Hainler olan Fridon Injia, eylemleri sonucunda Gürcistan ülke topraklarının 20%'sini kaybetti.

📍 ვინ იყვნენ ის მოღალატეები, რომელთა ქმედების შედეგად საქართველომ ქვეყნის ტერიტორიის 20% – ი დაკარგა.

📍 მოგიწევთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, კითხვები კი ძალიან მტკივნეული იქნება.

📍 გიდასტურებთ, რომ ჩემი თითოეული ნაბიჯი ყოველთვის იყო გადადგმული მხოლოდ საქართველოს ინტერსებიდან გამომდინარე, როგორც ადრე ისე ეხლაც და ასე გავაკეთებ მომავალშიც – ფრიდონ ინჯია.

🔴საქართველოს პარალმენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ, „პოლიტიკური დებატების“ ფორმატში გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით დროებითი, საპარლამენტო, საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობის შესახებ და აღნიშნა, რომ კომისიის შექმნის მიზანი ერთადერთია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, თუ რა მოხდა რეალურად, შეიძლებოდა თუ არა, რომ საქართველოს არ დაეკარგა ქვეყნის ტერიტორიის 20% -ი.

🔴 „მას შემდეგ, რაც ჩვენს მიერ დაინიცირდა საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივა, რომელიც ეხებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების გამოძიებას, რომელმაც გამოიწვია საქართველოს ტერიტორიების 20% -ის დაკარგვა და ჩვენი ძირძველი ტერიტორია გადაეცა და გადაიფორმა რესეთის ფედერაციამ, ეს ინიციატივა ძალიან არ მოეწონათ „ნაც.მოძრაობის“ მესვეურებს. განსაკურებით „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ნაწილს, რომელმაც, ჩაიდინა ეს მოღალატეობრივი ქმედება საქართველოს წინაშე.

🔴 მათ მაშინათვე გაახსენდათ ჩემი ქონებრივი, საშემოსავლო დეკლარაცია, რომელსაც მესამე წელია ჩემი ხელით ვავსებ, სადაც ყველაფერი კანონის დაცვით და სწორად არის ასახული, მათ შორის, საბანკო ანგარიშები და ფულის მოძრაობა.

🔴 არაფერია, მე ამას მიჩვეული ვარ… იგივე ჯგუფი, ჯერ კიდევ 30 წლის წინ, იგივე მეთოდებით მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ რა მიიღეს?! … ეს ის ჯგუფია, რომელმაც ეს მოღალატეობრივი ქმედებები ჩაიდინა, რასაც საქართველოს მიწის გაყიდვა ჰქვია.

🔴 გიდასტურებთ, რომ ჩემი თითოეული ნაბიჯი ყოველთვის იყო გადადგმული მხოლოდ საქართველოს ინტერსებიდან გამომდინარე, როგორც ადრე ისე ეხლაც და ასე გავაკეთებ მომავალშიც.

🔴 რაც შეეხება კომისიის მიზანს, კომისიის შექმნის მიზანი ერთადერთია, რომ საზოგადოებამ იცოდეს თუ რა მოხდა, შეიძლებოდა თუ არა, რომ ჩვენ არ დაგვეკარგა საქართველოს ტერიტორიის 20% -ი.

🔴 „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის და მისი სატელიტების მხოლოდ 5% -ი თუ იღებდა მონაწილეობას ამ მოღალატეობრივ ომში.

🔴 მე გახლდით იმ 2008 წლის ომის მონაწილე, ისევე როგორც 1993 წლის სამამულო ომის მონაწილე, ვიყავი ცეცხლის ალში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ამ დროს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტების წარომადგენლები, პარლამენტის წინ ორდენებს იბნევდნენ სახელმწიფოს ღალატში მონაწილეობისთვის. ეხლა აქ, მორალს გვიკითხავენ უსირცხვილოდ.

🔴 ეს თქვენ დაადანაშაულეთ ქართველი ჯარისკაცები სამხედრო დანაშაულის ჩადენაში და მოაწერეთ ხელი იმ რეზოლუციას სტრასბურგში … თქვენი შვილები, ძმები, ვაჟკაცი ქართველი მეომრები… რის ფასად გაყიდეთ ქართული მიწა, როგორი თანმიმდევრობით აკეთებდით ამას თქვენ. ვინ იყვნენ ის მოღალატე ადამინები? … მოგიწევთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, კითხვები კი ძალიან მტკივნეული იქნება.

🔴 სამწუხაროდ, ის დანარჩენი 99%-ი თქვენი მოძრაობის, წევრებისა, შეცდომაში არიან შეყვანილები. რაშიც ისინი მალე დარწმუნდებიან“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

Bir cevap yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak.

Bu <abbr title="Köprü Metni İşaretleme Dili">HTML</abbr> etiketlerini ve niteliklerini kullanabilirsiniz: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*