საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე სოფლებსა და რაიონებში სპორტულ-კულტურული და ეკონომიკური სამშვიდობო პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა სთხოვა

📌 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე სოფლებსა და რაიონებში სპორტულ-კულტურული და ეკონომიკური სამშვიდობო პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა სთხოვა.

🔷 საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის მონაწილეობით 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა.

🔷 „ჩვენ მოგვმართა საქართველოს ეროვნული სამშვიდობო სპორტულ-კულტურული პროექტების საინიციატივო ჯგუფმა და მისმა ხელმძღვანელმა გიორგი სამხარაძემ, რომელიც ცხინვალისა და აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე სოფლებსა და რაიონებში სპორტულ-კულტურული და ეკონომიკური სამშვიდობო პროექტების განხორციელებას უწევს კოორდინაციას.

🔷 ამ ეტაპზე დაგეგმილია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ოკუპაციის ხაზიდან დაახლოებით 500 მეტრში, თანამედროვე ახალგაზრდული სპორტული, კულტურული საგანმანათლებლო კომპლექსის მშენებლობა.

კომპლექსი მოიცავს სარაგბო და საფეხბურთო სპორტული სტადიონის მშენებლობას, ასევე გათვალისწინებულია სივრცეები ეკონომიკური, კულტურული და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების პროექტების განსახორციელებლად, რაც საშუალებას მისცემს კონფლიქტით დაზარალებული და უშუალოდ გამყოფ ხაზთან მცხოვრები ოჯახების შვილებს მუდმივად ჩაერთონ საგანმანათლებლო აქტივობებში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სახალხო დიპლომატიისა და შერიგების პოლიტიკის ხორცშესხმას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში.

🔷 თანამედროვე ინფრასტრუქტურა შესაძლებელს გახდის ადგილზე ჩატარდეს საერთაშორისო დონის სპორტული თუ კულტურული ღონისძიებები, რაც ასევე გაზრდის საერთაშორისო ინტერესს რეგიონისადმი და პერსპექტივაში მოსახლეობის დასაქმებასაც შეუწყობს ხელს. პროექტზე დაახლოებით 5 მლნ ლარამდეა საჭირო.

🔷 აქედან გამომდინარე, გთხოვთ, შესაძლებლობების ფარგლებში, ბიუჯეტის კორექტირებისას გაითვალისწინოთ ეს საკითხი და მხარი დაუჭიროთ აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის დროულად განხორციელებას“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

Bir cevap yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak.

Bu <abbr title="Köprü Metni İşaretleme Dili">HTML</abbr> etiketlerini ve niteliklerini kullanabilirsiniz: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*