Fridon Injia, "Gürcü Rüyası"nı, yasama hükümetinin ayrıcalığı olan tüm önemli süreçler için parlamenter çoğunluk hükümeti olarak sorumluluk almaya çağırıyor.

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს აიღოს პასუხისმგებლობა ყველა მნიშვნელოვან პროცესზე, რომელიც საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივას წარმოადგენს.

🔶 დეპუტატის განცხადებით, სხვადასხვა სირთულეებისა და კრიზისების თავიდან ასაცილებლად, საპარლამენტო უმრავლესობის ხელისუფლებამ დროულად უნდა მოაქციოს შესაბამისი კანონები დემოკრატიული პრინციპების ჩარჩოში.

🔶 ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს.

🔶 ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ ცესკო-ს შემადგენლობის არჩევა უნდა ხდებოდეს დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე და გადაწყვტილებას უნდა იღებდეს საპარლამენტო უმრავლესობის ხელისუფლება.

🔶 „როდესაც საქართველოს პარლამენტი დღეს მოქმედ კანონს იღებდა, მე ვიყავი წინააღმდეგი და დღესაც მიმაჩნია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა უნდა მოხდეს არა 2/3-ის თანხმობით, არამედ უმრავლესობით, რადგან მე არა მგონია, რომ ცესკო-ს თამჯდომარეს უფრო მეტი ლეგიტიმაცია ჰქონდეს, ვიდრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელსაც პარალმენტი 76 ხმით ირჩევს, რომელიც, პრინციპში, როგორც მთავრობის მეთაური, ასევე არის კომისიის პირველი პირი“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 დეპუტატმა კომიტეტის სხდომაზე ასევე, ყურადღება გაამახვილა სხვა მნიშვნელოვანი კანონების დემოკრატიულ საწყისებზე დაბრუნების აუცილებლობის შესახებ, რადგან როგორც გამოცდილება აჩვენებს, ფრიდონ ინჯიას თქმით, გაუგებარ კომპრომისებზე წასვლა, საბოლოო ჯამში მხოლოდ და მხოლოდ კრიზისებს იწვევს და ოპოზიციის მხრიდან არავითარი პასუხისმგებლობის გაზიარება არ ხდება. ამის ნათელი მაგალითია ბოლო 2 წლის მანძილზე ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევასთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისული სიტუაცია.

🔶 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე უმრავლესობა იძულებული გახდა მოემზადებინა ახალი საკანონმდებლო ცვლილება საარჩევნო კოდექსში, რომლის თანახმადაც რეგულირდება ცესკო-ს შემადგენლობის არჩევის წესი.

🔶 წარმოდგენილი ინიციტივით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

🔶 ასევე, იცვლება ცესკოს შემადგენლობის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა, – კვორუმის წესი და დღეს მოქმედი კანონის თანახმად, ნაცვლად ხმათა 2/3 -ისა ცესკო-ს შემადგენლობის არჩევა 76 ხმით მოხდება და ისინი თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებენ.

Bir cevap yazın

E-posta hesabınız yayımlanmayacak.

Bu <abbr title="Köprü Metni İşaretleme Dili">HTML</abbr> etiketlerini ve niteliklerini kullanabilirsiniz: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*