უმეტესობას – 95%-ს ეს კანონი წაკითხული არ ჰქონდა. საქართველო არ არის მხოლოდ თბილისი, რეგიონებსა და სხვა ქალაქებში საერთოდ არ იცოდნენ, რა ხდებოდა დედაქალაქში, რაზე გამოდიოდნენ ახალგაზრდები.

🔹 მოგეხსენებათ, ასეთი კანონი მუშაობს აშშ-ში. მეორე პროექტს, რომელსაც ნახევრად კანონს ვუწოდებ და რომელსაც მხოლოდ აღრიცხვის ფუნქცია აქვს, მე მხარს არ ვუჭერ. უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც შეერთებულ შტატებში მოქმედებს – მკაცრი და შედეგზე ორიენტირებული. ვინც იმ კანონის მოქმედების არეალში ხვდება, ვალდებულია დაწვრილებით აღწეროს შემოსავალი, მისი მიზნობრიობა და სახსრების ათვისება.

🔹 ვფიქრობ, ახლა უნდა გადავდოთ ეს განხილვები, მაგრამ, საბოლოო ჯამში, დღეს თუ ხვალ, ეს კანონი მაინც მისაღები იქნება“, – განაცხადა დეპუტატმა ინჯიამ.


🔹 საპარლმენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე უმთავრესი ადგილი კანონის უზენაესობას უნდა ეკავოს. მისი აზრით, რომ არა, კანონის აღსრულებისადმი საქართველოში დამკვიდრებული მავნე პრაქტიკა, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, ასეთ რადიკალურ ფორმას არ მიიღებდა.

🔹 დეპუტატი თვლის, რომ საქართველოში ერთგვარად დამკვიდრებული „დაუსჯელობის სინდრომი“ კარგად გამოვლინდა ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პარალმენტის შენობის წინ გამართული აქციების დროს, როდესაც, რადიკალური ძალების წარმომადგენლები მშვიდობიანი საპროტესტო აქციისთვის მიუღებელი მეთოდებით მოქმედებდნენ.

🔹 აქციის მონაწილეთა რადიკალური ნაწილი დეპუტატის თქმით, თითქმის შეიჭრა სახელმწიფო დაწესებულებაში. მათ გააჩინეს ცეცხლი, გამოიყენეს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები პოლიციის მიმართ. სამწუხაროდ, დღემდე არავინ არ დასჯილა.

🔹 „ეს არის ის, რასაც ჩვენთან „კანონის უზენაესობა“ ჰქვია და ეს არის ის, რაც ანგრევს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სახელმწიფოებრიობას. მსგავსი ქმედებები, რომელსაც კანონის არა ჯეროვნად შესრულება ჰქვია, კანონს კლავს, ანადგურებს. კანონი უნდა იყოს უმაღლესი და უზენაესი. მაშინ ქვეყანაში ყველაფერი რიგზე იქნება“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე არ გამორიცხავს მსგავსი ქმედებების განმეორებას რადიკალური ძალების მხრიდან, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ისინი საბოლოო ჯამში, მიზანს ვერ მიაღწევენ.

Bir cevap yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak.

Bu <abbr title="Köprü Metni İşaretleme Dili">HTML</abbr> etiketlerini ve niteliklerini kullanabilirsiniz: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*