Askerlik hizmeti din adamları dahil herkes için zorunlu olmalı - Fridon Eng

📍 სამხედრო სამსახური ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს, მათ შორის სასულიერო პირებისთვისაც – ფრიდონ ინჯია

📍 სამხედრო სამსახურში გაწვევა უნდა იყოს ყველასთვის სავალდებულო, მათ შორის სასულიერო პირებიც უნდა მსახურობდნენ, რაც სამხედროებისთვის დამატებითი დიდი მოტივაცია იქნება.

🔸 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტზე მსჯელობდნენ.

🔸 „სამხედრო სამსახურში გაწვევა უნდა იყოს ყველასთვის სავალდებულო, მათ შორის მღვდელმსახურებისთვის… ეს იქნება დიდი მოტივაცია სამხედროებისთვის. ლოცვებიც უნდა წაიკითხონ და სამხედრო წვრთნაც გაიარონ… გოგონებმაც უნდა იმსახურონ, თუ ამის სურვილი ექნებათ და ამისთვის ყველაფერი მომზადებული უნდა გქონდეთ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია სამხედრო სტრუქტურაში არსებობდეს იდეოლოგიის სამსახური, რომელიც ახალგაზრდების იდეოლოგიურ აღზრდა-განათლებაზე იქნება ორიენტირებული, და ეს მიმართულება განათლების სამინისტროსთან ერთად უნდა შემუშავდეს.

🔸 „ოფიცრები უნდა კითხულობდნენ ლექციებს სასწავლებლებში, სკოლებში. თავდაცვისა და განათლების სამინისტროების ერთობლივი მუშაობის გარეშე, ეს ვერ მოხდება. ამ პროექტში ეს საერთოდ არ ჩანს. თითქოს თქვენ ხართ ცალკე, ხოლო სახელმწიფო – ცალკე. არა და, თქვენ ხართ სახელმწიფოსთვის და თქვენ უნდა აღზარდოთ საქართველოსთვის იდეოლოგიურად ყველაზე თავდადებული მოქალაქეები“, – აღნიშნა დეპუტატმა.

🔸 ამასთანავე, ფრიდონ ინჯიამ კანონპროექტის ავტორებს ურჩია ისრაელის მაგალითის გათვალისწინება, ნაცვლად ფინეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისა.

🔸 „რატომ იხელმძღვანელეთ ფინეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითით? რა საერთო აქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებს საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობასთან? იყო თუ არა განხილული ისრაელის მაგალითი, რომელიც ისეთივე რთულ გარემოშია, როგორც ჩვენ, და მიუხედავად ამისა, მათთან სამხედრო მიმართულება უმაღლეს დონეზე არის… მე ვფიქრობ რომ, შესაძლოა, ატომური იარაღიც აქვთ…“, – აღნიშნა ინჯიამ.

🔸 მან ასევე ისაუბრა პრივილეგიების დაწესების აუცილებლობაზე იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სრულად გაივლიან სამხედრო სამსახურს.

Bir cevap yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak.

Bu <abbr title="Köprü Metni İşaretleme Dili">HTML</abbr> etiketlerini ve niteliklerini kullanabilirsiniz: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*