"Başkanımız gibi bu Kızıleli adamının daha sert olacağını düşünmüştüm."

🔹 „მე ვფიქრობდი, რომ ეს ქიზიყელი კაცი, როგორიც არის ჩვენი თავმჯდომარე, უფრო მკაცრი იქნებოდა“ – ასე მიმართა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, როცა ბიუროს სხდომაზე პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით მან პრეტენზიები გამოთქვა.
🔹 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ბოლო პერიოდში ბიუროს სხდომაზე მუდმივი პაექრობა მიდის „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ოცნებას“ შორის. “ოცნება” კი, სულ თავის დაცვის და თავის მართლების რეჟიმშია. „მე მგონი, რომ დროა დამთავრდეს ასეთი ურთიერთობა და ყველას თავისი ადგილი მიეჩინოს. მე ვფიქრობდი, რომ ეს ქიზიყელი კაცი, როგორიც არის ჩვენი თავმჯდომარე, უფრო მკაცრი იქნებოდა, მაგრამ არ ვიცი რატომ ხდება ასე… და ის ჩაქუჩი კარგი გაქვთ თქვენ იქ და ან დროზე უნდა დაარტყათ, ან გადადოთ გვერდზე“ – მიმართა პაპუაშვილს ფრიდონ ინჯიამ.

Bir cevap yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak.

Bu <abbr title="Köprü Metni İşaretleme Dili">HTML</abbr> etiketlerini ve niteliklerini kullanabilirsiniz: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*